You are currently viewing კალინინგრადში პროტესტანტმა პასტორმა მართლმადიდებლობა მიიღო

კალინინგრადში პროტესტანტმა პასტორმა მართლმადიდებლობა მიიღო

Download article eBook

   კალინინგრადში პროტესტანტმა პასტორმა მართლმადიდებლობა მიიღო
ეს არის არა „დეზერტირობა“, არამედ მსოფლმხედველობის ევოლუცია 

მცირე პროტესტანტული ერთობის პასტორმა ნიკიტა ერემეევმა მართლმადიდებლობა მიიღო.

K0MWQkzPqSM„ჩემი დაბრუნება პროტესტანტიზმიდან მართლმადიდებლობაში არ არის „დეზერტირობა“ მტრის ჯარიდან, არამედ ერთგვარი შედეგი მსოფლმხედველობის ევოლუციისა. პროტესტანტიზმში გავეცანი ქრისტეს სახარებისეულ ისტორიას. მართლმადიდებლობაში კი – ქრისტეს მცხოვრებს აწმყოში, ეკლესიის სხეულებრივ საიდუმლოებებში. პროტესტანტიზმში მისვლას მე შევადარებდი ეგვიპტიდან (ცოდვილი სამყაროდან) სინას უდაბნოში გაქცევას, ხოლო მართლმადიდებლობაში მოსვლას კი – იორდანეს გადალახვით აღთქმული მიწის დაპყრობის დასაწყისს. ამ პროცესს ქრისტიანი მამები ასე აღწერენ: ეს არის შეტაკება და სიკვდილი, ბრძოლა წმინდა მიწისთვის და სიცოცხლისთვის ქრისტესთან ცათა სასუფეველში. “, – განაცხადა ნიკიტა ერემეევმა.

თავის მხრივ, კალინინგრადის ეპარქიის მისიონერული განყოფილების უფროსმა, მღვდელმა ალექსანდრე პერმიაკოვმა აღნიშნა, რომ პროტესტანტებს აქვთ ძლიერი ინტერესი მართლმადიდებლობისადმი, მაგრამ მათი ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება ჩვენი, მართლმადიდებლების არასახარებისეული ცხოვრებაა.


„პროტესტანტებს აქვთ ძლიერი ინტერესი მართლმადიდებლობისადმი, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ერთია როგორ მართლმადიდებლობას ეცნობიან ისინი წიგნებში და მეორეა ის, თუ როგორს ხედავენ ისინი ცხოვრებაში. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არიან ეს გულწრფელი ადამიანები აქამდე ჩვენთან“, – განაცხადა მამა ალექსანდრე პერმიაკოვმა. მოამზადა: მაია ნარიმანიძემ
წყარო: kdeparh.ru