You are currently viewing ავსტრალიის სამეფო კომისია “იეჰოვას მოწმეების” წინააღმდეგ კოლექტიურ სარჩელს განიხილავს

ავსტრალიის სამეფო კომისია “იეჰოვას მოწმეების” წინააღმდეგ კოლექტიურ სარჩელს განიხილავს

Download article eBook

„იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაციის წევრების მიერ ავსტრალიაში 1950 წლიდან დღემდე გამოვლენილი იყო 1006 პედოფილი, მაგრამ ამ საქმეებიდან პოლიციისთვის არცერთი შეუტყობინებიათ. მცირეწლოვანებზე სექსუალური ძალადობის ყველა საქმე მიიჩქმალა. და ეს იმიტომ, რომ ამ რელიგიური ორგანიზაციის პოლიტიკის მიხედვით უხუცესებს მოეთხოვებათ, რომ ასეთი საქმეები შეატყობინონ მათ ადგილობრივ ფილიალს და არა პოლიციას.

ავსტრალიაში სამეფო კომისიის მიერიეჰოვას მოწმეებისწინააღმდეგ ბავშვთა გაუპატიურების საქმეზეიეჰოვას მოწმეებისმიერ დაქირავებულმა ექსპერტმა დოქტორმა ეფლუაიტმა, რომელიც წერილობით წარდგენილ ჩვენებაში მანამდეიეჰოვას მოწმეებისპოლიტიკას იცავდა, დაკითხვისას განაცხადა, რომ მისი წერილობითიდასკვნაემყარებოდა არა მეცნიერულ კვლევას ან სექსუალური ძალადობის მხვერპლთა მიერ მიცემული ჩვენებების ანალიზს, არამედ „იეჰოვას მოწმეების“ ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ მიწოდებულ პუბლიკაციებს, და კუთხეში მიყენებისას აღიარა, რომ ორგანიზაციის პოლიტიკა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დაცვის საკითხში არ აკმაყოფილებდა სათანადო ზრუნვის ნორმებს.

საქმეზე უკვე დაიკითხა იეჰოვას მოწმეების არაერთი მაღალჩინოსანი, მათ შორის, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ჯეფრი ჯეკსონი და ავსტრალიის ფილიალის კომიტეტის კოორდინატორი ტერენს ო’ბრეინი. ამ უკანასკნელს ბრალი დაედო კომისიის შეცდომაში შეყვანის მცდელობაში, თითქოს ავსტრალიაში ვიზიტად მყოფი ჯეფრი ჯეკსონი მხოლოდ მთარგმნელობით საქმიანობას კურირებდა და ორგანიზაციის პოლიტიკისა და სწავლების განსაზღვრასთან შეხება არ ჰქონდა. ტერენს ო’ბრეინმა კომისიას განუცხადა, რომ ავსტრალიაში მყოფ ჯეფრი ჯეკსონს არ შეეძლო კომისიის წინაშე ჩვენების მიცემა, რადგან მას მამა ცუდად ჰყავდა და მასთან იყო (ალბათ ჯეფრი ჯეკსონს დაავიწყდა უფლის სიტყვები: „მკვდრებმა მკვდრები დამარხონ“). ბოლოს, ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ჯეფრი ჯეკსონის დაკითხვა მაინც მოხერხდა. მიუხედავად დადებული ფიცისა, რომ კომისიის წინაშე სრულ სიმართლეს იტყოდა, დაკითხვისას ჯეფრი ჯეკსონი თავს არიდებდა კითხვებს და არაერთ ელემენტალურ საკითხთან დაკავშირებით აცხადებდა, რომ მან ზუსტად არ იცოდა, რა როგორ ხდებოდა.

