«ანგელოზი-მოთვალთვალე» დაწყევლილი ციცაბოდან – ადამიანი, რომელმაც ასობით თვითმკვლელობა შეაჩერა
იმ ბნელ დროს, როცა დაკარგული სულები კლდის მწვერვალზე იდგნენ, მსჯელობდნენ ღირს გადახტომა თუ არა, უსმენდნენ ქარის ხმას და ტალღების ხმაურს, ამ იდილიას არღვევდა რბილი ხმა. „ ფინჯანი ჩაი ხომ არ დაგველია?’ მიმართავდა მათ უცნობი. ისინი კი მისკენ მობრუნდებოდნენ…
სახლი სიდნეიში – ფანჯრები წყნარი ოკეანის სანაპიროზე გადის. ისეთი ხედია, ისეთი სილამაზეა, რომ სუნთქვა გეკვრის. დონ რიჩი არ შორდება ფანჯარას არა იმიტომ, რომ ასე უყვარს ოკეანის სილამაზით ტკბობა, არამედ იმიტომ, რომ ადამიანები თვითმკვლელობას გადაარჩინოს. 50 წელია ზედიზედ, რაც ის “უთვალთვალებს” ხალხს ციცაბოზე და მათ საქციელში რაიმე საეჭვოს თუ იგრძნობს, საშველად მიიჩქარის.
დაკიდებული კლდეები და განსაკუთრებით ხრამი (უფსკრული), ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან არის ცნობილი ავსტრალიაში. აქ მოდიან ისინი, ვინც გადაწყვიტა თვითმკვლელობა. სტატისტიკით, არანაკლებ 50 ადამიანი წელიწადში სწორედ ამ უფსკრულში მიდის. უფრო სწორად მიდიოდა – სანამ ციცაბოზე არ გამოჩნდა „ანგელოზი-მოთვალთვალე“ – ყოფილი მეზღვაური და სადაზღვეო აგენტი დონ რიჩი.
„როცა ჩვენ, ოჯახითურთ აქ გადმოვსახლდით, მე ვიცოდი, რომ აქ ბევრი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. ცოდნა ერთია, საკუთარი თვალით დანახვა იმისა თუ, ადამიანი, რომელიც ახლახანს აქ დადიოდა, კიდეზე იჯდა, უცებ როგორ გაქრა – სულ სხვა საქმეა“.
ყოველ დილას, მიდის თავისი მოკრძალებული ორსართულიანი სახლის საძინებლის ფანჯარასთან და ათვალიერებს კლდეებს. როგორც კი დაინახავს რაიმე საეჭვოს ციცაბოს კიდეზე – ჩაფიქრებულ და მელანქოლიურ ფიგურას ან სილუეტს, რომელიც შემოღობილზე გადაძრომას ლამობს – დონი იქ მიეშურება. ის ძალდაუტანებლად გამოელაპარაკება ხოლმე უცნობს და ფინჯან ჩაიზე ან კათხა ლუდზე მიიწვევს. რეაქციები განსხვავებულია, ყველაზე ხშირად გაკვირვებული ადამიანი მორჩილად აგროვებს ხუთი წუთის წინ მის მიერ გადაყრილ პირად ნივთებს და მდუმარედ მიყვება მოხუცს, მაგრამ არიან ისინიც, ვინც ცდილობს ყურადღება არ მიაქციოს დაუპატიჟებელ მხსნელს, მათ მყარად აქვთ გადაწყვეტილი ჩანაფიქრის განხორციელება. ასეთებს დონი უბრალოდ ხელს სტაცებს და არ აძლევს „წასვლის“ საშუალებას.
