კონსტანტინეპოლის პატრიარქი ეკლესიებს, რომლებიც კრებაზე არ ესწრებიან, კრებაში თანამონაწილეობისაკენ მოუწოდებს
კონსტანტინეპოლის პატრიარქი ბართლომეოსი, ოთხშაბათს, 15 ივლისი, კუნძულ კრეტაზე ჩაბრძანდა. პატრიარქმა, რომელიც კოორდინირებას უწევს სრულიად მართლმადიდებელთა კრების მომზადებას, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ „იმედია ეკლესიები, რომლებმაც უარი განაცხადეს ამ ფორუმში მონაწილეობაზე, შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას“.
„მე ვისურვებდი, ამ ეკლესიებს ხელახლა გადაეხედათ თავიანთი გადაწყვეტილებისთვის“ – განაცხადა პატრიარქმა კრეტაზე ჩასვლისას – იუწყება ბერძნული საეკლესიო სიახლეების სააგენტო „romfea.gr“.
ამასთან, აღნიშნა, რომ რიგი ეკლესიების დაუსწრებლობა ჩრდილავს „ისტორიული მოვლენის თანმხლებ სიხარულს“.
ამ მდგომარეობით კრებას ესწერება 10 ავტოკეფალური ეკლესია. რუსეთის, ანტიოქიის, საქართველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები კი არ იღებენ კრებაში მონაწილეობას და მის გადადებას ითხოვენ. კონსტანტინეპოლი კვლავ კრების დათქმულ დროზე ჩატარებას მოითხოვს და ყველა ეკლესიას მასში თანამონაწილეობისკენ მოუწოდებს.
ოთხშაბათს, ცნობილი გახდა, რომ სერბეთის ეკლესია მიიღებს კრებაში მონაწილეობას.
თარგმნა ალექსანდრე ჩომახიძემ
წყარო: interfax-religion.ru