You are currently viewing ორსკელი მღვდლის ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

ორსკელი მღვდლის ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმარჯვა

Download article eBook

 

საერთაშორისო მართლმადიდებლური კინოფესტივალი „საფარველი“ იმართება კიევის კინოს სახლში ყოველწლიურად და აგროვებს 200-დან 300-მდე ქრისტიანული შინაარსის მქონე სურათს. წელს,  დოკუმენტურ ფილმებს შორის დეკანოზ სერგი ბარანოვის, ფილმმა – „ლიტურგია“ I პრემია აიღო.

Кадр из фильма «Литургия» протоиерея Сергия Баранова.
კადრი ფილმიდან

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო მხატვრული დოკუმენტური ფილმები, მოკლემეტრაჟიანი ფილმები და ანიმაცია. გრან-პრი მიიღო რეჟისორ სერგეი ანტონოვის მულტფილმმა „სერაფიმეს არაჩვეულებრივი მოგზაურობა“ რუსეთიდან.

Кадр из фильма «Литургия» протоиерея Сергия Баранова.
მღვდელ-მონაზონი ფილარეტი

საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში კი გაიმარჯვა დეკანოზ სერგი ბარანოვის ფილმმა „ლიტურგია“ ორენბურგის ოლქიდან. პრემიერა ჯერ კიდევ 2014 წლის გაზაფხულზე შედგა. სურათი აერთიანებს ოთხ სიუჟეტს, მამა სერგის სულიერ შვილებზე. ფილმის სიუჟეტს მამა სერგის ლიტურგიული მსახურება გასდევს ფონად.
ფილმში ნაჩვენებია უვადო პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდის კოლონიაში – „შავი დელფინი“ (მღვდელმსახური უკვე 18 წელია სულიერ საზრდოს აწვდის კოლონიის ბინადართ);
ბავშვები – შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლიდან;
მრავალშვილიანი დედა ნატალია, რომელმაც სამი შვილი დაასაფლავა;
ყოფილი მილიონერი ალექსანდრ დავიდოვი, რომელმაც ააშენა საკათედრო ტაძარი ორსკში – ამჟამად კი ის მღვდელ-მონაზონი ფილარეტია. თითოეულ მათგანს რთული, აუტანელი ცხოვრება აქვს, მათ გაუსაძლისი ტკივილები აქვთ, რომელსაც შეეძლო გაეტეხა კიდეც ისინი, მაგრამ მათ აერთიანებთ ერთი რამ – ღმერთთან ურთიერთობა; მათ იპოვეს ნუგეშისა და ბედნიერების წყარო…

«Литургия» — фильм для тех, кто жалуется на жизнь…(ВИДЕО) | Русская веснаუვადო პატიმარი

ფილმს დიდი წარმატება ხვდა წილად კინოფესტივალზე. მისმა რეჟისორმა მიიღო ორი ათასი დოლარი, რომელსაც, როგორც მისი მეგობრები მოგვითხრობენ, ის გადასცემს მრავალშვილიან დედას ამ ფილმიდამ, რომელიც ზრდის ინვალიდ ვაჟს და ორ ჯანმრთელ ბავშვს.

Кадр из фильма «Литургия» протоиерея Сергия Баранова.ნატალია

2012 წელს ბარანოვმა მიიღო გრან-პრი საერთაშორისო კინოფესტივალზე „იმედი“ ფილმისთვის „სინანულის ფილოსოფია“.  ეს არის მსოფლიოში ერთადერთი ფესტივალი, რომელზეც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ფილმებს, რომელშიც მონაწილეობენ პატიმრები. „სინანულის ფილოსოფია“ საუკეთეოსდ იქნა აღიარებული საუკეთესოდ 150 ფილმს შორის, რომელიც წარდგენილი იყო რუსეთიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან“, – იუწყება ორენბურგის მიტროპოლიის პრეს-სამსახური.

წყარო

p.s. უახლოეს მომავალში ჩვენი საიტი შემოგთავაზებთ ფილმ – „ლიტურგიას“ ქართულ თარგმანს.