„იეჰოვას მოწმეების“ უხუცესმა კევინ ბოუდიჩმა დაკითხვისას აღიარა, რომ ორგანიზაციის პოლიტიკის მიხედვით გარიცხული პედოფილი, მიუხედავად იმისა, რომ მას აღარ ელაპარაკებოდნენ, აგრძელებდა კრებებზე დასწრებას (რითაც მის მსხვერპლს დამატებით ტანჯვას აყენებდა), და რომ კრება არ იღებდა რაიმე ზომას ადგილობრივი არა იეჰოვას მოწმე ბავშვების დასაცავად – არ აფრთხილებდა უბანს, სამეზობლოს ან პოლიციას იმის შესახებ, რომ მათ ტერიტორიაზე პედოფილი ცხოვრობდა. ამგვარი ქმედება კი ეწინააღმდეგებოდა წმინდა წერილის სწავლებას იმის შესახებ, რომ მოსიყვარულე ღმერთი თანაბრად ზრუნავდა ყველაზე განურჩევლად აღმსარებლობისა.

გარდა იმისა, რომ „იეჰოვას მოწმეების“ უხუცესები პედოფილების შესახებ ინფორმაციას პოლიციას არ აწვდიან, ისინი მცირეწლოვანი მსხვერპლის მშობლებსაც უკრძალავენ პოლიციას მიმართონ, ხოლო მიმართვის შემთხვევაში გარიცხვით ემუქრებიან. საბაბი ასეთი აქვთ: “პოლიციის მიმართვით თქვენ იეჰოვას სახელს ტალახში გასვრითო” (სინამდვილეში ტალახში ღვთის სახელი კი არ გაისვრებოდა, არამედ ამ ორგანიზაციის რეპუტაცია შეილახებოდა). მოსამართლემ „იეჰოვას მოწმეების“ ბრალდებულ უხუცესს ჰკითხა: “როგორ ფიქრობთ, იეჰოვა მოსიყვარულე ღმერთია?” უხუცესმა უპასუხა: “დიახ”. მოსამართლემ ჰკითხა: “მოსიყვარულე ღმერთი თავის რეპუტაციაზე უფრო ზრუნავს, თუ ბავშვის კეთილდღეობაზე?” ამაზე უხუცესმა უპასუხა, რომ ის მოქმედებდა იმ ინსტრუქციის მიხედვით, რომელიც მან ავსტრალიის ფილიალის კომიტეტისგან მიიღო.

ნაცვლად მცირეწლოვანთა დასაცავად ეფექტური ზომების მიღებისა, „იეჰოვას მოწმეების“ უხუცესები პედოფილიაში ბრალდებულ წევრებს მხოლოდ ბიბლიურ შეგონებას აძლევდნენ, ხოლო, „ორი მოწმის“ პრინციპიდან გამომდინარე, სათანადო რეაგირების გარეშე ტოვებდნენ ძალადობის მსხვერპლი მცირეწლოვნის ბრალდებას (რომელი პედოფილი იძალადებს ბავშვზე მეორე მოწმის თანდასწრებით?) და უშვებდნენ იმას, რომ პედოფილსაც და მის მსხვერპლსაც ერთსა და იმავე კრებაში ევლოთ, რითაც მსხვერპლი დამატებით სულიერ ტანჯვას განიცდიდა.

ავსტრალიის კანონმდებლობის მიხედვით, სასულიერო პირებს მოეთხოვებათ პედოფილთა შესახებ საქმეების პოლიციისთვის გადაცემა, მაგრამ სამეფო კომისიაზე საქმის განხილვისას აშკარა გახდა, რომ „იეჰოვას მოწმეების“ უხუცესები ანადგურებდნენ ასეთი საქმეების დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

ავსტრალიის სამეფო კომისიაში საქმის განხილვა კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება. კომისიამ უნდა გადაწყვიტოს, რამდენად შეუწყო ხელი იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციის არასათანადო პოლიტიკამ მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალური ძალადობის გავრცელებას, და რამდენად ეფექტური ზომები მიიღო ორგანიზაციამ სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების დასაცავად და მათთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. სავარაუდოდ, კომისია იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას სექსუალური ძალადობის მსხევრპლთა სასარგებლოდ სოლიდურ კომპენსაციას დააკისრებს.

სპეციალურად საიტისთვის თარგმნა: ტარიელ დავითაშვილმა

წყარო