ბულგარეთის ორ ქალაქში ნიკაბის, ბურკასა და ფარანჯას ტარება აიკრძალა
ბულგარეთის ქალაქ პაზარჯიკის და ძველი ზაგორას ადგილობრივმა მთავრობამ აკრძალა საზოგადო ადგილებში ქალის ისეთი მოსასხამების ტარება, რომელიც სრულად ფარავს სახეს. ამის შესახებ აცნობა ადგილობრივმა გაზეთმა novinite-მ გაავრცელა.
პაზარჯიკში მოსახლეობის დიდი ნაწილი ისლამის ულტრაკონსერვატული ფორმის აღმსარებელია. ადგილობრივმა მთავრობამ აკრძალა ისეთი აქსესუარების ტარება, რომელიც ხელს უშლის პიროვნების იდენტიფიკაციას, ოფისებში, სკოლებში, მაღაზიებში და ქუჩაში. წესის დარღვევა ჯარიმდება 300 ბულგარული ლევით ხოლო განმეორებით დარღვევა 1000 ლევით (500 დოლარი). პაზარჯიკი არის ქვეყანაში პირველი ქალაქი სადაც მიიღეს ასეთი ტიპის ზომები. აკრძალვები არ მოქმედებს იმ პირებზე რომელთაც პროფესიული საქმიანობა ავალდებულებს სპეციალური ტანსაცმლის ტარებას. მაგ: მეხანძრეს რომელსაც უნდა ეკეთოს ნიღაბი, ასევე კულტურულ და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილე პირებზე.
ამასთან. ზაგორის ადგილობრივმა მთავრობამ ხმათა უმრავლესობით მიიღო დადგენილება რელიგიური საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებულ საზოგადოებრივ წესრიგის საკითხის ცვლილებასთან დაკავშირებით.
აიკრძალა ნებისმიერი რელიგიური მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგისა და ტრადიციებს. აიკრძალა რელიგიური აგიტაცია ქუჩებში და საცხოვრებელ ადგილებში ადგილობრივი თვითმართველობის წერილობითი თანხმობის გარეშე.
აკრძალვის პირობების დარღვევისათვის დამნაშავეებს გამოეწერებათ ჯარიმა 5000 ლევის (2500 ევრო)-ს ოდენობით.
ხიჯაბი – თავსაბურავი, რომელიც თავს და მხრებს ფარავს, მაგრამ ამავე დრო სახე ღია რჩება.
ნიკაბი – თავსაბურავი, როგორც წესი, შავი ფერის, იფარება სახე, მაგრამ თვალები ღიაა.
ჩადრა – ტანსაცმელი, რომელიც თავიდან ფეხებამდე ყველაფერს ფარავს, სახის გარდა. ჩადრას დროს თავზე შედარებით მცირე ზომის თავსაბურავს იკრავენ.
ფარანჯა – ხალათის მსგავსი, რომელსაც მკლავები არა აქვს, ფარავს არა მხოლოდ სრულიად ტანს, არამედ სრულად სახესაც. ამავე ტიპის ტანსაცმელს მიეკუთვნება თავსაფარი ბურკა, რომელიც ქალის სხეულის ზედა ნაწილს სრულიად ფარავს.
ფარანჯას ტარება აკრძალულია სამ ცენტრალურ აფრიკულ ქვეყანაში – ჩადში, გაბონსა და კონგოში (ბრაზავილი). კამერუნმა სამოსის ტარება ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონებში აკრძალა. ჩადში აკრძალვა მას შემდეგ ამოქმედდა, რაც თვითმკვლელმა, რომელსაც ჩადრი ეცვა, ივნისში თავი აიფეთქა და დედაქალაქ ნჯამენში 33 ადამიანი იმსხვერპლა. კამერუნში ორმა ჩადრში გამოწყობილმა ქალმა აიფეთქა თავი საჯარო ადგილას, რასაც 13 ადამიანის სიკვდილი მოჰყვა. სენეგალის მთავრობაც აქტიურად, მუშაობს ფარანჯას აკრძალვაზე. რაც შეეხება ევროპას. 2012 წელს საფრანგეთი გახდა პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც მამაკაცებსა და ქალებს სახის დაფარვა საჯარო ადგილებში აუკრძალა. ფრანგული კანონი ასევე იმ პირის პასუხისმგებლობის საკითს აყენებს, რომლებიც ქალებს აიძულებენ მის ჩაცმას: ისინი დაჯარიმდებიან, ან ერთი წლით თავისუფლება აღეკვეთებათ. 2012 წელს საფრანგეთის მაგალითს ბელგიაც მიჰყვა და ნებისმიერი სამოსი აკრძალა, რომელიც იდენტობის ამოცნობას უშლიდა ხელს. ჰოლანდიაში 2007 წელს სრულად აკრძალეს სკოლებში ფარანჯას ტარება, მოგვიანებით კი ყველა საჯარო თავშეყრის ადგილზეც. ამჟამად დასავლეთ ევროპის მხოლოდ სამ ქვეყანაშია აკრძალული ნიკაბისა და ფარანჯას ტარება, დანარჩენებში რეგიონალური შეზღუდვები მოქმედებს. ბარსელონაში აკრძალულია სახის დაფარვა საჯარო შენობებსა და ბაზარში. დანიაში იგივე აკრძალვა მოქმედებს სასამართლოებში. ფარანჯა აკრძალულია გერმანულ ქალაქ გესენშიც და იტალიის ზოგიერთ ქალაქებში. თურქეთმა თავსაბურავის ტარება 2013 წელს აკრძალა. თუმცა, მმართველი პარტია ირწმუნება, რომ ეს აკრძალვა ქალებს სრულყოფილად არ აძლევს ისლამის თაყვანისცემის საშუალებას. ამავე დროს არიან ქვეყნები სადაც დაუშვეს ნიკაბის ტარება. სირიაში 2011 წლიდან მასწავლებლებს უფლება მიეცათ სახის დამფარავი ნიკაბი ატარონ. ადრე ქვეყნის განათლების სამინისტროს აკრძალული ჰქონდა საგანმანათლებლო სივრცეში მისი ტარება. 2011 წელს ტუნისმაც მოხსნა აკრძალვა.