You are currently viewing «აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები»

«აფხაზებო, მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები»

Download article eBook

კვირას, 27 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, ყოვლადწმინდა სამების საპატრაირქო ტაძარში საკვირაო ლიტურგია აღასრულა.

პატრიარქამა წირვის დასრულების შემდეგ აფხაზეთის ომში დაღუპლი გმირები გაიხსენა და აფხაზებსა და ქართველებს შერიგებისკენ მოუწოდა. ქადაგების შემდეგ კი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადა.

,, დღეს მწუხარების დღეც არის და სიხარულის დღეც. დღეს არის ჯვართმაღლება, ჯვრის ამაღლება და დღეს არის დიდი მწუხარება – აფხაზეთის ტრაგედია, «აფხაზეთი ეს არის – ჩვენი ტკივილი, აფხაზეთი ეს არის – ჩვენი იმედი, აფხაზეთი ეს არის – ერთიანი საქართველო». დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხონოს და ნათელში ამყოფოს აფხაზეთში დაცემული – ჟიული შარტავა (იგივე დავითი), იური ანუა და სხვები…

ამავედროს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა აცხონოს დაცემული აფხაზებიც და სხვა ერების წარმომადგენლებიც. ეს იყო თავსმოხვეული ტრაგედია, ეს იყო ხელოვნურად შემქნილი ტრაგედია და ჩვენ ვლოცულობთ ყველასათვის, ქართველებისთვის, აფხაზებისთვისაც, რუსებისთვისაც და ყველთა საუკინითგან გარდაცვალებულთათვის.


«
უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთოს ერი თვისი მშვიდობით»
«ძალა და მშვიდობა» ეს ის სანუკვარი თვისებებია რომელიც ჩვენ ძალიან გვჭირდება – შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა მოგვანიჭოს ძალა და მშვიდობა.

მე მინდა გაგახსენოთ, რომ 11 წელი მე ვიყავი აფხაზეთის ეპისკოპოსი, სიკეთის და სიყვარულის მეტი მე არაფერი მინახავს იქ. ამიტომ მოგმართავთ ყველას – აფხაზებს და ქართველებს – «შეერდით» – «აფხაზებო მოდით ჩვენთან, ქართველები მოვიდნენ თქვენთან და ერთად ვიტიროთ ჩვენი მიცვალებულები», ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ამინ! “.

ვიდეო