სერიალები და პროგრამები, რომლებიც ტელევიზიით გადის, არ უნდა შეიცავდეს სცენებსა და სიუჟეტებს, რომლებიც დაკავშირებულია შემთხვევითი და ნებისმიერი ქორწინების გარეშე ურთიერთობებთან, ასევე ერთსქესიან „ურთიერთობებთან“ და მოზარდებს შორის სექსუალურ ურთიერთობებთან – ნათქვამია ჩინეთის სატელევიზიო კომიტეტის მიერ, რომელიც აერთიანებს რადიო, კინო და მაუწყებლობას და ასევე ტელე-დადგმების ინდუსტრიის სატელევიზიო ასოციაციას.
ამ ინსტრუქციის მიხედვით, სატელევიზიო გადაცემებში არ უნდა ფიგურირებდეს „არატრადიციული სქესობრივი ურთიერთობები და სექსუალური ქცევები“. იუწყება ShanghaiDaily.com ასევე იკრძალება ქორწინების გარეშე ურთიერთობების დემონსტრირება. „ოჯახური ფასეულობებისათვის ზიანის მიყენება“ დაუშვებელია. დოკუმენტი მოიცავს ასევე იმ სიუჟეტების აკრძალვასაც რომელიც დაკავშირებულია ჯადოქრობასთან და რეინკარნაციის იდეებთან.
სასტიკი დანაშაულის სცენების ამსახველი კადრების ჩვენება და ასევე სიუჟეტების, რომლებიც აღწერენ დეტალურ კრიმინალურ გამოძიებას, დაუშვებელია როგორც დანაშაულის მაპროვოცირებელი კადრები.
ინსტრუქციის თანახმად ასევე იკრძალება ტელევიზიით ისეთი ქცევითი მოდელების დემონსტრირება, რომლებსაც შეუძლიათ არასრულწლოვნებისათვის ზიანის მიყენება – როგორიცაა „სასიყვარულო“ სცენები მოზარდებს შორის, მოწევა, ალკოჰოლის გამოყენება, ჩხუბი და სხვა…
ეს ინსტრუქცია ვრცელდება ასევე ონლაინ-მაუწყებლობაზეც, რომლიც უფრო მკაცრად გაკონტროლდება 24 საათის განმავლობაში.