ჩვენ ვცხოვრობთ სიმშვიდისა და თავისუფლების პირობებში და ეს საშიშია ჩვენთვის. ჩვენს ირგვლივ – საუნჯეა წმიდა მართლმადიდებლობისა, მხსნელი საუნჯე, როგორიც სხვაგან არსად არ არის, და მიხედავად ამისა, ჩვენ სრული კმაყოფილების გრძნობით ვრჩებით აბსოლიტურად უნაყოფონი. თუ გვხვდება დაბრკოლება ჩვენი მართლმადიდებლობის გზაზე, უნდა გვახსოვდეს, რომ «წინ ბრძოლაა, და ამასთან ერთად-იმედი, რომ ჩვენ არ გავქრებით, არ დავიღუპებით».
ჩვენ ხშირად ვვარდებით დამახასიათებელ გაურკვევლობაში. გვგონია, რომ სადმე გამგზავრება, მდგომარეობის შეცვლა ჩვენს ირგვლივ ყველაფერს მოაწესრიგებს, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ყველაფერი უნდა დავიწყოთ აქ და ახლავე, ჩვენი თავიდან. რაც უფრო რთულია ეს, მით უკეთესია – « სირთულეების გადალახვა, ბრძოლა რწმენისათვის » – სწორედ ეს გვაკლია ყველაზე მეტად. აქ, დასავლეთში, ჩვენ ვართ, მირაჟულ, ზღაპრულ ქვეყანაში, მაგრამ ადრე თუ გვიან – უფრო კი ადრე, ვიდრე გვიან, – ზღაპარი დამთავრდება.
ამისათვის კი უნდა მოვემზადოთ – კონსერვები კი არ უნდა მოვიმარაგოთ, როგორც ამას ჩვენი ზოგიერთი თანამოქალაქე გააკეთებდა, არამედ სერიოზულად, მომხდარის მთელით მართლმადიდებლური გაგებით. როდესმე თუ მოგსვლიათ თავში, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებით საკონცენტრაციო ბანაკში, მარტო, კარცერში? თქვენ თავისუფლად შეიძლება გაგიჟდეთ, თუ თქვენი გონება არ არის მზად ასეთი განსაცდელისთვის, თუ არ არის სწორად გავარჯიშებული. რითია თქვენი გონება, თქვენი არსება განმსჭვალული? თუ იქ მხოლოდ მიწიერი და ყოფითი საგნებია, თუ თქვენი ცხოვრება დღითიდღე მიექანება ქრისტეს, ეკლესიის გარეშე და მართლმადიდებლური არსის გარეშე, ერთხელაც თქვენ მოხვდებით მარტო საკანში – და რას იზავთ იქ? რით დაკავდებით? იქ ხომ არ გექნებათ, თქვენში არსებული ყოფითი საგნებისადმი მიჯაჭვულობის რეალიზების საშუალება, არსად გაქვთ წასასვლელი – მხოლოდ შიშველი კედლები – თქვენ ამას ვერ გაუძლებთ.
ამის შესახებ არის ძალიან საინტერესო ქადაგება რიჩარდ ბურმბრანდისა, რუმინეთის პროტესტანტი პასტორისა: ,,როცა ჩვენ არ გვაქვს არანაირი წიგნი, არ გაგვაჩნია არავითარი წყარო ინფორმაციისა, ჩვენ იძულებულნი ვართ დავეყრდნოთ მხოლოდ ჩვენს შინაგან „გონებრივ ავლადიდებას“. პასტორი ბურმბრანდი ამბობს, რომ ფრაგმენტი ბიბლიიდან, რომლებიც მან ზეპირად იცოდა ძალიან დაეხმარა ციხეში; მცირე დახმარება იყო ქრისტიანული ჭეშმარიტების ფორმალური ცოდნისგან. მაგრამ თუ ჩვენს სულშია, ჩვენს გულშია ქრისტე, ჩვენ მივაგნებთ გასაკეთებელს. შეიძლება არ გვახსოვდეს მთლიანად მთლიანად წმ. წერილი, მაგრამ ჩვენს არსებაში თუ გვყავს ქრისტე – გადავრჩებით. რაც უფრო მეტია რიცხვი იმ ადამიანებისა, რომელთათვისაც ვლოცულობთ, მით მეტი იქნება დახმარება, როცა თქვენ განსაცდელში აღმოჩნდებით, მით მეტი მეგობარი გეყოლებათ მარტოხელას საკანში.
