You are currently viewing კონსტანტინეპოლის ეკლესიის ეპისკოპოსს მართლმადიდებელი ეკლესია არ მიაჩნია „ერთადერთად“

კონსტანტინეპოლის ეკლესიის ეპისკოპოსს მართლმადიდებელი ეკლესია არ მიაჩნია „ერთადერთად“

Download article eBook

 

კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს წარმომადგენელი, ავიდის ეპისკოპოსი კირილე (კატერელოსი) დარწმუნებულია, რომ „მართლმადიდებელი ეკლესია არ არის „სარწმუნოების სიმბოლოში მოხსენიებული ერთი ეკლესია“. აღნიშნულ ინფორმაციას  ბერძნული რელიგიურის სიახლეების ვებგვრედი Romfea.gr ავრცელებს. ეპისკოპოსი კირილე მიიჩნევს, რომ მიუხედავად აღიარებისა „ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია“, მართლმადიდებელ წმინდა მამებისეულ მემკვიდრეობაში არ გვხვდება მტკიცებულება იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის სარწმუნოების სიმბოლოს ერთადერთი ეკლესია. ავიდის ეპისკოპოსის აზრით, ვინც მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიას თვლის „ერთ ეკლესიად“ ის ცთომილებაში იმყოფება. წმიდა მამებისეული და კანონიკური გადმოცემები თანხმდებიან, რომ სარწმუნოების სიმბოლოს „ერთ ეკლესიაში“ სხვაგვარად მადიდებელი (ჰეტეროდოქსული) ეკლესიებიც შედიან, განაცხადა კონსტანტინეპოლის ეკლესიის მღვდელმთვარმა.

 ეპისკოპოსი კირილეს (კატერელოსი) წერილი ვრცლად, ბერძნულ ენაზე.

P.s. კონკრეტული ეპიკოპოსის აზრი შესაძლოა არ წარმოადგენდეს თავად იმ ეკლესიის პოზიციას, რომლის იურისდიქციაშიც იმყოფება მღვდელთმავარი.
ამასთან, დოკუმეტში – „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი“, ვკითხულობთ: „მართლმადიდებელ ეკლესია.. არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია…“.

თარგმნა ვლადიმერ ჩხიკვაძემ
ბერძნულად – romfea.gr
ინგლისურად – pravoslavie.ru
რუსულად – uoj.org.ua