You are currently viewing მიტროპოლიტი ილარიონი: „უმჯობესია გადავდოთ კრება, ვიდრე ნაჩქარევად ჩავატაროთ და თანაც, რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობის გარეშე…“

მიტროპოლიტი ილარიონი: „უმჯობესია გადავდოთ კრება, ვიდრე ნაჩქარევად ჩავატაროთ და თანაც, რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობის გარეშე…“

Download article eBook

  

12 ივნისს, საკვირაო ლიტირგიის ქადაგებაში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონი დიდი და წმინდა კრების საკითხს შეეხო და აღნიშნა:

„საერთომართლმადიდებელთა კრების მთელი 55-წლიანი სამზადისის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ კრება უნდა გახდეს ეკლესიის ერთიანობის ფაქტორი და არა მისი დაყოფის მიზეზი. თუ ვგრძნობთ, რომ სამზადისი ჯერ არ დასრულებულა, რომ რაღაც საკითხები ჯერ გარკვეული არ არის, მაშინ უმჯობესია გადავდოთ კრება, ვიდრე ნაჩქარევად ჩავატაროთ და თანაც, რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობის გარეშე“.

მიტროპოლიტმა ილარიონმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ კრება ვერ იქნება საერთომართლმადიდებლური, თუკი მასში მონაწილეობას არ მიიღებს ყველა ეკლესია.

„რაც უფრო ვუახლოვდებით კრებას, მით მეტად ვხედავთ, რომ ზოგიერთ საკითხზე არ არის საერთო აზრი და ერთსულოვნება ეკლესიებს შორის. მადლობა ღმერთს, რომ ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხები – დღეს არ არის ისეთი ერესი, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა მსოფლიო კრების მოწვევა. ყველა მწვალებლობა უფლის შეწევნით დაძლეული იქნა მსოფლიოს შვიდი კრების მამების მიერ. მაგრამ არსებობს სხვადასხვა გამოწვევბი, რომლებსაც სვამს ეკლესია და რომლებსაც პასუხის მიღება სურთ“ – განაცხადა მეუფემ.

დღეს, ორშაბათს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი საგანგებო სხდომაზე გადაწყვეტს, მიიღოს თუ არა წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობა:

„ეს ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელზეც იქნება დამოკიდებული მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი: ვიცხოვრებთ მშვიდობიანად და ერთსულოვნად სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ერთად თუ ვიქნებით მათთან კონფლიქტსა და დავა-კამათში. ვიცით, რომ ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის მოქმედებდა სულიწმინდა და გვჯერა, რომ სულიწმინდა გვიკარნახებს სწორ გადაწყვეტილებას“.

წყარო: romfea.gr
მასალ აღებული საიტიდან: karibche.ge