You are currently viewing იტალიაში მრავალათასიანი აქცია გაიმართა ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონების წინააღმდეგ

იტალიაში მრავალათასიანი აქცია გაიმართა ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონების წინააღმდეგ

Download article eBook
  
იტალიაში მრავალათასიანი აქცია გაიმართა ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო პარტნიორობის დაკანონების წინააღმდეგ
 ოთხშაბათს, 13 მაისს იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ  მიიღო  კანონი ერთნაირსქესიან წყვილთა სამოქალაქო პარნიორობის შესახებ, რამაც მასიური საპროტესტო აქციები გამოიწვია.  აქცია გაიმართა ქვეყნის კათოლიკური და ტრადიციული ოჯახის დამცველ ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით.

ამ კანონის მიღებას მხარი დაუჭირა 372-მა დეპუტატმა, 51 წინააღმდეგი იყო, 99-მა კი კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.
 „ამ კანონის აღიარებით მოხდა დემოკრატიის დასამარება“, – განაცხადა ტრადიციული ოჯახის უფლებების დამცველმა, იტალიაში „ოჯახის დღის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მასსიმო განდოლფინიმ. კანონპროექტი გეი წყვილებს უფლებას აძლევს გაიზიარონ გვარი, განკარგონ პარტნიორის პენსია გარდაცვალების შემთხვევაში და ასევე, ერთმანეთის ქონება ზუსტად ისე, როგორც ეს ყველა სხვა დაქორწინებულ წყვილს შორის ხდება. დაუქორწინებელმა გეი წყვილებმა მიიღეს უფლება, რომ ავად გახდომის, სიკვდილის, ან დაპატიმრების შემთხვევაში, ერთმანეთისთვის ყველაზე ახლობელ პირებად იქნებიან მიჩნეული. შვილად აყვანის საკითხი ყველაზე სადაო იყო კანონპროექტში. მრავალთვიანი განხილვის შემდეგ ეს საკითხი ამოიღეს კანონპროექტიდან. მთელმა რიგმა ორგანიზაციებმა ეს კანონი ჩათვალეს არაკონსტიტუციურად და მოითხოვეს ამ კანონის გადახედვა. „ჩვენ მივმართეთ ქვეყნის პრეზიდენტს, რომ დეპუტატთაგან მოითხოვოს უფრო გულდასმით განიხილონ ეს დოკუმენტი, რადგან გვაქვს ეჭვი რომ ეს კანონი შევა კონსტიტუციაშიც“ – განაცხადა ოჯახური ორგანიზაციების ფორუმის პრეზიდენტმა ჯანლუიჯი დე პაოლომ. კონსტიტუციაში ამ კანონის შეტანის წინააღმდეგ გამოვიდა კათოლიკურ ეკლესიასთან არსებული, ბავშვთა დაცვის ორგანიზაცია – „დავიცვათ ჩვენი ბავშვები“.  იტალიელი კათოლიკე ექიმების ასოციაციის თავმჯდომარე ფილიპო მარია ბოშია თვლის, რომ არ შეიძლება გაუტოლო ტრადიციული ოჯახური წყვილები სხვა თანაცხოვრების ფორმებს.  „ოჯახებისთვის სილის გაწვნა“ უწოდეს ასოციაცია „Agesc“ -ში, რომელიც აერთიანებს იმ ბავშვთა მშობლებს, რომლებიც სწავლობენ კათოლიკურ სკოლებში. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, ცნობილი გახდა რომ, კანონის მიღებისთანავე  რამოდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეგროვდეს ხელმოწერები და საკითხი რეფერენდუმის გზით გადაწყდეს. თავის მხრივ ლგბტ აქტივისტები მიიჩნევენ, რომ ცვლილება მეტისმეტად „მოკრძალებულია“ და აცხადებენ, რომ „ეს მხოლოდ დასაწყისია“. გასულ წელს, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ იტალია გააკრიტიკა, რადგან ქვეყანას ურთიერთობაში მყოფი ერთი და იმავე სქესის ადამიანების უფლებების დამცავი მექანიზმი არ გააჩნდა. შეგახსენებთ რომ იტალია დასავლეთ ევროპის ბოლო ქვეყანაა, რომელმაც ერთნაირსქესიან წყვილთა კავშირი იურიდიულად აღიარა.
წყარო: foma.ru