12 წლის ქრისტიანი გოგონას უკანასკნელი სიტყვები, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ბანდიტებმა დაწვეს იყო:
„შ ე უ ნ დ ე მ ა თ“
ეს სიტყვები პატარა გოგონამ თავის დედას ჩასჩურჩულა
ქრისტიანი გოგონას უკანასკვნელი სიტყვები, რომელიც ისლამური სახელმწიფოს ბანდიტებმა დაწვეს იყო: „შეუნდე მათ“. მან ეს სიტყვები, სიკვდილის წინ დედას ჩასჩურჩულა. გოგონამ მიიღო მრავლობითი, მეოთხე ხარისხის დამწვრობა და იცოცხლა მხოლოდ ერთი დღე და ღამე, იტყობინება ვებგვერდი christiantoday.com. ამ გოგონას ისტორია ერთ-ერთია მრავალ მსგავს ისტორიებს შორის, რომელიც ნიუ-იორკში, „ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ქრისტიანების დევნისადმი“ მიძღვნილ კონფერენციაზე გაჟღერდა. ერაყში, ქალაქ მოსულში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები, ერთ-ერთ ქრისტიანულ ოჯახში შევარდნენ და ოჯახის წევრებს განუცხადეს: „ორი არჩევანი გაქვთ: ან ეხლავე გაეთრევით აქედან, ან არა და ძვირად დაგიჯდებათ თქვენი სარწმუნოება, რასაც მოითხოვს სურა ალ-ჯაზია“ (ამ სურაში /45 სურა/ საუბარია ყველა იმ ადამიანის სიკვდილზე ვინც უარყოფს ალაჰის რწმენას). ამ დროს გოგონა სააბაზანოში იმყოფებოდა და ამიტომ დედა ტერორისტებს შეევედრა: „წავალთ, ოღონდ ცოტა დრო მოგვეცით“, რაზეც მკაცრად უპასუხეს: „თქვენ არ გაქვთ დრო!“ შეასხეს სახლს ბენზინი და დაწვეს. გოგონამ დედასთან ერთად შეძლო ალმოდებული სახლიდან თავის დაღწევა, მაგრამ მეოთხე ხარისხის უმძიმესი დამწვრობა მიიღო და საავადმყოფოში დედის ხელებში გარდაიცვალა სიტყვებით: „შეუნდე მათ!“ სამართალდამცველმა ჯაკლინ ისააკმა, რომელმაც მოისმინა ეს ისტორია კონფერენციაზე განაცხადა: „ყველაზე შავ სამყაროში ყოველთვის მოიძებნება სინათლის სხივი და სანამ არსებობს ეს სინათლე – არის იმედიც“.