„კენოზისის” ორგანიზებით,თბილისში, ჯვართამაღლების ტაძრის ეზოში მდებარე „ათონის წმინდა მთის სახელობის სახალხო დარბაზში” , დაიწყო საჯარო შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებთან.
შეხვედრები ჩატარდება: რელიგიის, ფილოსოფიის, მეცნიერების მუსიკის, მხატვრობის, კინო, თეატრის, ისტორიის და პოლიტიკის მიმართულებით.
შეხვედრები ტარდება ლექციის და კითხვა-პასუხის ფორმატში. პირველ ნახევარში მოწვეული სტუმარი საუბრობს, წინასწარ შერჩეული თემის ირგვლივ, მეორე ნახევარი კი შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.
დასწრება თავისუფალია.
უკვე გაიმართა პირველი შეხვედრა მუსიკოს მაია ბარათაშვილთან თემაზე: ,, თანამედროვე მუსიკის ზნეობრივი ასპექტები”. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ შეხვედრის ვიდეო – ჩანაწერს.
მეორე შეხვედრა გაიმართება ნოდარ დუმბაძის ქალიშვილებთან, ქეთევან და მანანა დუმბაძეებთან, თემაზე: „მოგონებები ნოდარ დუბმაძეზე”.
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი, 19:00_ზე.