You are currently viewing მეუფე ისაია ოკუპირებული ტერიტორიიდან დაბრუნდა

მეუფე ისაია ოკუპირებული ტერიტორიიდან დაბრუნდა

Download article eBook

 …2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შიდა ქართლის დიდი ნაწილი ხელოვნური მავთულხლართებითაა გამოყოფილი დანარჩენი საქართველოდან, ომმა ყველაზე მეტად ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქია დააზარალა… აი როგორ იხსენებდა ომის დღეებს ეპარქიის მმართველი მეუფე ისაია: „აქ დარჩენილმა ქართულმა მოსახლეობამ სხვადასხვა სახის განსაცდელი გამოიარა. განსაცდელის პირველი ტალღა იყო, როცა ბრძოლები ჯერ კიდევ ჩვენგან მოშორებით მიმდინარეობდა, როცა გიშენდნენ ქვემეხებიდან, რაც ფსიქოლოგიურად მძიმე იყო… მერე განსაცდელის ახალი ტალღა მოიწია, გამოჩდნენ ბომბდამშენები, რომელთა ჭურვები აზანზარებდა აქაურობას, ეს შემზარავი სანახაობა იყო… ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით, წირვის შემდეგ ყველანი ერთად სატრაპეზოში ვისხედით, ჩვენი სატრაპეზო ერთსართულიანი ნაგებობა იყო, მის გვერდით სენაკები გვქონდა. მარტო ამ ადგილას 12 ჭურვია ჩამოგდებული, სამონასტრო ნაგებობა მთლიანად დაიწვა”.

ამ ყველაფრის მიუხედავად მღდელმთავარს ერთი დღითაც არ დაუტოვებია ეპარქია და თავის მრევლთან ერთად იცავდა იქაურობას, უფრო მეტიც იგი უშიშრად გადადიოდა ოკუპირებულ ახალგორის რაიონში და იქ დარჩენილ ქართულ მოსახლეობას, ქართულ მონასტერს სულიერად აძლიერებდა…

2014 წლის აპრილში მეუფეს გამოუცხადეს, თუ ახალგორიდან გავიდოდა, იქ აღარსოდეს არ შეუშვებდნენ, მეუფე ისაიამ მიიღო გადაწყეტილება დარჩენილიყო ახალგორის მონასტერში.

2 წელზე მეტი გავიდა… მეუფე ისაია 25 ნოემბერს გამოვიდა ახალგორიდან, საოკუპაციო ხელისუფლებამ მისცა საბუთი, რომლის თანახმადაც მას, როგორც მღვდელმთავარს ნებისმიერ დროს შეუძლია ახალგორში შესვლა…

პროფესორი სერგო ვარდოსანიძე
წყარო