„კვლევა აჩვენებს რომ პროფესიონალები ჯანდაცვის სფეროდან ევროკავშირის წევრ მთელ რიგ ქვეყანებში ისევ მიიჩნევენ, რომ ლგბტ პირებს აქვთ პათოლოგიური დაავადება, ისინი მიიჩნევენ რომ ჰომოსექსუალობა დაავადება, ხოლო ტრანსექსუალიზმი მენტალური აშლილობა“. – აცხადებს ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტოს დირექტორი, მაიკლ ო’ფლაჰერტი.
მისი თქმით, ბულგარეთი, უნგრეთი, იტალია, ლატვია, პოლონეთი და სლოვაკეთი ის ქვეყნებია სადაც ეს “მცდარი” შეხედულება ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული.
ეს უარყოფითი შეხედულება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების მიმართ საზოგადოებაში და პროფესიულ ჯგუფებში, როგორებიც არიან ექიმები და პოლიტიკოსები „ხელს უშლის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად გაწეულ ძალისხმევას და დანაშაულთან ბრძოლას, რომელიც განპირობებულია ცრუ შეხედულებებით“, – ამტკიცებს კვლევა.
„ზოგიერთ ექიმს კვლავ არასწორად მიაჩნია, რომ ჰომოსექსუალობა დაავადებაა, – აცხადებს ო’ფლაჰერტი – მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ამ ქვეყანაში, მათ შორის ესპანეთში, იტალიაში, დანიასა და უნგრეთში ექიმებს საკმარისი ცოდნა აქვთ ლგბტ პირების უფლებებზე, ბევრი მათგანი ლგბტ პირებს მკურნალობენ ისევე, როგორც სხვა დაავადებების მქონე ადამიანებს”.
მოხსენებითი ანგარიში აღიარებს ევროკავშირის რამდენიმე ინიციატივის დადებით გავლენას მაგრამ ხაზს უსვამს უფრო დიდი პროფესიონალური ტრეინინგის აუცილებლობას საჯარო მოხელეებში, ლგბტ პირების საჭიროებების მიმართ გასააქტიურებლად.
ევროპის საბჭოს 2010(5) რეკომენდაციის მიხედვით, წევრმა ქვეყნებმა ჰომოსექსუალობა დაავადებათა ჩამონათვალიდან უნდა ამოიღონ, თუმცა ამ რეკომენდაციას, ევროპის ქვეყნების უმეტესობა არ ითვალისწინებს.