ყოველი ქრისტიანი ღმერთისაგან იღებს საჩუქარს – ტალანტს, რომელზეც შემდეგ ღვთის წინაშე პასუხისმგებელია. ჩვენთვის თავისუფალ სამყაროში ეს საჩუქარია – თვით თავისუფლება; ის მოგვეცა ჩვენ სარწმუნოების აღიარებისათვის და მასში ჩაღრმავებისათვის, რადგან ის ადვილად მისაწვდომია და ის წყაროა მართლმადიდებლური სიუხვისა. ამასთან, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რათა ჩვენი მართლმადიდებლური რწმენა იყოს ჭეშმარიტად ქრისტიანული, როგორც ეს განსაზღვრა მისმა უწმინდესობამ ტიხონ ზადონელმა: „მართლმადიდებლობა სარწმუნოებაა გულისა და არა მხოლოდ გონებისა. ასეთი რწმენისათვის საჭიროა დრო, საჭიროა წვალება, მოთმინება, სულიერი გამოცდილება, მაგრამ ყველაზე მეტად საჭიროა ჩვენი საკუთარი გადაწყვეტილება“.
რაღაც დონეზე გზა ყველასათვის ცნობილია, ვინც არ განეშორება ეკლესიას და მის სწავლებას – « იარე მსახურებებზე, შეინახე რწმენა, ეზიარე წმიდა ძღვენს, იკითხე მართლმადიდებლური წიგნები ». მაგრამ, არის შემთხვევები, როცა ადამიანები აკეთებენ ამას თითქმის მექანიკურად, არ უღრმავდებიან მართლმადიდებლობას.
ეკლესიაში სიარული და მართლმადიდებლობის გარეგნული ფორმის შენარჩუნება – ეს ცოტაა, უფრო ნათლად უნდა ჩავაბაროთ ჩვენს თავს ანგარიში რაც არ უნდა გავაკეთოთ. თუ თქვენ გაესაუბრით სხვადასხვა სარწმუნოების აღმსარებლებს, რომელთაც სერიოზულად უნდათ, რომ გაიგონ მართლმადიდებლური რწმენისა და ჩვეულებების შესახებ, მათ კითხვებზე პასუხის გაცემისას, თქვენ როგორც მართლმადიდებლებს გევალებათ და უნდა შეგეძლოთ კიდეც მსუბუქად გაუხსნათ მათ მართლმადიდებლობის სიღრმე და ამით არსებითად იხსნათ მათი სულები. განსაკუთრებით ჩვენს დღევანდელობაში, როცა ჩვენს ირგვლივ ამდენია ისეთი, რომელმაც არ იცის ჭეშმარიტება, მაგრამ მუდმივად ეძებს მას, არ შეიძლება დავუშვათ, რომ ყველაფერი ეს ხდებოდეს უბრალოდ ჩვევის დონეზე. როგორც პეტრე მოციქულმა ბრძანა, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რისი გვწამს და რა არის ჩვენი ქმედებების არსი და მიზანი. დასვით კითხვები, იკითხეთ, გაერკვიეთ საეკლესიო მსახურებაში და გაიღრმავეთ თქვენი ცოდნა.
არ არის საკმარისი შევისწავლოთ მართლმადიდებლობა – აუცილებელია ამით საზრდოობა. სერაფიმე გვასწავლიდა, რომ ქრისტიანი «მთლიანად უნდა ჩაიძიროს უფლის კანონებში», ეს ითხოვს ჩვენგან გაცილებით მეტს, ვიდრე ზოგიერთები ფიქრობენ. მაგრამ არ შეიძლება ყველაფერი ერთად. თუ თქვენ დადიხართ ეკლესიაში კვირაობით, დაიწყეთ დასწრება შაბათობითაც და დღესასწაულებზე; თუ თქვენ დაიცავთ დიდ მარხვას – შეეცადეთ მოხვიდეთ მნიშვნელოვან და დიდებულ მსახურებაზე – «პირველშეწირულის ლიტურგიაზე».
და კიდევ აუცილებელი და საჭიროა «კითხვა». წმ.იოანე ოქროპირი ამბობდა, რომ სასულიერო წიგნების კითხვის გარეშე შეუძლებელია გადარჩენა. რატომაა ასე? საქმე ისევ სამყაროს უდიდეს ზეგავლენაშია, რომელსაც დღითი-დღე განვიცდით, ჩვენ გარდაუვალად მივეცემით მას, თუ არ შევეწინააღმდეგებით შეგნებულად – შევავსოთ ჩვენი გონება და გული ქრისტიანობით. ამისთვის არსებობს ბევრი წიგნი. უპირველეს ყოვლისა, წმიდა წერილი და მისი განმარტებები, შემდეგ, წმინდანთა და თანამედროვე მოღვაწეთა ცხოვრება – წმიდა იოანე კრონშტადელისა – «ჩემი ცხოვრება ქრისტეშია», წმ.ნიკოდიმოს მთაწმინდელის – «უხილავი ბრძოლა», წმ.თეოფანე დაყუდებულის ნარკვევები, ამბა დოროთეს – «სულის სასარგებლო სწავლანი», მაკარი დიდის – «სულიერი საუბრები» და სხვა… ყველა ეს წიგნები გასაოცარ სიცხადეს შეიტანს თქვენს სულში. ვისაც აქვს თუნდაც ნაპერწკალი ცოცხალი რწმენისა, ისინი უღებენ კარებს უხილავი სამყაროს ახალ რწმენას, რომლის გარეშე სული ჭკნება და იღუპება.
