ამერიკის კონსტიტუციის დღეს, ტენესის შტატის ქალაქ ნეშვილში, «პასტორთა ამერიკული გაერთიანების» ორგანიზებით მოეწყო აქცია დევიზით: «იბრძოლე სიმართლისთვის» . მიტინგი გამოძახილი იყო, რამდენიმე თვის წინ საკონსტუტუციო სასამართლოს მიერ მიეღებულ კანონისა – «ერთსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციურად ცნობის შესახებ». აქციის მონაწილეებმა სახელმწიფოსგან მოითხოვეს, რომ დადგინდეს – ქორწინება, როგორც «ქალისა და მამაკაცის ერთობა», – იუწყება christianpost.com. მიტინგში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო არანაკლებ 400-მა ადამიანმა, გაიმართა ტენესის შტატის სასამართლო შენობის წინ, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მორწმუნე ამერიკელებმა, სასულიერო პირბემა და შტატების კანონმდებლებმა. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ: ჯო დევისი – სახელმწიფო მოხელის კიმ დევისის მეუღლე, რომელიც დაპატიმრებული იყო ჰომოსექსუალ წყვილთა რეგისრეგისტრაციის უარის თქმის გამო. საპრეზიდენტო კანდიდატ ტედა კრუსის მამა – რაფაელ კრუზი, ეპისკოპოსი ჯექსონი და «თავისუფალი სინდისის და ეთიკის» კომისიის პრეზიდენტი სამხრეთ ბაპტისტური კონვენციის დოქტორი – რიჩარდ ლენდი. ასევე მონაწილეობა მიიღო ტენისის შტატის ხელისუფლების რამოდენიმე ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მათ რიცხვში იყო რესპუბლიკელი – მარკ პოდი, რომელმაც მომიტინგეებს ინფრომაცია მიაწოდა ახალ კანონ-პროექტზე, რომელსაც ეწოდა: «ტენესის შტატის ტრადიციული ქორწინების დასაცავად», რომელიც შეტანილია შტატის კანონმდებლობაში. თუ ეს კანონი იქნება მიღებული კონონმდებლების მიერ, ის გააბათილებს უმაღლესი სასამართლოს ივნისის გადაწყვეტილებას, რომელმაც «ერთსქესიანთა ქორწინების» ლეგალიზაცია მოახდინა. ახალ კანონ-პროექტში ნათქვამია: „… ნებისმიერი სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც «ტრადიციული ქორწინების» საფუძველს არღვევს (მათ შორის, უმაღლესის სასამართლოს ახლადმიღებული გადაწყვეტილება), ჩაითვლება არაძალისმქონედ და გაუქმებულად.“ მიუხედავად იმისა, რომ გაურკვეველია თუ რა ფორმას მიიღებს მომავალი გადაწყვეტილება, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ კიმ დევისი მაშინვე დააპატიმრეს, როგორც კი ერთსქესიან წყვილს უარი განუცხადა რეგისტრაციაზე, მაშინ ოდიოზური ვერდიქტის შემდეგ – რიჩარდ ლენდმა მომიტინგეებს განუცხადა, რომ ქრისტიანებმა თამამად უნდა ისაუბრონ და გამოვიდნენ ამ არასამართლებრივი გადაწყვეტილების წინააღმდეგ. „ის ფაქტი, რომ «ერთსქესიანთა ქორწინება» მოულოდნელად გაჩნდა და მათ უნდათ, რომ ეს წარმოაჩინონ ჩვენთვის, როგორც პოლიტკორექტულობის სიმბოლო, ეს «სიმპტომია», რომელიც მიუთითებს, რომ ჩვენი კულტურა და მორალი ჩაყლაპა რელატივიზმის ტალღამ, რომ ჩვენი დიდებილი ღირებულებები «ფარდობითად» შეირაცხა“ – განაცხადა დოქტორმა ლენდმა. მან მოიყვანა ციტატა ძვ. აღთქმის ერთ-ერთი წიგნიდან: ,, და ჩემი ერი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ძებნას დამიწყებს და შემობრუნდება თავისი უკეთური გზიდან, მაშინ ციდან მოვუსმენ, მივუტევებ ცოდვებს და განვკურნავ მათ ქვეყანას“. (II ნეშტთა 7:14), დასძინა, რომ – ,,ამ სიტყვების სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ თუ კი ამერიკას უნდა, რომ ჰქონდეს ღირსეული მომავალი – ეს ქრისტიანების ხელშია, და ეს დამოკიდებულია მათზე და არა იმაზე რასაც აკეთებენ არაქრისტიანები.“ ,,დღეს ჩვენ უკიდურესად გვჭირდება აღორძინება – და თავად ეს სიტყვა გულსხმობს გულახდილობას. ეს გულისხმობს იმას, რომ თავდაპირველად ჩვენ გავდივართ დაბადებას და მხოლოდ ამის შემდეგ შესაძლებელია ჩვენი აღორძინება… ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ყოველი დიდი საქმე იწყებოდა მისი მორწმუნეების შეკრებით. ახლა წყდება ჩვენი ქვეყნის მომავალის ბედი, საღმრთო აზროვნება, ჭეშმარიტმა უნდა გამეფდეს ჩვენს ქვეყანაში“ – განაცხადა ლენდმა. კიმი დევისის ბედით აღშფოთებულმა აქციის მონაწილეებმა, რომელიც ციხეში იმის გამო აღმოჩნდა, რომ უარი თქვა საკუთარი რწმენის წინააღმდეგ წასულიყო და საკუთარი სახელი აღებეჭდა ჰომოსექსუალური წყვილი საქროწინო მოწმობაზე, მოითხოვეს, რომ შტატმა მიიღოს კანონები, რომელიც დაიცავს სახელმწიფო მოხელეების და სხვა მოქალაქეების უფლებებს, რომელთაც სურთ იმოქმედონ თავიანთი რწმენის და ტრადიციული ქორწინების ცნების შესაბამისად. „ჩვენ არ შევეგუებით, ჩვენ არ დავიხევთ უკან, არ დავთმობთ ჩვენს პოზიციებს. ჩვენ ვიდგებით ჩვენი რწმენის დასაცავად!“– განაცხდა რაფაელ კრუზმა. დოქტორმა ლენდმა განაცხადა, რომ ტენესის შტატში გამართული აქცია არის ფართომაშტაბინი სახალხო მოძრაობის „პირველი მერცხალი“. «ამერიკელ პასტორთა გაერთინება» გეგმავს გამართოს მსგავსი მიტინგები ამერიკის 50-ე შტატში. „ჩვენ უკვე მზად ვართ, რომ გავმართოთ მომდევნო აქცია ჩრდილოეთ კაროლინას შტატში და შემდეგ სხვა შტატებშიც“ – განაცხადა ლენდმა.