You are currently viewing ბულგარეთის ეკლესიის ულტიმატუმი წმინდა და დიდ კრებას

ბულგარეთის ეკლესიის ულტიმატუმი წმინდა და დიდ კრებას

Download article eBook

 
ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინება საერთო მართლმადიდებლურ კრებასთან დაკავშირებით

 

2016 წლის 1 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი შეიკრიბა სრული შემადგენლობით, რათა განეხილა 2016 წლის 16-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილი საერთო მართლმადიდებლური კრების ჩატარების საკითხი.

სინოდი წინადადებით გამოდის გადაიდოს დაგეგმილი კრება, და ასევე უარი ითქვას კრებაში მონაწილეობის მიღებაზე თუ კი არ იქნება გათვალისწინებული და პატივცემული ბულგარეთის შენიშვნები მომავალი კრების თემატურ და ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით.

ამ პოზიციის დაკავებამდე, წმინდა სინოდმა გაითვალისწინა შემდეგი არსებითი მიზეზები და გარემოებები:

1. მომავალი კრების დღის წესრიგში წმინდა მართლმადიდებლობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალური თემების არ არსებობა, რომლებიც საჭიროებენ საერთომართლმადიდებლური კრების დაუყონებლივ დადგენილებებს.

2. მომავალი კრების უკვე დამტკიცებულ ტექსტებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოებანი, რომლებიც ოფიციალურად დააფიქსირეს ადგილობრივმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა.

3. დაგეგმილი კრების უკვე მიღებული რეგლამენტის მიხედვით კრების მუშაობის პროცესში ტექსტების რედაქტირების შეუძლებლობა.

4. მომავალი კრების დარბაზში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლებისთვის შემოთავაზებული განლაგების რიგითობა, რომელიც არღვევს ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების თანაბარუფლებიანობის პრინციპს.

5. კრებაზე სტუმრებისა და დამკვირებელთა შეუფერებელი განლაგება.

6. აუცილებლობა დიდი და უსაფუძვლო ხარჯების გაღებისა, იმ შეთხვევაში თუ კი ბულგარეთის ეკლესია მიიღებს მონაწილეობას კრებაზე.

წმინდა სინოდმა კენჭისყრის შედეგად ერთსულოვნად დაადგინა:

I. წმინდა სინოდი მოითხოვს, რომ ამა წლის 16-26 ივნისს დაგეგმილი მართლმადიდებელი ეკლესიის დიდი და წმინდა კრება გადატანილი იქნას, რათა გაგრძელდეს მზადება მის ჩასატარებლად.

II. წინააღმდეგ შემთხვევაში ბულგარეთის ეკლესიის წმინდა სინოდი, კატეგორიულად აცხადებს თავის გადაწყვეტილებას არ მიიღოს მონაწილეობა 16-26 ივნისს დაგეგმილ მართლმადიდებელი ეკლესიის დიდ და წმინდა კრებაზე. 

ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური საიტი: bg-patriarshia.bg
წყარო: Zneboba.geაქვე გთავაზობთ ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ა.წ. 21 აპრილის განჩინებას, წმინდა და დიდ კრების ერთი დოკუმენტის შესახებ.