ერთხელ დონმა ციცაბოს კიდეზე ფეხშიშველი მანდილოსანი შეამჩნია. დონი მივიდა მთლად კიდეზე და დადგა მის გვერდით. ქალიშვილმა გაკვირვებით შეხედა მოხუცს, მან კი მომხიბლავად გაუღიმა და დაიწყო მხიარული ამბების მოყოლა თავისი ცხოვრებიდან, ერთი საათის ძალდაუტანებელი საუბრის შემდეგ ქალმა მიიღო დონის წინადადება მის სახლში ესაუზმა. იქ მან უამბო რომ, მას ჰქვია ჯენნი უოტსი და მას აქვს დეპრესია, ექიმებმა, რომლებსაც მან მიმართა, გამოუწერეს წამალი, რომლის მიღების შემდეგ ის უფრი ცუდად გახდა და უკვე გამოსავალს ვერ ხედავს. დონმა და მისმა მეუღლემ დაამშვიდეს, დააწყნარეს და დაარწმუნეს ქალი მიემართა სხვა ექიმებისთვის, უფრო კვალიფიციური სპეციალისტებისთვის. რამდენიმე თვის შემდეგ ქალი შამპანურის ბოთლით ხელში დაბრუნდა. „შობას კი ჯენნიმ გამოგვიგზავნა ღია ბარაი. იქ ეწერა – მე ყოველთვის მადლიერი ვიქნები, რომ თქვენ დროულად გამოჩნდით ჩემს ცხოვრებაში“ – გვიამბობს მისის რიჩი.
მის მიერ გადარჩენილი ხალხი, შემდეგ წერილებს წერენ მას, რომლებშიც გამოხატავენ თავის მადლიერებას იმისათვის, რომ დროულად მიუახლოვდა… ულოცავენ დღესასწაულებს, ზოგჯერ საჩუქრებსაც უგზავნიან, ერთმა ყმაწვილმა სურათი გამოუგზავნა, რომელზეც ანგელოზია გამოსახული, რომელსაც აწერია – „ანგელოზი, რომელიც ჩვენს შორის ცხოვრობს“
„ განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ ნელა ვუახლოვდები და ვუღიმი. ვეკითხები: „ იქნებ შემიძლია რამით დაგეხმაროთ?“ ისინი ჩვეულებრივ უკვე მთლად კიდეზე სხედან, ფეხსაცმელები, ჩანთები, წერილები – ყველაფერი უკვე უკან მოიტოვეს და სადაც არის გადახტებიან, მაგრამ მაინც, როგორღაც გამომდის მათი წამოყვანა ჩვენთან სახლში, ფინჯან ჩაიზე. სწორედ ესაა ჩემი მიზანი – ცოტა დრო მივცე ადამიანს, ვაცალო გონს მოსვლა, მივცე საშუალება მიხვდეს, რომ ის რისთვისაც თავს იკლავდა, დილით შეიძლება სულაც აღარ მოეჩვენოს გამოუვალ მდგომარეობად“, – გვიამბობს დონი თავის ყოველდღიურ სამუშაოზე.
აი, როგორი სამსახური აქვს მას – ადამიანთა გადარჩენა (ხსნა) თვითმკვლელობის ცოდვისგან. შესაძლებელია, მასში ასეთ მძაფრი სურვილი იხსნას ადამიანის სიცოცხლე, გამოწვეულია იმით, რომ იგი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა და იმდენად ბევრი ადამიანის სიკვდილი იხილა, რომ ესმის, თუ როგორი საშინელია – სიცოცხლეზე საკუთარი ნებით უარის თქმა.
ოფიციალურად ითვლება, რომ დონმა 160 ადამიანი გადაარჩინა, თუმცა მისი ოჯახი ირწმუნება, რომ არანაკლებ 500.
თვითონ დონი არასდროს თვლიდა თავის საქმიანობას „მისიად“ ან რაიმე მსგავსად: „ მე მხოლოდ გამიმართლა, რომ ჩვენ აქ ვცხოვრობთ და შემიძლია ვეცადო ადამიანს უბედურება ავაცილო“
დონ რიჩის ყავდა 3 ქალიშვილი და 4 შვილიშვილი, რომელთაც ყოველთვის ასწავლიდა, რომ ეხარათ სიცოცხლით.
,,მოთვალთვალე ანგელოზს“ 2012 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა
„ ზოგჯერ კეთილი სიტყვები და თბილი ღიმილი არის ყველაფერი, რაც საჭიროა იმისათვის, რომ ადამიანის სამყარო სხვა მხრიდან დაანახო და სიცოცხლის სიყვარული გაუღვივო“
თარგმნა: ლამარა რურუამ