You are currently viewing პაპი ფრანცისკე კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილთა ბანაკს ეწვია

პაპი ფრანცისკე კუნძულ ლესბოსზე ლტოლვილთა ბანაკს ეწვია

 

16 აპრილს, რომის პაპი ფრანცისკე საბერძნეთის კუნძულ ლესბოსს ეწვია, რომელიც ლტოლვილებისა და მიგრანტების გამო ჰუმანიტარული კრიზისის ადგილად იქცა. პაპმა შეხვედრა გამართა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრაკთან, მსოფილიო პატრიარქ ბართლომესა და ელადის მთავარეპისკოპოს იერონიმესთან.

პაპმა მოინახულა მორიას ლტოლვილთა ბანაკი, სადაც 3000-მდე ლტოლვილი, მავთულხლართებით შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. პონტიფიკოსმა ისინი გაამხნევა და თანაგრძნობა გამოუცხადა.

 „თქვენ მარტო არ ხართ, არ დაკარგოთ იმედი!“, – მიმართა ლტოლვილებს პაპმა ფრანცისკემ.

ვატიკანის განცხადებით პაპის ვიზიტი არის წმინდა ჰუმანიტარული ხასიათის და არ უნდა იქნას განხილული, როგორც მისი მხრიდან ევროკავშირის გადაწყვეტილების კრიტიკად, მიგრანტების მასიური დეპორტაციის შესახებ.

„ჩვენ აქ მოვედით რათა მსოფლიოს მოვწუდოთ, რომ გადაჭრას ეს მძიმე, მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, კაცობრიობის ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფა… იმედი გვაქვს მსოფლიო იგრძნობს თქვენს ტრაგედიას და რეაგირებაც შესაფერისი იქნება.. მე ვამაყობ ბერძენი ხალხის დამოკოდებულებით ლტოლვილებისადმი“, – განაცხადა პონტიფიკოსმა.

„მსოფლიო შეფასდება ისე, როგორც თქვენ გეპყრობათ. ამ კრიზისის მოგვარებაზე ყველამ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ.

ვიზიტის დასასრულს პაპმა ვატიკანში სამის სირიელი ოჯახი, სულ 12 მიგრანტი წაიყვანა. მათზე პასუხისმგებლობა მთლიანად ვატიკანმა აიღო.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს საბერძნნეთის გავლით ნახევარ მილონამდე ლტოლვილი მოხვდა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში. მათი ევროპაში მიგრაცია ევროკავშირსა და თურქეთს შორის დადებული შეთანხმების საფუძველზე შეჩერდა. შეთანხმების თანახმად, თურქეთმა საბერძნეთიდან უკან უნდა მიიღოს მიგრანტები, ხოლო ევროკავშირი ანკარას ვიზალიბერალიზაციას, ევროინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკებების დაჩქარებას და ლტოლვილთათვის ფინანსური დახმარების 6 მილიარდ ევრომდე გაზრდას ჰპირდება.