You are currently viewing პაკისტანელმა ქრისტიანებმა უნდა აირჩიონ მიიღონ ისლამი თუ დაიხოცონ

პაკისტანელმა ქრისტიანებმა უნდა აირჩიონ მიიღონ ისლამი თუ დაიხოცონ

 პაკისტანელმა ქრისტიანებმა უნდა აირჩიონ მიიღონ ისლამი თუ დაიხოცონ 

ისლამის მიღება ან სიკვდილი – ამ ორი არჩევანის წინაშე დგანან ერთი პაკისტანური სოფლის მაცხოვრებნი. გავრცელებული ინფორმაციით, ძალადობა მათზე მაშინ დაიწყო, როდესაც ერთ-ერთი ქრისტიანი წინასწარმეტყველი მუჰამედის შეურაცხყოფაში დაადანაშაულეს.

ქრისტიანი იმრან მასიჰი მძიმედ იყო ნაცემი და გავრცელებული ინფორმაციით, მუსლიმთა გაერთიანების ზოგიერთი წევრი შემდეგ მის ცეცხლზე დაწვასაც გეგმავდა. მასიჰს თავის ოჯახთან ერთად სოფლის დატოვება მოუწია და ამჟამად ისინი იმალებიან.

სოფლის მუსლიმი თავკაცენი მისი ადგილსამყოფლის გაგებას ცდილობენ, მის დასაჭერად გამოსცეს რელიგიური ხასიათის ბრძანებულება – ფატვა (fatwa) და დააწესეს ჯილდო 1000 დოლარის ოდენობით.

A demonstrator burns a cross during a protest in the Badami Bagh area of Lahore March 9, 2013. An enraged mob torched dozens of houses located in a Christian-dominated neighbourhood of Lahore on Saturday, local media reported. REUTERS/Adrees Hassainფატვის გამოცემიდან მოკლე ხანში, მუსლიმთა რადიკალური დაჯგუფების წევრებმა ქრისტიანი მაცხოვრებლების სახლების გადაწვა დაიწყეს, ამიტომ უამრავმა ოჯახმა გაქცევით უშველა თავს.

სალიმ იქბალმა, რეგიონში ადამიანის უფლებათა დაცვის ხელმძღვანელმა, გერმანულ გაზეთში განაცხადა, რომ სოფლის მაცხოვრებლები სახიფათო სიტუაციის წინაშე დგანან. „ისინი სრული სოციალური და ეკონომიკური ბოიკოტის წინაშე დგანან, ვინაიდან არცერთი მაღაზიის მეპატრონე არ ჰყიდის მათზე რაიმეს“– განაცხადა იქბალმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რათა ქრისტიან და მუსლიმ ლიდერებს მშვიდობიანად მოეგვარებინათ ეს საკითხი, თუმცა ჩაქში მაცხოვრებელი ქრისტიანები ჯერ კიდევ გაღიზიანებულები არიან მომხდარის გამო.

„ჩვენ ძალიან უკმაყოფილონი ვართ იმით, როგორც ვცხოვრობთ. საქმე იმაშია, რომ მიუხედავად პოლიციის ძალისხმევისა, ექსტრემისტებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს დაგვესხნენ თავს“– განუცხადა გერმანულ გაზეთ DW-ს იაქუბ იქბალმა.Screen-Shot-2014-04-15-at-12.13.05-PM

„ღია კარების“ (Open Doors) ჯგუფის განცხადებით, რომელიც ეწევა რელიგიური ხასიათის დაპირისპირებების დაკვირვებას მსოფლიო მასშტაბით, ქრისტიანები და სხვა არამუსლიმი მორწმუნეები კვლავ იდევნებიან  პაკისტანში.

აშშ-ს საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების კომისიის (USCIRF) ამ თვის დასაწყისში გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ პაკისტანის მთავრობა „აგრძელებს რელიგიური თავისუფლების სისტემატიურ და აღმაშფოთებელ დარღვევებს“.

კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ პაკისტანი აღინიშნოს „განსაკუთრებული ინტერესის ქვეყნად“, რომლის მთავრობაც წარუმატებელი აღმოჩნდა ექსტრემიზმთან ბრძოლაში.

„წლების მანძილზე პაკისტანის მთავრობა ვერ იცავდა თავის მოქალაქეებს, რელიგიური ნიშნით მოტივირებული მოძალადეებისაგან“- ნათქვამია ანგარიშში. „პაკისტანის მთავრობამ ასევე ვერ შეძლო დამნაშავეების სამართალში მიცემა ან რაიმე ზომების მიღება საზოგადოების იმ აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც იწვევენ ძალადობის წახალისებას“.  მოამზადა რუსუდან გასიტაშვილმა
წყარო: www1.cbn.com