You are currently viewing ნორვეგიაში, ბავშვთა დაცვის სამსახურმა, ქრისტიან მშობლებს 5 მცირეწლოვანი შვილი წაართვა

ნორვეგიაში, ბავშვთა დაცვის სამსახურმა, ქრისტიან მშობლებს 5 მცირეწლოვანი შვილი წაართვა

  2015 წლის, ნოემბრის მიწურულს, ნორვეგიაში ბავშვთა დაცვის სამსახურმა Barnevernet-მა ბოდნარიუსების ქრისტიანული ოჯახიდან 5 ბავშვი წაიყვანა. მშობლებს ბრალს დებენ „რადიკალურ ქრისტიანობაში და იდეოლოგიურ დამუშავებაში“ იმის გამო, რომ უფროსმა გოგონამ ელიანამ (10 წლის) სკოლაში ქრისტიანული სიმღერა იმღერა.

მარიუს კონსტანტინი რუმინეთის მოქალაქეა, ხოლო მისი ცოლი რუთი – ნორვეგიის მოქალაქე. ნორვეგიაში საცხოვრებლად დაახლოებით 10 წლის წინ გადავიდნენ. ბავშვები ნორვეგიაში დაიბადნენ და მათი ასაკი 3 თვიდან 10 წლამდეა.

მარიუსის ძმა, ერთ-ერთი პროტესტანტული ეკლესიის პასტორი დანიელ ბოდნარიუ:

ორშაბათს, 16 ნოემბერს, Barnevernet – ის თანამშრომლებმა სკოლიდან ორი გოგონა, 10 წლის ელიანა და 8 წლის ნაომი წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. შემდეგ, პოლიციასთან ერთად მივიდნენ სახლში და წაიყვანეს ბიჭუნები, 5 წლის მათე და 2 წლის იოანე. დედა თავის 3 თვის ბავშვთან ერთად დააკავეს და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ამის შემდეგ მშობლებს უფროსი ოთხი შვილი არ უნახავს. რამოდენიმე საათი დაკითხვების შემდეგ პოლიციამ გაუშვა სახლში რუთი თავის 3 თვის შვილთან ერთად.”

სამშაბათი, 17 ნომებერი. ბავშვთა დაცვის სამსახურის თანამშრომლები ოთხი პოლიციელის თანხლებით მივიდნენ სახლში და წაიყვანეს 3 თვის პატარა, სახელად იეზეკიელი. მაშინვე მათ უთხრეს რუთს, რომ უფროსი გოგონები მისცეს 2 სხვა ოჯახს, რომ ისინი ძალიან კარგად ინტეგრირდნენ და არ ენატრებათ მშობლები.

ოთხშაბათი, 18 ნოემბერი. მარიუსი და რუთი ხვდებიან ადვოკატს, რომელიც ეუბნება მათ, რომ მათ აქვთ უფლება იყვნენ ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რა ბრალდებები წაუყენეს მათ და ასევე სხვა სამართლებრივი ინფორმაციის შესახებ. ამასთანავე, ადვოკატის თქმით, მეძუძურ დედას აქვს უფლება კვებოს თავისი პატარა.

ხუთშაბათი, 19 ნოემბერი. სხვა სამართლებრივი მოქმედებების შემდეგ, მშობლები მიემგზავრებიან ბერგენში, რათა ნახონ თავიანთი 3 თვის შვილი. მხოლოდ დედას შეუძლია დარჩეს ბავშვთან 2 საათის განმავლობაში.

პარასკევი, 20 ნოემბერი. დედას ისევ შეუძლია ბავშვის ნახვა 2 საათის განმავლობაში. დაპირდნენ, რომ ის ბავშვის ნახვას შეძლებდა შაბათსაც და კვირასაც. ორშაბათს, 23 ნოემბერს, დაკითხეს ბავშვები, რათა ჩამოყალიბებულიყვნენ, გაეგზავნათ თუ არა საქმე სასამართლოში თუ დაებრუნებინათ ბავშვები სახლში „მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო“.

პასტპორმა დანიელ ბოდნარიუმ განაცხადა, რომ მშობლებს არ დართეს ნება დასწრებოდნენ ოთხი უფროსი შვილების დაკითხვას, მათი არც ნახვის უფლება მისცეს.

ნორვეგიულმა სოციალურმა სამსახურმა მარიუსისა და რუთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს სასამარათლოში და რა თქმა უნდა, ბავშვები სახლში არ დააბრუნეს.

დღეს, 27 ნოემბერს, ჩატარდება განსაკუთრებული სასამართლო გარჩევა მშობლების მონაწილეობით. აქამდე თითქმის მთელი კვირა მარიუს და რუთს არ ქონდათ შესაძლებლობა ენახათ თავიანთი ყველაზე მცირეწლოვანი შვილი, რომელიც სულ რაღაც 3 თვის იყო და იმყოფებოდა ბუნებრივ კვებაზე.

პასტორმა კრისტიან იონესკუმ (Cristian Ionescu) ჩიკაგოდან გახსნა ონლაინ-პეტიცია, რომელმაც ამ დროისთვის 63000-მდე ხელმოწერა მოაგროვა.

„ძვირფასო ძმებო და დებო! ჩვენ ვაგრძელებთ ლოცვას და პეტიციის მხარდასაჭერად ხელმოწერების შეგროვებას. გთხოვთ, ილოცეთ ჩვენთან ერთად და ხელი მოაწერეთ პეტიციას. ჩვენი იმედი მხოლოდ იესო ქრისტეშია. მადლობა გიხდით ლოცვებისა და მხარდაჭერისთვის!“

Norway-Return-the-children-to-Bodnariu-Familyა.წ. 8 აპრილს, თითქმის 5 თვიანი მცდელობისა და ბრძოლის შემდეგ, სასამართლომ მიიღო პირველი გადაწყვეტილება მარიუსისა და რუთის სასარგებლოდ. სასამართლოს დადგენილებით წყვილის უმცროსი ვაჟი, 8 თვის იეზეკიელი, უნდა დაუბრუნდეს ოჯახს. გარდა ამისა, სასამართლომ ნება დართო მარიუსსა და რუთს, რათა შეძლონ მონახულება თავიანთი უფროსი ვაჟების, ორჯერ კვირაში – ორ-ორი საათით.

პასტორმა კრისტიან იონესკუმ აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია იურიდიულ პროცესში, რომელიც არ ნიშნავს გაერთიანებისთვის ბრძოლის დასრულებას, ბრძოლა კვლავ გრძელდება მარიუსისა და რუთის უფროსი შვილებისათვის.

წყარო: Jesus.ge

christiantoday.com
romaniajournal.ro
christianheadlines.com
316news.org
bbc.com
facebook.com