You are currently viewing ანტიოქიის საპატრიარქო: „რაკი ერთობა არ არის, არც დიდი კრების მოწვევის მიზეზი არსებობს!“
უნეტარესი იოანე X, პატრიარქი ღმრთის ქალაქისა დიდისა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთისა

ანტიოქიის საპატრიარქო: „რაკი ერთობა არ არის, არც დიდი კრების მოწვევის მიზეზი არსებობს!“

Download article eBook

 

პრობლემის ქვაკუთხედი ისევ ყატარის საკითხი გახდა 

საფრთხე იმისა, რომ 2016 წლის ივნისში დადგენილი წმინდა და დიდი კრება შესაძლოა ვერ ჩატარდეს გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბულგარეთის ეკლესიის კვალდაკვალ, კრების ჩატარების მიზანშეწონილობაში ეჭვი ანტიოქიის საპატრიარქომაც შეიტანა.

თავისი განცხადებაში, ანტიოქიის საპატრიარქო იმედგაცრუებას გამოხატავს იმის გამო, რომ მსოფლიო საპატრიარქომ, ყატარის საკითხის გადაწყვეტა ზოგადმართლმადიდებლური კრების შემდგომი პერიოდისთვის გადადო.

„ანტიოქიის საპატრიარქომ აღნიშნულ პერიოდში, მრავალი ინიციატივა გამოიჩინა მშვიდობისა და თანხმობისათვის, რომელნიც მსოფლიო საპატრიარქოს მეშვეობითა და შუამავლობით წარმოადგინა, რომ გამოსავალი ერთობლივად მოძებნილიყო… ანტიოქიის საპატრიარქოს მშვიდობიან წინადადებებზე იერუსალიმის საპატრიარქოსგან პასუხის გაუცემლობა, კრების განწესებულ დღეს მოწვევას იმ საფრთხეს უქადის, რომელზეც, ანტიოქიის ეკლესია დიდი ხნის წინ საუბრობდა“, – აცხადებს ანტიოქიის ეკლესია

ანტიოქიის ეკლესიაში თვლიან, რომ ამ პრობლემის მოუგვარებლობის პირობებში უსაფუძვლოა ვამტკიცოთ „მართლმადიდებელთა ერთობის“ არსებობა.

კრების სამუშაოების დაწყება ამ დიდ დღესასწაულზე, ყველა ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიის მონაწილეობით, მართებული და  სწორი გზა გახლავთ  იმ საკითხების შესასწავლად, რომელნიც კათოლიკე მართმადიდებელი ეკლესიის წინაშე დგას და ეკლესიების თანხმობის გამოხატულება ამ საკითხებთან დაკავშრებით მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი პრობლემის გადაუჭრელობა და მისი კრების შემდგომ გადატანა კრებას მთავარ მიზანს – „მართლმადიდებელთა ერთობას“ განაშორებს“, – ნათქვამია ანტიოქიის საპატრიარქოს განცხადებაში.

ანტიოქიის ეკლესია (ისევე როგორც ბულგარეთის მართლმადიდებლური ეკლესია) „მსოფლიო პატრიარქისა და მოძმე ეკლესიებისაგან მყისიერ ქმედებას ელოდება“, რომლებიც წარმოუდგენენ მსოფლიოს, ნამდვილ მართლმადიდებლურ სამყაროს ერთობას, ყველაზე მწვავე და აქტუალური საკითხის კრებაზე განხილვის გზით. სხვა შემთხვევაში კი ანტიოქიის ეკლესია დიდ და წმინდა კრებაზე მონაწილეობის საკითხის ეჭვქვეშ დაყენებაზე საუბრობს.

დღეს მოვუწოდებთ ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას ინტენსიური მუშაობისკენ  მართმადიდებელი ეკლესიების ერთობის დასაცავად…

ვლოცულობთ და ვიმედოვნებთ, რომ სულიწმინდა, რომლის მიღებასაც ვესავთ სულთმოფენობის დღეს, შთააგონებს ეკლესიასა და მის წინამძღვრებს და ჭეშმარიტ გზაზე წარუძღვება, რათა დღეს, უფრო მეტად, ვიდრე სხვა დროს, დამოწმებულ იქნას ერთობა, რომელისკენაც უფალმა მოგვიწოდა!“ – ნათქვამია ანტიოქიის საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ანტიოქიისა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის უთანხმოება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2013 წლის 4 მარტს იერუსალიმის პატრიარქმა ყატარში თავისი მიტროპოლიტი დანიშნა.

მოამზადა ალექსანდრე აღლაძემ
წყარო: romfea.gr