You are currently viewing მოსკოვის საპატრიარქომ კრეტადან თავისი წარმომადგენელი გაიწვია

მოსკოვის საპატრიარქომ კრეტადან თავისი წარმომადგენელი გაიწვია

Download article eBook

 
10 ივნისს საღამოს ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის საპატრიარქოს ადმინისტრაციული სამდივნოს ხელმძღვანელი, სოლნეჩნოგორსკის ეპისკოპოსი სერგი, რომელიც რუსეთის ეკლესიის დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად კრეტაზე იმყოფებოდა, მოსკოვში იქნა გაწვეული.

პარასკევს, ასევე ცნობილი გახდა, რომ რუსეთის საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვოლოკოლამის მიტროპოლიტი ილარიონი არ წავიდა კრეტაზე, ხუთშაბათს, 9 ივნისს, დანიშნულ შეკრებაზე, რომელიც ადრევე იყო დაგეგმილი, რათა ყველა ადგილობრივი ეკლესიების მიერ შემუშავებულიყო საერთო შემაჯამებელი დოკუმენტი. რადგანაც კრების ჩატარება კითხვის ქვეშ დადგა, ჩათვალეს, რომ უადგილო და არადროულია ამ დოკუმენტზე მუშაობის დაწყება.

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა დაგეგმილია 13 ივნისს, სადაც განიხილება  რუსეთის ეკლესიის კრებაში მონაწილეობის საკითხი.

ამჟამად, კრეტაზე საკუთარი დელეგაციის გაგზავნაზე, ოფიციალურად, უარს ამბობს ბულგარეთისა, ანტიოქიისა და საქართველოს ეკლესია. სერბეთმა კი მხარი დაუჭირა კრების თარიღის გადაწევას.

მოამზადა ალექსანდრე აღლაძემ
წყარო: ria.ru