საფრანგეთში, ქალაქ მარსელის ცენტრში მუსლიმურმა თემმა 400 000 ევროდ იყიდა სინაგოგა.
შენობის ყიდვის სურვილი ისლამის მიმდევრებს აღუძრა იმ გარემოებამ, რომ ამავე ქუჩაზე არსებული მეჩეთი ხშირად ვერ იტევს მლოცველებს.
ებრაული დიასპორის წევრებმა რამოდენიმე წლის წინ დატოვეს ქალაქის ცენტრი და გადასახლდნენ ქალაქის პერიფერიაზე. ამის შემდეგ სინაგოგა უმოქმედოდ იყო მიტოვებული.
ქალაქ მარსელის 2 მილიონამდე მოსახლეობას შორის მუსლიმთა რაოდენობა 220 000 -მდეა. ებრაული დიასპორა კი – 70 000 წევრს ითვლის, რომელიც ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი არა მარტო საფრანგეთში, არამედ მთელს ევროპაში.
პროექტი შეფასებულია 23 მილიონ ევროდ. მისი აშენების შემთხვევაში აღნიშნული მეჩეთი გახდება ყველაზე დიდი მეჩეთი ქვეყანაში. საფრანგეთში სულ დაახლოებით 2500 მეჩეთია აღრიცხული და 300 კიდევ შენდება.
მოამზადა ნანა ასათიანმა
წყარო: bbc.com
წყარო: bbc.com