You are currently viewing ეს მშვენიერი ცხოვრება / It’s a Wonderful Life

ეს მშვენიერი ცხოვრება / It’s a Wonderful Life

 

„ეს ერთი შეხევდით მსუბუქი და თითქოს გასართობი ფილმი, სინამდვილეში ძალიან ღრმაა. სულის სიღრმეში ძალიან დიდ კვალს ტოვებს. ეს კვალი შეიძლება ასეთნაირად გამოითქვას – თითოუელი ადამიანი, რომელიც ღვთისაგან სამყაროს ევლინება, განსაკუთრებული მისიით მოდის. ეს მისია ზოგჯერ ჩანს კაცობრიობის ისტორიაში და ზოგჯერ არ ჩანს. ამ ფილმის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული მისია. ეს მისია უპირველესყოვლისა იმაში ვლინდება, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც თითქოსდა, ერთი შეხედვით რაიმე განსაკუთრებულ როლს არ ასრულებს, ეს ადამიანი, რომ გამოვთიშოთ ისტორიიდან, ის სერიოზულ გავლენას მოახდენს მის გარშემო მყოფ ადამიანებზე, სერიოზულად შეცვლის მათ ცხოვრებას. თითოეულ ადამიანს უზარმაზარი გავლენა აქვს მის გარშემო მყოფებზე, საზოგადოებაზე. ეს ქრისტიანული თვალსაზრისით აბსოლუტურად სწორია. კაცობრიობა არის ერთი მთლიანი, მრავალჰიპოსტასური ორგანიზმი და თითოეული ადამიანის არსებობა, მდგომარეობა და ცხოვრების გზა მნიშვნელოვანწილად აისახება ყველა ადამიანზე, რასაც სამწუხაროდ ხშირად ვერ ვგრძნობთ და უმნიშვნელო გვგონია.
ამ ფილმის გენიალურობა სწორედ ამაშია, რომ იგი ამას გვაგრძნობინებს, გვეუბნება, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც ჩვენს გვერდით არსებობს, რომელსაც ჩვენ შევხვედრივართ, უდიდესი როლი აქვს ჩვენს და სხვა უამრავი ადამიანის ცხოვრებაში.

ყველას გირჩევთ, რომ ამ ფილმს უყუროთ და ამ ფილმის ნახვის შემდეგ თუ თქვენც იგივე განცდა გექნებათ, ე.ი. ჩემი განცდა არის ჭეშმარიტი.
მრავალ შობა-ახალ წელს დაგასწროთ ღმერთმა“.

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

 

ფრანკ კაპრამ (ფრანჩესკო როსარიო კაპრა 1897 —1991) — იტალიური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი, მსახიობი და სცენარისტი) შესანიშნავი ფილმი „ ეს მშვენიერი ცხოვრება“ (It’s a Wonderful Life) 1946 წელს გადაიღო. რეჟისორმა, სწორედ ამ ფილმისთვის მიიღო ოქროს გლობუსი ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“. დიდი დეპრესიის პერიოდში (მასიური გლობალური ეკონომიკური ვარდნა, რომელიც გრძელდებოდა 1929-1939 წ.წ ), ფრანკ კაპრა ძლიერ პოპულარული რეჟსორი გახლდათ.
ფრენკ კაპრას ვაჟი, ფრანკ კაპრა უმცროსი, რომელმაც, მამის საქმიანობა გააგრძელა, გახლდათ ცნობილი საეკლესიო მწერლისა და მოღვაწის, იუჯინ როუზის (შემდგომში – მღვდელმონაზონი სერაფიმე) კოლეჯის მეგობარი.

ფილმი მოგვითხრობს ჯორჯ ბეილის ისტორიას, რომელმაც ადამიანური ღირსებები კარიერას არ შესწირა და რომლის მთელი ცხოვრებაც შობის ერთმა ღამემ შეცვალა.
მთავარ როლს ასრულებს ჯეიმს სტიუარტი (1908 —1997). ამერიკის კინოინსტიტუტმა, იგი მამაკაც კინოლეგენდათა შორის, მესამე ადგილზე დაასახელა. მსახიობს სამხედრო კარიერაც ჰქონდა – იგი მეორე მსოფლიო ომსა და ვიეტნამის ომში მონაწილეობდა.

ნინო საძაგლიშვილი

 

ფილმი თარგმნილია: adjaranet.com-ის მეირ