You are currently viewing მთაწმინდის წმინდა კინოტის წერილი კონსტანტინეპოლის პატრიარქს

მთაწმინდის წმინდა კინოტის წერილი კონსტანტინეპოლის პატრიარქს

Download article eBook

  მთაწმინდის წმინდა კინოტის წერილი კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი რომის პაპთან დაახლოების თაობაზე

 მთაწმინდის წმინდა კინოტის წერილი კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი რომის პაპთან დაახლოების თაობაზე.
ახლახანს გამოქვეყნდა ათონის მთის წმინდა კინოტის მიმართვა კონსტანტინეპოლის პატრიარქ ბართლომესადმი. წერილი, რომელიც ეძღვნება რომის პაპის ვიზიტს კონსტანტინეპოლში 2014 წლის ნოემბერში, დაიწერა იმავე წლის დეკემბერში, მაგრამ მხოლოდ ახლა გასაჯაროვდა – იუწყება agionoros.ru

მოგეხსენებათ, რომ ათონის მთა კონსტანტინეპოლის პატრიარქის იურისდიქციის ქვეშაა. მთაწმინდელებისთვის გაუგებარია მათი პატრიარქის ზოგიერთი ქმედება და შეშფოთებას გამთქვამენ კონსტანტინეპოლში მიმდინარე მოვლენებისადმი. კერძოდ, საღმრთო ლიტურგიაზე პატრიარქისა და პაპის ამბორის თაობაზე.

წერილში ათონელ ბერებს საღმრთისმსახურო წიგნებიდან და ეკლესიის მამათა წერილებიდან მოყავთ მაგალითები, სადაც საუბარია ლათინების ერეტიკულ ცდომილებებზე. გარდა ამისა, ისინი ახსენებენ მრავალ მთაწმინდელ მოწამეს, რომლებიც ეწამნენ იმისთვის, რომ არ დაეთანხმნენ „ლათინომწვალებლებს“.

წმინდა სილუან ათონელის კვალდაკვალ ისინი ღაღადებენ „მე მწამს მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია – მასშია სიხარული და ხსნა ქრისტესმიერ სიმდაბლეში!“
მთაწმინდის წმინდა კინოტი მოუწოდებს ლათინებთან საღმრთისმეტყველო დიალოგის შეწყვეტისკენ, რომელნიც გამყარებულნი არიან თავიანთ მწვალებლობაში. მსგავსი დიალოგი მხოლოდ „აშფოთებს მორწმუნეებს“ და არავითარი სხვა შედეგი არ მოაქვს.

მთაწმინდელი ბერები გამოხატავენ პატრიარქისადმი მათ „შეშფოთებას“ და სურვილს, რომ „ეკლესიის მთლიანობა, როგორც ყველა მართლმადიდებელი ქრისტეანისა, ისე მთაწმინდელი ბერებისა დარჩეს შეურყეველი“.

წერილის დასკვნით ნაწილში „ათონის მთის მონასტერთა ყველა წარმომადგენელი“, „დანანებითა და შეშფოთებით“ აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ გაგრძელდება ლათინებთან დაახლოვება, შესაძლოა განმეორდეს ორმოცდაათი წლის წინანდელი მოვლენები, როცა ათონის მონასტრებმა შეწყვიტეს კონსტანტინეპოლის პატრიარქის, ათინაგორის მოხსენება, რომელმაც პაპისტებს ანათემები მოუხსნა.