„საბერძნეთში იოსებ ისიხასტისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა“
1 ივნისს ციკლის –„ეკლესიის თანამედროვე მოღვაწეები“ ფარგლებში ქალაქ ვერიაში ჩატარდა ათონელი ბერის იოსებ ისიხასტისადმი მიძღვნილი საღამო.
სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ვერიის მიტროპოლიტმა პანტელეიმონმა და იოსების ისიხასტის შესახებ აღნიშნა: „თავისი მოთმინებისა და მორჩილების წყალობით ბერი იოსები დედამიწასა და ზეცას შორის ცხოვრობდა. მრავალი ადამიანისთვის ის გახდა სანდო სულიერი გზაკვლევი“.
მოხსენებით გამოვიდნენ:
საღამოზე მოხსენებიით გამოვიდნენ ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასე –„მონაზვნური ასკეზის ძირითადი პრინციპები ბერი იოსების სწავლებით, მისი მოსწავლეების ზეპირი გადმოცემის მიხედვით“;
ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ეფრემი – „ბერი იოსებ ვატოპედელი – ბერ იოსებ ისიხასტის მორჩილი“;
სიმონა-პეტრას წინამძღვარი, არქიმანდრიტი ელისე – „ძირითადი ნიშნები იოსებ ისიხასტისა და ბერ ემილიან სიმონა-პეტრელის სწავლებაში“.
ვერიის ეპარქიის არქიმანდრიტი, ქრიზოსტომოსი – „სიმკაცრე და სითბო იოსებ ისიხასტთან“
ასევე, ნაჩვენებ იქნა ვიდეო-ჩანაწერი ბერ ეფრემ ფილოთეველის მოგონებებიდან იოსებ ისიხასტის ნეტარი აღსასრულის შესახებ, რომელიც არიზონაში, წმინდა ანტონი დიდის მონასტერში იქნა გადაღებული (სადაც მამა ეფრემი 20 წელზე მეტია მოღვაწეობს).
მოამზადა მადონა ცეკვავამ
წყარო: agionoros.ru