You are currently viewing მოსულის (ერაყი) არქიეპისკოპოსი ქართველებს: „ჩვენ კალიებივით გვხოცავენ, ილოცეთ ჩვენთვის“

მოსულის (ერაყი) არქიეპისკოპოსი ქართველებს: „ჩვენ კალიებივით გვხოცავენ, ილოცეთ ჩვენთვის“

Download article eBook

 
“დასავლეთში, ცივილიზებულ ქვეყნებში გვეუბნებიან, რომ ადამიანთა უფლებები ყველასთვისაა, მაგრამ, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდელიება, რომ ცხოველების და მწერების უფლებები ბევრად უფრო კარაგადაა დაცული, ვიდრე ჩვენი, ქრისტეანების, მაგრამ განა ეს ნიშვნავს იმას, რომ ცხოველებს მეტი უფლებები აქვთ? კალიებივით გვხოცავენ ჩვენ, კოპტ არაბებს და არამეულ სირიელებს უკანასკნელ ერს მსოფლიოში, რომლებიც იესო ქრისტეს მშობლიუ ენაზე საუბრობს. თუ არავინ დაგვეხმარება ასე გენოციდი გარდაუვალია” – ამის შესახებ მოსულის (ერაყი) არქიეპისკოპოსმა  ნიკოდომუს დაუდ მათი შარაფიმ ტელეკომპანია “იბერიასთან” გადაცემა “პანორამა – ანალიტიკური ტოქ-შოუ”-ში ინტერვიუში.

https://www.facebook.com/PanoramaIberiaTV/videos/1872623693011193/

– რა შეიძლება გაკეთდეს თქვენს დასახმარებლად? რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ?

საერთაშორისო საზოგადოება, უფრო სწორად დიდი ქვეყნები, არა მარტო უნდა დაგვეხმაროს, რამედ ჩვენი გადარჩენის პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე. ეს ჩვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

ჩვენ დღეს რეალური დაცვა გვჭირდება და არა უბრალოდ გამამხნევებელი სიტყვები. დღეს ქრისტიანებს დევნიან, მნიშვნელობა არ აქვს სირიელი ქრისტიანები არიან, კოპტები, კათოლიკეები თუ მართმადიდებლები. ამას ყველას “ისლამური სახელმწიფო” “ასუნუთი” აღნიშნავს, ანუ ნაზარეთი. ჩვენ ყველანი ქრისტიანები ვართ და ყველანი მათი სამიზნე ვართ.

– როგორ ფიქრობთ დასავლური ქრისტიანული სამყარო საკმარის ყურადღებას გაქცევთ, საკმარისს აკეთებს თქვენს დასახმარებლად ?

Image result for Христиане в Ираке бойне

არანაირად, ვწუხვარ ამის თქმა რომ მიწევს, მაგრამ ეს ასეა. არ გვაქვს ისეთი შეგრძნება, რომ მათ ეს სტკივათ, როგორც ქრისტიანებს ისინი ცდილობენ დახმარებას, აგზავნიან საკვებს, ფულს, მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. ჩვენ არსად გაქცევა არ გვსურს, ჩვენ გვინდა ჩვენს ქვეყანაშივე დავრჩეთ. ეს ისტორიული მიწაა ჩვენთვის. უნდა დაგვეხმარონ, ჩვენს სამშობლოში რომ დავრჩეთ. ეს არ არის ჩვეულებრივი მიწა, ჩვენთვის ეს უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული მიწაა. ჩვენთვის ეს მიწა და ეს ადგილები წმინდაა. სწორედ ჩვენ, ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანები ვართ ქრისტიანობის ფესვები მთელს მსოფლიოში და როგორ გაიხარებს ხე უფესვებოდ თუ ფესვებს გადაჭრით? ხე მოკვდება! დაგვეხმარონ, რომ ჩვენს მიწაზე, ჩვენ სახლებზე, ჩვენს ეკლესია-მონასტრებზე დავრჩეთ. დაგვაბრუნებინონ ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენ, ჩვენი ხალხი წარმოუდგენლად ვიტანჯებით.

– როგორ ფიქრობთ, რისი ბრალია ეს ყველაფერი, თქვენი ეს განსაცდელი..

იცით, მე ეკლესიის მსახური ვარ და არა პოლიტიკოსი, ეს კითხვა დიდი ქვეყნის პოლიტიკოსებს დაუსვით, მათ მშვენივრად იციან რისი ბრალია და რამ გამოიწვია რაც დღეს ხდება, ის ბოროტება რასაც “ისლამური სახელმწიფო” ჰქვია. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ნაწილობრივ ამ ბოროტების ფესვები დასავლეთში დგას. ხალხს არა, პოლიტიკოსებს   ვგულისხმობ  და მთავრობებს დიდი მადითა და ამბიციებით. როცა ეს დასავლური ბოროტება არაბული ქვეყნების სიბრიყვეს შეერწყა, როცა ეშმაკი და უმეცრობა დამეგობრდნენ, მივიღეთ ისლამური სახელმწიფო და მივიღეთ ის განსაცდელი, რაც დღეს დაგვატყდა თავს.

– როგორი იქნება თქვენი გზავნილი საქართველოსა და ქრთველი ქრისტიანების მიმართ?

ქართველებს შევთხოვ დარჩნენ მორწმუნე ქრისტიანებად. მორწმუნე ადამიანი კი გაჭირვებაში მყოფს ეხმარება. მხოლოდ მას, ვისაც გამუცდია ჩაგვრა და დევნა, ესმის სხვების ტკივილი და უბედურება. ილოცეთ ჩვენთვის, თუ შეგიძლიათ.

მე ვიცი, რომ თქვენს ქვეყანას კარგი ურთიერთობა აქვს დასავლეთთან. სთხოვეთ მათ დაგვეხმარონ და დაგვიცვან. დაცემულის ფეხზე წამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის, რომელსაც კაცობრიობა და სიცოცხლე უყვარს. უფალმა დაგლოცოთ.

განაცხადა ერაყელმა არქიეპისკოპოსმა ტელეკომპანი “იბერიას” გადაცემა “პანორამა – ანალიტიკური ტოქ-შოუ”-ში.

წყარო: PanoramaIberiaTV