You are currently viewing „დიდი და წმინდა კრება” – ვარაუდები, გამოწვევები და მოლოდინები

„დიდი და წმინდა კრება” – ვარაუდები, გამოწვევები და მოლოდინები

Download article eBook

  „დიდი და წმინდა კრება” – ვარაუდები, გამოწვევები და მოლოდინები

 
მსოფლიო მათლმადიდებელი  ეკლესიის წარმომადგენლები დიდი და წმინდა კრებისთვის 11247902_776584065790304_7050966269673590446_nემზადებიან. დაგეგმილია დრო, განსაზღვრულია რეგლამენტი. ინტერესი დიდია, მოლოდინები კი არაერთგვაროვანი. საზოგადოების ერთი ნაწილი კრების მწვალებლურ ხასიათზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ მართლმადიდებელ ეკლესიაში დაპირისპირებისა და განხეთქილების გამომწვევი იქნება. მამა მიქაელი (რომელიც საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრია წმინდა და დიდ კრებაზე) ისაუბრებს „დიდი და წმინდა კრების” ირგვლივ გამოთქმულ ვარაუდებზე, კრების მიზნებ
სა და  გამოწვევებზე. 

– მამა მიქაელ, ვიდრე უშუალოდ სრულიად მართლმადიდებელთა დიდ და წმინდა კრებაზე გადავალთ, მოკლედ განგვიმარტეთ რა დანიშნულება აქვს „კრებას“ მართლმადიდებლობაში?

– თავად ტერმინი – ეკლესია, განიმარტება როგორც: კრება, შემოკრება, შეკრება, თავშეყრა, ერთობის მოწოდება და ა.შ.  ამიტომ რამდენადაც კრებითია ეკლესია, იმდენად სრულყოფილადაა წარმოდგენილი მისი სახე.  საეკლესიო კრებები ყოველთვის არეგულირებდა მართლმადიდებლების ერთმანეთთან ურთიერთობას და იმ მნიშვნელოვან საეკლესიო საკითხებს, რომელიც საზოგადოდ მინიშვნელოანი და სასიცოცხლო  იყო თითოეული ეკლესიისათვის. ზოგადად, დიდი საეკლესიო კრების  დანიშნულება არის  დაახლოვოს ეკლესიები ერთმანეთთან და ის პრობლემები, რომელიც  საუკუნეების მანძილზე არსებობდა მათ წიაღში მოწესრიგდეს. ასე, რომ კრება არის ეკლესიის სისავსე, მისი ერთობის მანიფესტი.

ამასთანავე აღსანიშნავია, წმინდა წერილში დადასტურებულია: წინასწარმეტყველთა კრება, სინედრიონის შეკრებები, იოანე ნათლისმცემლისა და მისი მოწაფეების კრება, მაცხოვრისა და მისი მოციქულების და ცალკე მოციქულების კრებები.  აქედან გამომდინარე, უძველეს ეკლესიაში არსებობს და ოდითგანვე მოქმედებდა: მოციქულთა კრება, შემდგომში  ადგილობრივი ეკლესიის კრებები, სამღვდელმთავრო კრებები, სინოდალური სხდომები და მსოფლიო საეკლესიო კრება.
ეს უკანასკნელი საეკლესიო-სახელმწიფო ხასიათისა იყო, რომელსაც  რომის იმპერატორი იწვევდა
, რათა კონკორდატული შეთანხმება დაედო კრებაზე მოწვეული ეპისკოპოსებისთვის და მის საფუძველზე, ის დაპირისპირებები, რომელიც ეკლესიებს შორის არსებობდა  გამოსწორებულიყო, დახვეწილიყო და  სამოციქულო საწყისებს დაბრუნებოდა, შემდეგ კი ერთიანი სახელმწიფოს სამსახურში გაერთიანებულიყო როგორც ერის სულიერი გამაერთიანებელი ზეური  აღმსარებლობითი მრწამსი. რადგან პირველი საეკლესიო კრება რომის იმპერატორმა მოიწვია და მაშინდელი-ოიკუმენიკოს-ცივილური  სამყაროს მსოფლიოს მბრძანებლობას გულისხმობდა, ამ ფორმატში მოწვეულ კრებასაც „მსოფლიო“ კრება (ოიკუმნიკი სვინოდოს) ეწოდა. თუ დავაკვირდებით მართლმადიდებლურ ხატწერას, ადვილად შევძლებთ ამოკითხვას-მსოფლიო საეკლესიო კრებებზე  იმპერატორი, ან საიმპერატორო სახლი,  ხატის ცენტრალური ფიგურაა, როგორც მსოფლიო ანუ ოიკმენიკე კრებითობის მიეზი და განმსაზღვრელი.

