მეცნიერებმა მიაკვლიეს უძველეს ილუსტრირებულ სახარებას აბბა გარიმას მონასტერში, რომელიც ეთიოპიაში მდებარეობს. გარიმას სახარებები, ასე დაარქვეს აღმოჩენას, რომელიც ოდესღაც კონსტანტინოპოლიდან ქალაქ ადუაში ჩამოიტანა ბერმა გარიმამ, რომელმაც ეს მონასტერი დააარსა.
საღებავებმა შეინარჩუნეს სიმკვეთრე, რადგან წიგნი თითქმის მუდმივად იმყოფებოდა სიბნელეში. კონსერვაციას ხელი შეუწყო მონასტრის მშრალმა ჰაერმაც. ორტომეული შეიცავს ახალი აღთქმის წმინდა ოთხთავს, რომელიც დაწერილია თხის ტყავზე ეთიოპიურ ენაზე (Ge´ez). მეცნიერებმა ამ წიგნის შესახებ პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში შეიტყვეს, მონასტრის ერთ-ერთი მომლოცველისაგან. გარიმას სახარებები ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთი უძველსი და ყველაზე ძვირფასი საგანძურია. აქამდე მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ 25 სანტიმენტრიანი სისქის ორტომეული, რომელიც დაწერილი იყო თხის ტყავზე დათრიღებული იყო მე-11 საუკუნით.
თუმცაღა თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით მკვლევართა ამჟამინდელმა ჯგუფმა რადიოკარბონული ანალიზით დაადგინა, რომ წიგნის შექმნის დრო უნდა იყოს დაახლოებით ჩვ.წ.აღ_ით 330-650 წლებს შორის. იმის გათვალისწინებით, რომ აბბა გარიმა აფრიკაში 494 წელს ჩამოვიდა, სავსებით შესაძლებელია, რომ როგორც მინიმუმ მას პირველი ტომი უკვე ხელში სჭეროდა.
ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ გარიმას სახარებები – ყველაზე ძველი წიგნია ორიგინალური გარეკანით. გეგმავენ, რომ ფოლიანტი განათავსონ აბბა გარიმას მონასტერთან არსებულ მუზეუმში, რათა ყველა მსურველს მისი ხილვის საშუალება მიეცეს.