რომის პაპი ფრანცისკი და ბარაკ ობამა აღმოჩნდნენ ბარიკადების სხვადასხვა მხარეს, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია – სინდისის თავისუფლება, თუ ერთსქესიანთა უფლებები, იუწყება christianpost.com.
კვირას, 27 სექტემბერს, ობამამ განაცხადა, რომ სინდისის თავისუფლება არ გულისხმობს, რომ რომელიმე ამერიკელს უნდა ჩამოერთვას კონსტიტუციური უფლებები მის გამო, და ურჩია ტრადიციული ქორწინების და ფასეულობების დამცველებს «არ ჩამორჩნენ დანარჩენ ქვეყანას» ამ საკითხებში.
„ჩვენ ვადასტურებთ, რომ ვაფასებთ ჩვენს რელიგიურ თავისუფლებებს და ღრმა პატივისცემას გამოვხატავთ რელიგიური ტრადიციების მიმართ,- განუცხადა ობამამ ლგბტ – საზოგადოებებს შეხვედრაზე კვირას, – მაგრამ ჩვენ მკაფიოდ უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენი სინდისის თავისუფლება არ გვაძლევს თავისუფლებას, ჩამოვართვათ ჩვენს თანამემამულეებს ის უფლებები, რომლებიც მინიჭებული აქვთ მათ კონსტიტუციით“.
ცოტა ხნის წინ სახელმწიფო მოსამსახურე კიმ დევისი, დაპატიმრებულ იქნა და 6 დღე გაატარა ციხეში, ერთსქესიანთა წყვილისთვის ქორწინების რეგისტრაციაზე უარის თქმის გამო. მისი საკითხი კამათის ეპიცენტრში მოხვდა. დევისმა მაშინ განმარტა, რომ მისი ქრისტიანული შეხედულებაა ქორწინების შესახებ, როგორც «ქალსა და მამაკაცის კავშირი» და აქედან გამომდინარე საკუთარი მრწამსი არ აძლევეს უფლებას სინდის წინააღმდეგ წავიდეს.
„მორალური კანონი უფლისა დაუპირისპირდა ჩემს სამსახურებრივ მოვალეობებს – თქვა კიმმა. – მე არ შემიძლია ამოვჭრა ეს სულიერი ფასეულობები ჩემი გულიდან და სულიდან. არ არის საჭირო ჩემი გმირად ქცევა. მე ხელახლა მშობა ღვთის მოწყალებამ და მსურს მხოლოდ წყნარად ვიშრომო ჩემი ოჯახისთვის. მინდა მორჩილად ვემსახურო ადამიანებს, ჩემს სინდისთან წინააღმდეგობის გარეშე“.
პაპმა ფრანცისკმა, კითხვაზე – თუ როგორია მისი დამოკიდებულება კიმ დევისის საქმესთან დაკავშირებით – პასუხისას ხაზი გაუსვა იმას, რომ ადამიანის ხელშეუხებელ უფლებას წარმოადგენს «კეთილსინდისიერი პროტესტი». „თუ ადამიანს შევუზღუდავთ უფლებებს გარკვეულ გარემოებებში, შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, რომ ადამიანის ზოგიერთი უფლება აღმოჩნდება სხვა უფლებებზე მნიშვნელოვანი“- განაცხადა პონტიფიკმა. პაპმა ასევე დაამატა: „რამდენადაც დევისი მოქალქესთან ერთად ადამიანიცაა, ამიტომ მისი, როგორც ადამიანის უფლებები უნდა ექვემდებარებოდეს მის სინდისს და არა პირიქით“.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ფრანცისკე შეხვდა კიმ დევისს.
აღნიშნული ფაქტი დაადასტურა ვატიკანის წარმომადგენელმა, ფედერიკო ლომბარდიმ.
დევისის ადვოკატის განცხადებით, რომის პაპმა მასთან შეხვედრას 15 წუთი დაუთმო, ვაშინგტონში ვატიკანის საელჩოს შენობაში. ადვოკატის განცხადებით – კიმი და მისი ქმარი მიწვეულნი იყვნენ რომის პაპთან შეხვედრაზე, რომელიც გაამხნევა და სიმამაცისთვის მადლობა გადაუხადა.