– რით განსხვავდება მსოფლიო საეკლესიო კრებისგან  2016 წელის, ივლისში დაგეგმილი კრება. რა არის მისი მიზანი და რატომ  ეწოდა მას „დიდი და წმინდა კრება“?

008

– საერთოდ ტიტულები: მსოფლიო იმპერატორი,  მსოფლიო  კრება, მსოფლიო პაპი, მსოფლიო პატრიარქი, სრულიად საერო საჭიროებით განპირობებული ტიტულებია და არაა საეკლესიო სხეულის  თვისობრიობის სახე. არსებობს ისტორიული წერილი, რომელითაც რომის პაპმა გრიგოლ დიდმა (590-604) თხოვნით მიმართა მაშინდელ კონსტანტინეპოლის პატრიარქ იოანე მმარხველს (+595), რათა უარი ეთქვათ, ქრისტიანული თვალსაზრისით, სრულიად  უგუნურ და მთავარეპისკოპოსისათვის შეუსაბამო წოდებაზე – „მსოფლიო პატრიარქი”,  რადგანაც ის ქრისტიანობის ნადვილ ღირსებას აკნინებდა. აქედან გამომდინარე, განსაზღვრება – მსოფლიო კრება, ისტორიული ფორმაციაა.

2016 წლისათვის დაგეგმილ შეკრებისათვის,  რომ დაერქმიათ მოციქულთა კრება,  ეს იქნებოდა ცრუ კრება, რადგან  მოციქულები გარდაცვლილები არიან და მათი სახელებით სხვას ვერ შევკრებთ. რომ ეწოდებინათ მსოფლიო კრება ესეც მნიშვნელოვანი შეცდომა იქნებოდა, რამეთუ ამისთვის აუცილებელია იმპერატორის სტატუსი, ოიკუმენიკეს პანტოკრატორობა კი დღეს აღარ არსებობს, შედეგად, როდესაც მართლმადიდებლებმა გადაწყვიტეს მოეწვიათ ეკლესიათაშორისი კრება განისაზღვრა, რომ ის კლასიფიცირებულიყო: არა მსოფლიო-საიმპერატორო პრივილეგიის, არა სამოციქულო, არამედ  როგორც სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესიების გაერთიანებული კრება. ჩვენ შეგვიძლია მას ვუწოდოთ და  ვაღიაროთ, როგორც საერთაშორისო ფორმატში მოწვეული „სამართლმადიდებელთაშორისო  დიდი და წმინდა კრება“.

7+2 მსოფლიო საეკლესიო კრებებმა: სამეფო, საიმპერატორო და საერო დონეზე მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების დეკლარაცია მოახდინა. ამ კრებებს უმნიშვნელოვანესი შედეგები ჰქონდა კაცობრიობისათვის. მოხდა მართლმორწმუნეობის დოგმატური აქსიომების გამტკიცება და აღიარება მაშინდელ მსოფლიოში, რომლის მნიშვნელობა დღესაც ფასდაუდებელია მსოფლიოსათვის.   მიუხედავად იმისა, რომ  მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებები იმპერიის საზღვრებში ვრცელდებოდა,  ძირითადად კი იმ ქვეყნებზე, რომელიც მაშინდელ ოიკუმენეში შედიოდა, მას პანკოზმიური წვდომა არ ჰქონდა…

მინდა ითქვას, ისიცაა გასათვალისწინებელი, რომ მსოფლიო კრებები, მკაცრად სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ფოკუსირებული იყო მისთვის მნიშვნელოვან და პირველად საკითხებზე, შიდა საეკლესიო საკითხებს დეტალურად არ ჩაღრმავებია, რაც უფრო ხელმისაწვდომია და შესაძლებელი  სამართლმადიდებელთაშორისო კრებებზე. მაგ. მსოფლიო კრებები უსუსტეს სურათს იძლევა სამონასტრო კულტურაზე და მის ონდოლოგიაზე. ასევე, მსოფლიო  კრებები უმკრთალეს  ცნობებს გვაძლევს საეკლესიო ფილტვებსა და გულისფეთქვაზე – ლიტურგილ წეს-განგებებსა, საღვთისმსახურო ყოველდღიურობაზე, ქრისტიანის ევქოლოგიოურ ცხოვრებაზე   და ა. შ.

