ფილმი უშგულში მცხოვრები პატარა გოგონას, დინოლას ისტორიას მოგვითხრობს. ფილმი ასახავს სვანეთის წარსულს, ტრადიციებსა და არსებულ რეალობას.
რეჟისორი მარიამ ხაჭვანი: “უწინ სვანეთში, ქალი როცა დაქვრივდებოდა, ხელმეორედ ათხოვებდნენ. შვილს ტოვებდა გარდაცვლილი ქმრის ოჯახში, ანუ მისი თან წაყვანის უფლება არ ჰქონდა. ბებიაჩემი ხუთი წლის იყო, როცა მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდა. დილით რომ გაიღვიძა და დედა საწოლში არ დახვდა, ფეხშიშველი გავარდა გარეთ მის საძებნელად. ბებიამ ეს ამბავი რომ მიამბო, ჩემთვის შოკი იყო. სვანეთში რომ გავიკითხე, ასე იძულებით ბევრ დედას დაუტოვებია თავისი შვილი. მოგვიანებით გადავწყვიტე, ამ თემაზე ფილმი გამეკეთებინა.”
სცენარის ავტორი და რეჟისორი: მარიამ ხაჭვანი
ოპერატორი: კონსტანტინე (მინდია) ესაძე
პროდიუსერი: ვლადიმერ კაჭარავა, მამუკა ჩიხრაძე
მსახიობები: ნუცი ხაფთანი, ქეთი ლორთქიფანიძე, ვახტანგ ჩაჩანიძე, დათუნა გულედანი
წარმოება: სტუდია „აბეკა”; 20 STEPS PRODUCTIONS