ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი ათონის ივერონის მონასტერში ტრადიციულად ეძღვნება ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს, რომელიც გადმოცემის თანახმად დაწერილია ლუკა მახარებლის მიერ.
დილის მსახურების შემდეგ მონასტერში იწყება მსვლელობა, რომელიც თავდაპირველად მიემართება ტაძრისაკენ, სადაც ძველად, ქართველმა ბერმა გაბრიელმა დაინახა ზღვაზე აღმართული, ხატიდან მომავალი ნათლის სვეტი. შემდეგ შემოივლიან მონასტერს და მიემართება იმ ადგილისაკენ, სადაც იპოვეს გამოსახულება ზღვაში. აქ აღესრულება ლიტურგია.
შემდეგ გადაინაცვლებენ სასწაულმოქმედ წყაროსთან, რომელმაც ამოხეთქა ივერიის ხატის შეხვედრის ადგილას, ყველა ემთხვევა ხატს და მონასტრის წევრები მომლოცველებს ტრადიციულად კანფეტებითა და წვენით უმასპინძლდებიან.
ამ წელს დღესასწაულს ლანგადის, ლიტისა და რენდინის მიტროპოლიტი იოანე ხელმძღვანელობდა.
ეს არის ყველა ათონელის დღესასწაული, ბერების შეხვედრის დღე, რომლებსაც მთელი წელი არ უნახავთ თავისი ნაცნობები და მეგობრები. მსვლელობის დროს სასწაულმოქმედი ხატის ტარების უფლება პრაქტიკულად ყველა მსურველს ეძლევა.
წყარო: afonit.info