prokathimenoiდაგეგმილი დიდი და წმინდა კრება კი უფრო განიხილავს ადმინისტრაციულ, კერძოდ კი კანონიკურ საკითხებს, რომელიც სრულიად მართლმადიდებლურ ჩარჩოებშია და გადაწყვეტილებები დამზღვევი  კონსესუსის პრინციპით მიიღება. არის კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი, ეს არის სრულიად მართლმადიდებლების შეკრება, რაც მსოფლიო კრებებისგან იმითაცაა განსხვავებული, რომ ამ უკანასკნელში, იმპერიაში მცხოვრები სხვა ეკლესისს წარმომადგენლები, მწვალებლები (ერეტიკოსები) და ა. შ მონაწილეობდენ ანუ, ამ კრების მიზანი არაა, ვინმეს დამხობა, ან განკვეთა, არამედ მართლმადიდებლთაშორის სიყვარულისა და ერთობის გამყარება.

– მამა მიქაელ, რატომ გახდა დღეს კრების მოწვევა საჭირო. არსებობს ვარაუდი, თითქოს კრებას მოჰყვება განხეთქილება, დაპირისპირება მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის და რომ ის ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ კანონებს. უნდა ჩატარდეს თუ არა სამართლმადიდებელთაშორისო დიდი და წმინდა კრება?

 ეს კრება კი არ ეწინააღმდეგება მართლამდიდებლობას, არამედ აუცილებლობა მოითხოვს მის ჩატარებას. დღეს  საჭიროა გამოინახოს ჩვენი ერთობის მტკიცე წერტილი, რომლიც  კრების სახით ჯერ არ გვაქვს, გარდა იმ გამონაკლისისა, რომ წირვებზე ვიხსენიებთ ერთმანეთს.ფაქტიურად ეს კრება არის კიდევ ერთი საწყისი კრება, რომელიც დასაბამს დაუდებს  უფრო მჭოდრო ურთიერთობებს მართლამდიდებლურ ეკლესიებს შორის. დღეს ისე გამრვალდა მართლამდიდებლური ეკლესიები, რომ მათი აღიარების სტატუსი უკვე მსჯელობის საგანია.  ათი საუკუნის განმავლობაში უამრავი პოლიტიკური და საეკლესიო ცვლილებები მოხდა. მსოფლიოში სწრაფად მატულობს ქრისტიანების რაოდენობა. იქმნება ახალი ქრისტიანული სახელმწიფოები, ოლქები, გუბერნიები, სათემოები და ა.შ. ამ ყველაფრის სარეგულირებლად  საჭიროა დისკუსიები, ახალი ეკლესიებისათვის გარკვეული სტატუსების განსაზღვრა, როგორც მინიჭება, ისე უგულებელყოფა  და უამრავი სხვა წვრილმანები. ასევე, გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებაც, არის კანონები, რომელიც მსოფლიო კრებებზე გვაქვს მიღებული, მაგრამ ეკლესიაში აღარ ან ვეღარ ვახორციელებთ, რადგან ზოგი მათგანი ადგილობრივმა ეკლესიურმა კრებებმა შეცვალა, რადგან ისინი მიღებული იყო იმპერიასთან მიმართებით. ამდენად, კანონიკური წეს-განგებები ხშირად  იცვლებოდა და კიდევ შეიძლება დაზუსტდეს, ხოლო კონსესუსით განსაღვრულ ფორმატში კი ეს  განხეთქილებას ვერანაირად ვერ გამოიწვევს.  დიდი და წმინდა  კრების ჩატარება,  მართლმადიდებელ ეკლესიას უფრო დიდი პასუხისმგელობის წინ დააყენებს, რაც მხოლოდ დადებითად აისახება მის მომავალ ყოფაზე  და სამისიონერო ცხოვრებაზე.

– მამა მიქაელ, საზოგადოებაში არის გარკვეული შიში, რომ დაგეგმილი დიდი და წმინდა კრება, იგივეა რაც მერვე მსოფლიო კრება, რომელიც როგორც გავრცელებულია ხმა და წინასწარმეტყველებაში  წერიაო, ანტიქრისტეს მოსვლის წინარე კრება იქნება. რამდენად რეალურია ეს შიში? 