სახარებისეული სწავლებიდან და სახარებისეული ცხოვრებიდან ჩვენ უნდა ამოვკრიბოთ სიყვარული და თანადგომა ადამინებისადმი. ალბათ, არასოდეს ადამიანი არ ყოფილა ისეთი უბედური, როგორც დღეს, მიუხედავად ყველა არსებული კომფორტისა და ტექნოლოგიური პროგრესისა. ადამიანები იტანჯებიან და იღუპებიან ღმერთის გარეშე და ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ მის პოვნაში.
ჭეშმარიტად, ჩვენს დროში სიყვარული ბევრი რამის მიმართ გაცივდა. ნუ დაუშვებთ, რომ გაცივდეს ჩვენი გულებიც, ვიდრე ღმერთი გვიგზავნის ჩვენ თავის წყალობას. თუ ჩვენ ვართ ცივები და გულგრილები, თუ ქრისტიანული გამოძახილის ნაცვლად ახლობლის გასაჭირზე – მხრებს ავიჩეჩავთ და ვიტყვით: « ეს ჩემი საქმე არ არის, თავად ინერვიულოს, მე ამისთვის არ მცალია! » (დამიჯერეთ, მე მომისმენია ასეთი სიტყვები ადამიანებისაგან, რომლებიც თავის თავს მართლმადიდებელს უწოდებენ!) მაშინ ჩვენ გადავიქცევით ძალადაკარგულ მარილად.
რა თქმა უნდა, მთავარი რწმენის და ეკლეური ცხოვრები მთავარი ღერძი არის – « სამკურნალო თვისება საეკლესიო მონანიებისა და წმინდა ევქარისტიისა », რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ მთლიანი შესაძლებლობებით. ამასთან ერთად ქრისტიანული სიყვარულის ყოველდღიური გამოვლინება – «დაეხმარო ავადმყოფებს და ღარიბებს». თუ თქვენი კეთილი საქმეების კვალდაკვალ მოდის გულიც, მაშინ ისინი დაგეხმარებიან დაგიცვან დაცემისაგან, დაგეხმარებიან ამაღლდეთ ამქვეყნიური ცხოვრებიდან ზეციურ სასუფეველში.
არსებობს ასევე მართლმადიდებლობის სიღრმეში ჩვენი მოძრაობის საწინააღმდეგო მხარე, რასაც მთელი არსებით უნდა შევეწინააღმდეგოთ. როცა უხილავი ბრძოლა ჩვენთვის გახდება რეალური, როცა ჩვენ დავრწმუნდებით იმაში, რომ ქრისტიანობა ჩვენს გულში განიცდის განუწყვეტლივ დარტყმებს უხილავი მტრისაგან, განსაკუთრებით სულიერი დაცემის გავლით, თქვენთვის ნათელი იქნება, რას არ უნდა შევურიგდეთ ცხოვრებაში და რას უნდა შევებრძოლოთ პირველ რიგში. მაგრამ ეს ბრძოლა ძლიერ შემსუბუქდება ყველანაირი სულის ჩამდგმელი ქრისტიანული ცხოვრების ელემენტებით, მადლით, რომლის შესახებაც ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. ჩვენ არ გვაქვს უფლება დაგვავიწყდეს, რომ სამყარო ჩვენს ირგვლივ მნიშვნელოვნად დამოკიდებულია ეშმაკზე, «ამა ქვეყნის მბრძანებელზე», და მისი ძირითადი იარაღი ჩვენს წინააღმდეგ – «ეს არის ჩვენივე მისწრაფება მიწისკენ». მაგრამ თუ ჩვენ დავრჩებით მართლმადიდებლებად და არ განვეშორებით ბრძოლას, ჩვენ ვიღებთ უფლისაგან წყალობას, მხოლოდ მას შეუძლია მოგვწყვიტოს სამყაროს და აგვამაღლოს ზეცაში.
ერთხელ ღირსი გერმანე, საუბრობდა რა ოფიცრებთან სამხედრო ხომალდზე, ჰკითხა მათ: «რა გიყვართ ყველაზე მეტად» და შემდეგ შეარცხვინა ისინი, მიანიშნა, რომ ყველაზე დიდი სიყვარული შეეფერება მხოლოდ უფალს. საუბარი მან დაამთავრა ცნობილი სიტყვებით, რომელიც დღეს ბევრ მის ხატზე შეიძლება იპოვოთ: „მოდით, ამ დღიდან, ამ საათიდან, ამ წუთიდან გვიყვარდეს უფალი ყველაზე მეტად“. რა უბრალო და რა ზუსტია ეს ყველა ჩვენგანისათვის. მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი