You are currently viewing მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (ქრისტეშობა 2015)

მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე (ქრისტეშობა 2015)

Download article eBook

  †  ბართლომე

წყალობითა ღვთისაითა
მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა და  მსოფლიო პატრიარქი

სრულიად ეკლესიას  მადლი, მშვიდობა და წყალობა, ბეთლემში დაბადებული მხსნელისგან 

უფლის მიერ საყვარელო დანო და ძმანო,
კვლავ მოიცვა მსოფლიო წმინდა ღამის სურნელებამ, რომელშიც ქრისტე დაიბადა. ადამიანთა შორის ტკივილის, მტრობის, შფოთის და იმედგაცრუების ჟამს გამოცხადდა  ღმერთის განკაცების საიდუმლო, რომელიც ჩვენ გვაფრთხილებს:„სამყაროს მკვიდრთა სიმართლე ისწავლეს“ (ესაია 26:9), თუმცა  „დღეს დავითის ქალაქში თქვენთვის იშვა მაცხოვარი“(ლუკ 2:11).

საუბედუროდ დღესაც ფიქრობს ბევრი ადამიანი, როგორც ბავშვების მკვლელი ჰეროდე, მკვლელი და ეგოისტი, რომელმაც საკუთარი მოყვასი სხვადასხვა ბოროტი ხერხის გამოყენებით დაამხო. ამქვეყანაზე ძალაუფლების მფლობელთა ბოროტით შეპყრობილი სული ჰეროდეს მკვლელობას როგორც მაგალითს წარმოაჩენენ. ხედავენ რამდენად გასაოცარი არ უნდა იყოს პატარა უცოდველი ჩვილების მოვლინებას, საკუთარი არსებობისათვის უმნიშვნელოვანეს საფრთხეს.  ხოლო  საკუთარი  ამქვეყნიური ძალაუფლების საფრთხისაგან დაცვის საშუალებად, რომელიც თითქოსდა მათ ამ ბავშვების დაბადებამ გამოუჩინა, ისინი ირჩევენ მოსპობისა და განადგურების გზას.

ყრმა იესოს მკვლელობის ჩანაფიქრი რათა ყოფილიყო თავიდან  აცილებული, რომლის შესახებ მათ  ანგელოზისგან ეუწყათ, იძულებულები შეიქმნენ  ჩვენი დღევანდელ ტერმინოლოგიით რომ ვთქვათ, როგორც „პოლიტიკური დევნილები“ ეგვიპტეში გაქცეულიყვნენ. საკუთარ დედასთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამთან და იოსებთან ერთად.

ჩვენს დროში, უამრავი ბავშვი იძულებულია საკუთარ მშობლებთან ერთად ლტოლვილის ბედი გაიზიაროს, სრულიად შიშვლებს უწევთ უამრავი ტანჯვის  გადატანა რათა გადარჩნენ. ეს ფაქტი კი კაცობრიობის სირცხვილია.

ამიტომ ჩვენ გაუწყებთ იესოს დაბადების დღეს, ჩვენი ჭეშმარიტი მხსნელის და მაცხოვარის, ამ წმინდა, სამოციქულო და საპატრიარქო  კათედრიდან, რომ  ყველა სახის საზოგადოება ვალდებულია, უზურნველყონ ბავშვების  სიცოცხლის დაცვა და მათი სწავლის უფლება . ასევე  მათი გაზრდა ტრადიციულ ოჯახში რომლის საფუძველი სიყვარული, სოლიდრობა და სიკეთეა. რასაც დღეს ჩვენ კაცობრიობისათვის განკაცებული ღმერთი გვჩუქნის.

ამქვეყნად მოსული მხსნელი ყველას გვიწვევს, რათა კაცობრიობისათვის კეთილდღეობის გზავნილი მივიღოთ. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე სხვადასხვა ხალხთა ჯგუფებმა   ბევრი მოგზაურობა  და გადასახლება გაიარა. ჩვენ ვიმედოვნებთ,რომ  თანამედროვე საზოგადოება შეძლებს  ორი მსოფლიო ომის შემდეგ საეკლესიო თუ საერო ხელმძღვანელების  და ორგანიზაციების ხელმძღვანელობით უზრუნველყონ თავიანთ ქვეყნებში ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრება. დღეისათვის სამწუხაროდ კვლავ უკუგდებულია  ამ მიზნის განხორციელების იმედი. ადამიანების დიდი ჯგუფები იძულებულები არიან დევნილობის საშინელი გზა გაიარონ.

