You are currently viewing თურქეთი, ჩრდილოეთ კვიპროსში წირვების რაოდენობას ამცირებს

თურქეთი, ჩრდილოეთ კვიპროსში წირვების რაოდენობას ამცირებს

Download article eBook

 

ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თურქეთის მიერ ოკუპირებული ნაწილის ხელისუფლებამ 

ჩრდილოეთ კვიპროსის ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიაში ღმრთისმსახურების ჩატარება წელიწადში ერთხელ იქნება ნებადართული, გარდა  წმ. მოციქული ანდრიას, წმ. მოციქული ბარნაბას და წმ. მამიას მონასტრებისა. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო თურქების მიერ ოკუპირებული კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის „საგარეო საქმეთა სამინისტრომ“. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს გამოცემა Cyprus Mail.

კვიპროსის თურქულ ნაწილში გამოშვებულ გაზეთ Kibrisსთვის მიცემულ ინტერვიუში, „მინისტრმა“ თაჰსინ ერთუგრულოღლუმ განაცხადა, რომ „საკითხი ეხება ცერემონიების შეზღუდვას და არა მათ აკრძალვას“.

ჩრდილოეთ კვიპროსის ეკლესიებს შეეძლებათ ჩაატარონ ერთი ღმრთისმსახურება წელიწადში, შობას, აღდგომას ან  სხვა საეკლესიო დღესასწაულებზე.

„მინისტრის მოადგილის“ მუსტაფა ლაკადამიალის სიტყვებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნა, რათა თავიდან აგვეცილებინა „ამ წესის ექსპლუატაცია“, იმდენად რამდენადაც, კვიპროსის მართლმადიდებლური ერთობების მხრიდან მუდმივად არის მოთხოვნა ჩატარდეს ღმრთისმსახურება საეკლესიო დღესასწაულების დღეებში იმ ეკლესიებში, რომლებიც მდებარეობენ კუნძულის ოკუპირებულ ნაწილზე.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კვიპროსის თურქული ნაწილის პოლიციამ „უნდა მიიღოს ყველანაირი ზომა ყველა რელიგიური ცერემონიის უზრუნველსაყოფად“. ღმრთისმსახურების მკაცრი რეგლამენტაცია მართლმადიდებლურ ეკლესიებში, ამ მხრივ, წარმოდგენილია, როგორც საზომი, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს საეკლესიო მსახურების უსაფრთხოება.

ამასთანავე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც იღვწიან კვიპროსის ორივე ნაწილის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, გააკრიტიკეს კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის ხელისუფლების გადაწყვეტილება. მათ აღნიშნეს, რომ „ეს არის შოვინიზმი… ეს გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმა აღმოჩნდა კონსტრუქციულ დიალოგისა და კვიპროსზე ურთიერთობების აღდგენის პროცესისთვის… რელიგიური ცერემონიები ეხმარებიან ბერძენ და თურქ კვიპროსელებს ძველი მეგობრობის აღდგენაში“ – აღნიშნავენ დიალოგის მონაწილეები. თარგმნა დიმიტრი ხარაშვილმა
წყარო: sedmitza.ru