„კენოზისის“ ორგანიზებითა და დაიწყო „საჯარო შეხვედრები მოძღვრებთან საპატიმროებში “.
შეხვედრების მიზანია, პატიმრებისთვის ქრისტიანული სწავლების უკეთ გაცნობა, თეოლოგიურ საკითხებში ღრმად განსწავლული სასულიერო პირების მიერ.
შეხვედრები დაიწყო ოქტომბრის თვიდან, სამ
საპატიმროში (რუსთავის მე_17, ქსნის მე_15 და ორთაჭალის მე_12).
რასაც, უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა პატიმრების მხრიდან, თითოუელ შეხვედრას ესწრება არანაკლებ 80 – 100 კაცისა. შეხვედრები ტარდება ლექციის და კითხვა-პასუხის ფორმატში. პირველ ნახევარში მოძღვარი საუბრობს, წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ, ხოლო მეორე ნახევარი კი – კითხვა-პასუხის რეჟიმში, სადაც პატიმრებს საშუალება აქვთ დასვან კითხვები, არა მხოლოდ ლექციის თემიდან გამომდინარე, არამედ, ნებისმიერი, მათთვის საინტერესო თემის ირგვლივ.
ასევე შეგვაქვს საინტერესო და შემეცნებითი ტიპის სტატიები, რომელსაც ვურიგებთ პატიმრებს.
ამ ყველაფერს დაემატა მათი რესოციალიზაცია მთარგმნელობის კუთხით. პირველი შესვლისას, გამოირკვა, რომ ზოგიერთ პატიმარს შეუძლია უცხო ენებიდან თარგმნა. შევიტანეთ სათარგმნი მასალები (საღვთისმეტყველო ლიტერატურა), ლექსიკონები და ჩვენდა სასიხარულოდ ბერვს ამის ნიჭი მართლაც აღმოაჩნდა. ეს ბევრი კუთხითაა აღსანიშნი, მაგრამ უმთავრესი მათი რესოციალიზაცისკენ გადადგმული ნაბიჯია.
მათ ნათარგმნ სტატიებს განვათავსებთ ჩვენს საიტზე.
შეხვედრები ტარდება ყოველთვიურად თითოეულ საპატიმროში.
ამ პროექტის ფარგლებში გვინდა მოვიცვათ საქართველოში არსებული რვავე საპყრობილე: „რუსთავის მეთექვსმეტე , მეჩვიდმეტე , მეექვსე, მეხუთე (ქალთა), ქსნის მეთხუთმეტე, ავჭალის მეთერთმეტე (არასრულწლოვნები), ორთაჭალი მეთორმეტე და ქუთაისის საპატიმრო (გეგუთი)“.
შეხვედრები ტარდება პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოსა და საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით.
P.s. ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი კეთდება დაფინანსების გარეშე, ჩვენი (ორგანიზაციის წევრების) ხარჯით. თუ ვინმეს გაქვთ სურვილი და შესაძლებლობაც, რომ ეს შეხვედრებმა მიიღოს ის მაშტაბები რასაც ვგეგმავთ, შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ საქმეში.
ჩვენი რეკვიზიტებია: GE76TB7539036080100003