სარა იუენი ბრიტანელი ჟურანლისტია, რომელიც ამჟამად ტაილანდში ცხოვრობს. ის წერს თუ რატომ არ შეცვალა პროფილი ფბ-ში და არ დააყენა ფრანგული დროშა. აი რას წერს ის თავის გვერდზე:
თქვენ შემეკითხებით, თუ რატომ არ მაქვს პროფილზე ფრანგული დროშა?
იმიტომ, რომ რაც ახლახანს მოხდა პარიზში, ყოველდღიურად ხდება იემენში, დასავლური ძალების მდუმარე თანხმობით.
იმიტომ, რომ ის, რაც მოხდა პარიზში რეგულარულად ხდება ერაყსა და ავღანეთში.
1 კვირის წინ 200 ადამიანი დაიღუპა ბომბის აფეთქების შედეგად და რაღაც არ გაისმა მსოფლიომაშტაბური პროტესტის ხმა…
იმიტომ, რომ ყველა დუმს პალესტინასა და ნიგერიაში მომხდარ სისასტიკეებზე.
ჩვენ – თანამედროვე დასავლური სამყარო -, ამ ყველაფერს უბრალოდ გვერდიდან ვაკვირდებით, თითქოს ამაზე პასუხისმგებლობა არ გვაკისრია.
უსამართლობაა, ის, რომ ზოგის ცხოვრება სხვების ცხოვრებაზე ძვირი ღირს. თუ დღეს ჩვენ ყველა ფრანგები ვართ – მაშინ ჩვენ ყველა უნდა გავხდეთ სირიელები, ქურთები, ერაყელები, იემენელები. უკვე უნდა მოვიმარაგოთ ფოტოები საპროფილედ, რომ საჭირო მომენტში შევცვალოთ. ეს შეიძლება დღესვე დაგვჭირდეს!
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს ყველაფერი, ჩვენ უნდა შევაჩეროთ გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა! გარდა ამისა უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ უბედურებების და ტრაგედიების მიზეზნი. ჩვენ ვართ დასავლური სამყაროს ახლომხედველი ადამიანები, რომელთაც მხოლოდ საკუთარი თავი გვაინტერესებს – ჩვენი ცხოვრების სტილი და მხოლოდ “ჩვენი” ადამიანები. თუ ჩვენ გვინდა ვიცხოვროთ უკეთეს სამყაროში, მაშინ ჩვენ, თავად უნდა შევქმნათ ეს სამყარო.
გამოვფხიზლდეთ! შევაჩეროთ ომები. შევწყვიტოთ დაბომბვები. დასავლურ ძალებს, რომ მოინდომონ ხვალვე შეუძლიათ შეაჩერონ „ISIS“, მაგრამ არ უნდათ – იმიტომ, რომ არ აწყობთ. ისევე როგორც ბუშსა და ბლერს აწყობდათ ომი ერაყსა და ავღანისტანში. დღეს ეს ფაქტია. ეს დამტკიცებულია. ეს ყველამ ვიცით. და ჩვენ ყველა პასუხისმგებლები ვართ იმაზე, რომ წლებია ვდუმდვართ!
ჟურნალისტებს კი ვთხოვდი შეწყვიტონ ოფიციალური ორგანოების განცხადებების ციტირება, როგორც უდაო ფაქტებისა. დაუსვით კითხვები, მოითხოვეთ, წაიკითხეთ ყველაფერი, რის მოძიებასაც შესძლებთ, შეაერთეთ წერტილები, გაანალიზეთ. და თავად გააკეთეთ დასკვნები. ხალხი თქვენ გიყურებთ, თქვენ გისმენენ. ჟურნალისტი ვალდებულია ყველგან ეძებოს სიმართლე. ეს არის ჩვენი სამსახური. ეს არის ის, რასაც საზოგადოება ითხოვს ჩვენგან.
სპეციალურად საიტისთვის თარგმნა თამარ ჭოველიძემ
წყარო