You are currently viewing რუმინეთის პატრიარქ დანიელის სიტყვა კრეტის კრებაზე (20.06.2016)
????????????????????????????????????

რუმინეთის პატრიარქ დანიელის სიტყვა კრეტის კრებაზე (20.06.2016)

Download article eBook

  წმინდა და დიდი კრების გახსნით სესიაზე (ორშაბათს, 2016 წლის 20 ივნისს) მისმა უნეტარესობა რუმინეთის პატრიარქმა დანიელმა წარმოთქვა სიტყვა, რომელშიც ხაზი გაუსვა სინოდალურობის (კრებსითობის) მნიშვნელობასა და პატივისცემას არამხოლოდ ადგილობრივ, არამედ სრულიადმართლმადიდებლურ დონეზეც. 

 თქვენო უწმინდესობავ,
თქვენო უნეტარესობავ,
თქვენო უსამღვდელოესობავ,
კრების ღრმადპატივცემულო საზოგადოებავ,

მართლმადიდებელ ეკლესიათა წმიდა და დიდი კრება არის ერთი მხრივ იშვიათი მოვლენა, ამავდროულად კი სიტუაციის ნორმალიზაციის დასაწყისი, რადგან სინოდალურობა (კრებსითობა) არის ადგილობრივ ეკლესიათა ცხოვრების კანონიკური წესი, რომლითაც გამოიხატება ერთი წმნიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიიის მართლმადიდებლური რწმენის ერთობა, საკრამენტალური ცხოვრება და კანონიკური წესრიგი. თუკი სინოდალურობა არის კანონიკური წესი (ნორმა) ადგილობრივ დონეზე, მსგავსადვე უნდა იყოს სრულიადმართლმადიდებლური მასშტაბითაც.

სინოდალურობა სრულიქმნება წმინდა ევქარისტიის საიდუმლოების აღსრულებაში, რათა ერთის მხრივ გამოიხატოს მართლმადიდებლური რწმენის ერთობა და ამასთანავე ეკლესიის თავ, უფალ იესო ქრისტესთან საიდუმლოს მეშვეობით ზიარება.

მართლმადიდებელ ეკლესიათა ავტოკეფალია წარმოაჩენს საკუთარ ადმინისტრაციულ და პასტორალურ თავისუფლებას მანამ, სანამ სრულიადმართლმადიდებლური ევქარისტიული მოხსენიება და კრებსითობა გამოხატავს მართლმადიდებლობის ერთიანობას.

ეკლესიის პასტორალურმა და მისიონერულმა მსახურებამ საკუთარ ანგარიშში უნდა შეიტანოს დღევანდელი პრობლემები და გამოწვევები, იქიდან გამომდინარე რომ საეკლესიო მსახურების მიზანი არის ადამიანთა ხსნა და განწმენდა, რაც გულისხმობს ყოვლადწმინდა სამების მეუფების    სიყვარულსა და სინათლეში, მარადიული ცხოვრების ნეტარებას.

ამ მხრივ კრება არ ქმნის დოგმათა ახალ ფორმულირებას ან წმიდა კანონებს, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანია რომ ეკლესიაში მოხდეს პასტორალური და მისიონერული გზით მთელი კაცობრიობისადმი განკუთვნილი ქრისტეს სიყვარულის დამოწმება. თუკი ჩვენ ვაღიარებთ ჭეშმარიტ რწმენას,  მივიღებთ ყოვლადწმინდა სამებასთან კავშირის  სიხარულსა და სიყვარულს , რასაც ჩვენ დღევანდელ დღეს ვდღესასწაულობთ

† დანიელი
რუმინეთის პატრიარქი

მოამზადა გურამ ლურსმანაშვილმა
წყარო: basilica.ro
მასალა აღებულია ვებგვერდიდან  kreba2016.ge