You are currently viewing ქ.გორში გაიმართა მორიგი საჯარო შეხვედრა ციკლიდან – „საუბრები ქრისტიანობაზე“

ქ.გორში გაიმართა მორიგი საჯარო შეხვედრა ციკლიდან – „საუბრები ქრისტიანობაზე“

Download article eBook

  ორშაბათს, 13 ივნისს, ქალაქ გორში, ჩატარდა მესამე საჯარო შეხვედრა ციკლიდან – „საუბრები ქრისტიანობაზე“.
შეხვედრა გაიმართა  მღვდელ გიორგი კარელიძესთან თემაზე –  „ქრისტიანობა – პიროვნებაზე ორიენტირებული რელიგია“

შეხვედრები ტარდება თვეში ერთხელ, გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებულ კულტურისა და სულიერი განვითარების ცენტრის დარბაზში (საკათედრო ტაძართან).
ლექციებს ატარებენ, როგორც გორის ეპარქიის მღვდელმსახურნი, ასევე სხვადასხვა ეპარქიებიდან მოწვეული სტუმრები.

შეხვედრების ორგანიზატორები არიან: „გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული კულტურისა და სულიერი განვითარების ცენტრი“ და „წმ. სტეფანე აღმსარებლის კულტურულ-საგანმანათლებლო სახლი – კენოზისი“.

დასწრება თავისუფალია