You are currently viewing ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსად მართლმადიდებელი დანიშნა

ტრამპმა თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსად მართლმადიდებელი დანიშნა

Download article eBook

 ამერიკის ახლადარჩეულმა, 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ჯონ ტრამპმა, თეთრის სახლის ადმინისტრაციის უფროსად რესპუბლიკური პარტიის ნაციონალური კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარე რაინს პრიბუსი დანიშნა. 44 წლის პრიბუსი წარმოშობით ბერძენია, ხოლო აღმსარებლობით მართლმადიდებელი, ის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ამერიკის სამთავარეპისკოპოსოს აქტიური მრევლია.

2016 წელს, თავის სააღდგომო მილოცვაში პრიბუსმა დაწერა:
„ქრისტე აღდგა! მე ვისურვებდი მთელ მართლმადიდებელ ქრისტიანულ სამყაროს ჰქონოდეს კურთხეული და ბედნიერი აღდგომა. იმის მიხედვით თუ როგორ ახერხებდა ამას ეკლესია თაობიდან თაობამდე, ჩვენ კვლავ ავღნიშნავთ ქრისტეს აღდგომას და უფლის სიყვარულს მისგან მოვლინებული მხსნელისათვის. როგორც პირველი ქრისტიანები ადიდებდნენ ღმერთს მის ცარიელ საფლავთან, ასევე ჩვენც ვმადლობთ და ვადიდებთ ჩვენს მწყალობელ და კაცთმოყვარე ღმერთს მისდამი სიკვდილზე გამარჯვებისათვის. ქრისტეს სიყვარულის მსხვერპლი მაგალითია ჩვენთვის ყველასთვის და მეფსალმუნესთან ერთად ჩვენც ვღაღადებთ: „მასწავლე მე გზა ცხოვრებისა“ (ფს. 15:11). აღდგომა, ეს არის ჟამი ახალი ცხოვრების ზეიმისა და მე ვლოცულობ იმისთვის, რომ ეს იმედი გვამხნევებდეს ჩვენ მთელი ეს წელი.

წყარო: pravoslavie.ru

იხილეთ: ვინ არის რაიანს პრიბუსი, 5 რამე რაც უნდა იცოდე