ამ მხრივ არსებულ მდგომარეობას ახასიათებს ლტოლვილების მუდმივად მზარდი რაოდენობა, ეს კი უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას მათთან მიმართებაში. ათასობით ჩვენი მოყვასის ტრაგედიის გათვალისწინებით  არ უნდა დავრჩეთ გულგრილნი. ყოველივე ამის დამამტკიცებელი კი – ქველმოქმედებაა. ძე ღმერთის  მოსვლით, რომელიც დაიბადა და ხორცი შეისხა, მოვიდა ამქვეყნდა არა როგორც მეფე, არა როგორც ძალაუფლების მქონე, არა როგორც მბრძანებელი, არა როგორც მდიდარი, არამედ შეუმოსავი, ყოველგვარი დაცვის გარეშე მყოფი ბავშვი, ერთ უმნიშვნელო გომურში დაბადებული, ყოველგვარი თავშესაფრის გარეშე, ისე როგორც ახლა ათასობით ჩვენი მოყვასი ცხოვრობს. აგრეთვე განკაცებული ძე ღვთისა იძულებული იყო, თავისი ცხოვრების პირველი წლები დედამიწაზე როგორც უცხოს შორეულ ქვეყანაში გაეტარებინა, რათა ჰეროდეს ზიზღისაგან თავი დაეცვა. და დღეს უცოდველი  ლტოლვილი ბავშვების  სისხლით ირწყება მიწა და ზღვა.

ბეთლემში დაბადებული და ეგვიპტეში გაქცეული ღვთის შვილი არის ჭეშმარიტი დამცველი დღევანდელი, ჰეროდეს ამჟამინდელი ფორმებით სამშობლოდან გამოქცეული ლტოლვილების. ღვთის შვილი იესო, ჩვენი ღმერთი რომელიც „უძლურთათვის გავხდი უძლური, რათა უძლურნი შემეძინა“ (1 კორ 9:22) იბადება  ყველა ჩვენგანისათვის: უძლურთათვის, მოძულეთათვის, საფრთხის ქვეშ მყოფთათვის, დევნილთათვის. სამშობლოდან დევნილი მოყვასის თანადგომა და დახმარება მიუხედავად მისი ნაციონალობისა, წარმომავლობისა და სარწმუნოებისა.  ჩვენთვის ხდება ბეთლემში დაბადებული ღმერთი როგორც მოწყალების მაგალითი, რომლის ძღვენი ღირებული და შეფასებულია შემდეგნაირად ოქრო, გუნდრუკი და მური“ (მათე 2:11). ხოლო წარუვალი და მარადიულია ის სულიერი სიმდიდრე, რომელიც არ გაიხრწნება, რამდენი საუკუნეც არ უნდა გავიდეს. სიმდიდრე რომელიც ჩვენ გველოდება ცათა სასუფეველში.

თითოეულმა ჩვენგანმა როგორც შეგვიძლია ჩვენს გვერდით დევნილებაში მყოფი მოყვასი უნდა აღიქვას როგორც ღმეთის ძღვენი. დღეს ბეთლემში შობილი პატარა ქრისტეს  ძვირფასი ძღვენი – სიყვარულია, მისი მსხვერპლის გაღება და მოყვასისათვის თავის შეწირვა, დაე გავხდეთ ამ სულგრძელობის მიმბაძველნი. თაყვანი ვცეთ ანგელოზებთან , მოგვებთან, უბრალო მწყემსებთან და ყველა წმინდანთან ერთად, და მოვუწოდოთ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.

მადლი და წყალობა ლტოლვილი ბავშვის, იესოსი იყოს თქვენთანა!

ქრისტეშობა 2015
ბართლომე კონსტანტინოპოლელი
ღვთის წინაშე თქვენთის მხურვალედ მლოცველი

გერმანულიდან თარგმნა: შოთა კინწურაშვილმა
წყარო