– ამ მოსაზრებას ავრცელებს ის, ვინც საერთოდ არ იცის საეკლესიო მნიშვნელობით რას გულისხმობს ცნება „კრება“. ერთ ნაწილს მხოლოდ მსოფლიო კრება ჰგონია ყველაზე წმინდა და კრების უფლებამოსილების მქონე. მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, რომლებიც ამ კრებაზე იკრებებიან არიან ბერები, ეპისკოპოსები, საკმაოდ კარგი ღვთისმეტყველები, ბავშვობიდან ცხოვრობენ ეკლესიურად და  მთელი ცხოვრება მიუძღვნეს ქრისტეს დიდებას და სასუფეველს, ამიტომ არასწორია მხოლოდ ჩვენეული ეჭვების საფუძველზე მათ  განდგომილებად წარმოვაჩენდეთ, ან წინასწარ ყველაზე დიდი საეკლესიო მტრობა-მწვალებლობა დავაბრალოთ, ამ მოფონილზე კი თავს   მათზე უკეთეს და უმართლმადიდებულეს ქრისტიანებად მივიჩნევდეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი განწყობებიც არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს ან გულწრფელდ აყოლილი უცოდინარობის შედეგია, ანდა დაზიანებული ქრისტიანობისაგან გაღიზიანებული წინააღდეგობაა…

ამ აზრის აფსურდულობა მხლოდ იქიდანაც მტკიცდება, რომ არა მარტო  მერვე მსოფლიო  კრება (879-880წ), არამედ მეცხრეც (1341წ) უკვე შემდგარია.

თუ შვიდი მსოფლიო კრების შემდგი კრება, თანაც მსოფლიო კრების სტატუსით, ანტიქრისტეს ნების აღმსრულებელთა კრებაა, მაშინ პატირიარქი ფოტი, გრიგოლ პალამა და ყველა ამ კრებაზე დამსწრე ეპისკოპოსები, რომლებმაც ამ კრებების ოქმს ხელი მოაწერეს, როგორც მერვე და მეცხრე მსოფლიო კრების გადაწყვეტილებებს, მწვალებლებად და ეკლესიის მტრებად უნდა გამოვაცხადოთ და სასწრაფოდ მათი წმინდანობის დეკანონიზაცია უნდა მოვახდინოთ.

რაღათქმაუნდა, გარკვეული მოშიშება და სიფრთხილე აუცილებელია, მაგრამ ზოგიერთის პანიკური შიში, რომელიც ხშირად ახლავს ამ კრების მოლოდინს ეშმაკური უფროა და ჩვენულ წარმოდგენებს განუსჯელად მინებებული, ქრისტიანობის წინააღმდეგ უფრო იქნება მიმართული, რადგან ებრძვის ყველაზე დიდ სიწმინდეს ეკლესიის ერთობას, მის განმტკიცებას და იმ საერთო წერტილს, რომლითაც ჩვენ ერთმანეთთან უნდა ვუახლოვდებოდეთ.

– რა არის კრების მთავარი გამოწვევა და როგორი პოზიცია უნდა ჰქონდეს ქართულ  მართლმადიდებელ  ეკლესიას   საერთაშორისო მართლმადიდებლურ კრებაზე, რათა მისი მთავარი ინტერესები  არ დაზიანდეს?

sedmoy_vselenski_sobor_moscow_XVII– რა თქმა უნდა, თუ ისეც მოხდა და ვინმე რაიმე მწვალებლურს, ქრისტიანულ ეთიკისაგან უცხოს, ან საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოს, მისი მთლიანობის საზიანოს შემოგვთავაზებს, ჩვენ ვერანაირად ვერ გავიზიარებთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქართველები მართლმადიდებლობასა და საქართველოს 20 საუკუნეა ვიცავთ,  მოგვსდევს რა, უფლის წყალობით, ეკლესიის სული და მძლავრი ქრისტიანული სულისკევეთება. საეკლესიო  საკითხებში დაგროვილი გვაქვს უზარმაზარი და მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება,  აქედან გამომდინარე გვაქვს ჩვენი საკლესიო პოზიცია, ამ  საერთო საეკლესიო სერობაზე და ის რაც ჩვენი ეკლესიის აღმშენებლობისთვისა და შენარჩუნებისთვისაა  აუცილებელი. მას ყოველთვის  გავუფრთხილდებით და დავიცავთ.

