საზაფხულო შესვენების შემდეგ, განახლდა საჯარო შეხვედრები გურჯაანში, რომელიც წმ. სტეფანე აღმსარებლის კულტურულ – საგანმანათლებლო სახლი – „კენოზისის“ ორგანიზებითა და გურჯაანის ახალგაზრდული ცენტრი „ერთობის“ თანადგომით იმართება.
შეხვედრებს უძღვებიან როგორც გურჯაანის ეპარქიის მღვდელსახურები, ასევე სხვადასხვა რაიონიდან და თბილისიდან მოწვეული მოძღვრები და თეოლოგები
შეხვედრები ტარდება ორ კვირაში ერთხელ, პარასკევ დღეს.
9 ოქტომბერს, პარასკევს 19:00-ზე გურჯაანის კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა, დიდი დიღმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურთან, მღვდელ გურამ ოთხოზორიასთან, თემაზე – „რა არის რწმენა?“
მისამართი: გურჯაანის კულტურის სახლი (თამარ მეფის ქუჩა # 16)
დასწრება თავისუფალია