მთავარი გამოწვევა  ისიცაა, რომ კარებაზე ყველა ეკლესია ჩვენი პრობლემებით მივდივართ. ეს პრობლემები კი განსხვავებულია. დასავლეთის ქვეყნების მართლმადიდებლურ ეკლესიას სხვა ეთიკურ და პოლიტიკურ წინააღმდეგობებში მოუწია ცხოვრება და სხვა პასუხიმგებლობები აქვს.  აღმოსავლეთის მართლმადიდებლურ ეკლესიას შედარებით განსხვავებული გამოცდილება დაუგროვდა, ამიტომ საჭიროა ერთმანეთის ადგილზე დავაყენოთ თავი, რომ  ერთმანეთს ადვილად გავუგოთ. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ კრებასთან მიმართებაში, ყველაზე მტკივნეულად აღქმულია ის შორეული გეგმები,რომელიც კონსტანტინოპოლმა შემოგვთავაზა (თუმცა რაც კონსესუსის გარეშე ვერც განიხილება) შეიქმნას კრებასთან არსებული სადისკუსიო განყოფილებაც, რომელიც განიხილავს არამართლმადიდებლურ ეკლესიებთან ურთიერთობას. მაგ. როგორ შეიძლება დაუბრუნდნენ ისინი სამოციქულო ერთობის წიაღს,  განსახილველია რა სახის სამოციქულო და სამისიონერო ურთიერთობა უნდა გვქონდეს მათთან და ა.შ. ერთი ნაწილი ქრისტიანებისა პესიმისტურადაა განწყობილი და მხლოდ თავდაცვის რეჟიმს ამართლებს, შიშობს რა, რომ ამ ურთიერთობას სასურველი სამოციქულო დასასრული არ ექნება და მაინცდამაინც ჩვენ  წავალთ მწვალებლებთან კომპრომისებზე. ოპტიმისტები კი სახარების იმ ნაწილს მიუთითებენ, სადაც ეკლესიას მუდმივად ყავდა ისეთი ადამიანები, რომლებიც კეთილ მარცვალს ყოველთვის თესავდა, მისი გამრავლების ძალაც ჰქონდა მიცემული და პასუხისმგებლობაც აცნობიერებდნენ  (ლუკა19:22). თვალსაჩინოებისათვის და გასანაალიზებლად  მინდა შემოგთავაზოთ, ძალიან  საინტერესო, მაცხოვრ-შემოქმედის მთავარი სიტყვა, რომელიც მან ეკლესიის დაფუძნებისათვის თქვა, რომ ის დაამყარებდა  ეკლესიას ცოცხალ კლდეზე და რომ ჯოჯოხეთის კარიბჭის რჩეული ძალებიც ვერასოდეს მოერევა მას;  ეს სიტყვა სხვადასხვაგვარად, შეძლებისაებრაა აღქმული და დანახული, ერთნი კარიბჭის შიგნით მოიაზრებენ თავს და მუდმივად თავდაცვის რეჟიმში არიან, იმ იმედით, რომ ქალაქის ბჭეზე მომდგარი უბოროტესი ძალებიც ვერ მოერევიან მას, თუმცა, სინამდვილეში კი ეს იგავური გამოთქმა ორ  აზროვანია და ყოვლისშემძლე უფლის სიკვდილზე და ბოროტებაზე გამარჯვების ძალაუფლებითაა ნათქვამი.

რადგან ამ იგავში სიკეთისა და ბოროტების ქალაქ სიმბოლოებია მოცემული, სადაც  კლდე აუღებლობის და ერთი ქალაქის ურყეობის სახე-ხატია, ხოლო „ბჭენი ჯოჯოხეთისანი“ მეორე ქალაქის კარებთან მდგარ მძლავრ თავდაცვას გულისხმობს,  რომეთუ მაცხოვარმა იქით შელეწა ჯოჯოხეთის ბჭეები და ბოროტების მთავარი ქალაქის კედლის ბჭის შიგნით მდგარი ყველაზე ძლიერი და უბოროტესი ძალები და მათი დედაქალაქი დამარცხებისათვის გაწირა, რომლებიც ვეღარასოდეს დაძლევენ, ვეღარაძალით შემოუბრუნდებიან კაცობრიობას და ვეღარანაირად დაამარცხებენენ ქრისტეს სამოციქულო ეკლესიის შეტევას, რომელიც არა მარტო ძლიერად იცავს თავს, არამედ პირიქითაა – გაღმაცაა შეჭრილი, რადგან მან იქ მყოფი დატყვევბული ადამიანები და  სულები უნდა გამოიტაცოს და გამოიხსნას ბოროტების მეუფებიდან, როგორც დაწერილია:  „დაინთქა სიკუდილი ძლევითა!სადა არს სიკვდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?! ხოლო ღმერთსა მადლობაი, რომელმან მომცა ჩუენ ძლევაჲ ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩუენისა“ (1კორინთელთა, 15,54-57). მღვდელმონაზონი მიქაელ ბრეგვაძე
წყარო: ttimes.ge