საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის ტელეარხ ЦАРЬГРАД ТВ-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ქართველი და რუსი ხალხის ურთიერთობაზე ისაუბრა .
უპირველეს ყოვლისა უნდა ითქვას, რომ ჩვენ მართლმადიდებელი ერები ვართ. ჩვენი ერების დაახლოების საფუძველი იყო მართლმადიდებლობა. ამიტომ ეს უნდა დავაფასოთ.
ის პროცესები, რომელიც მოხდა ბოლო წლებში…ეს იყო დიდი შეცდომა ორივე მხრიდან. ჩვენ ვიყავით და უნდა დავრჩენილიყავით კეთილ მეგობრებად და ძმებად. რადაც არ უნდა დაგვიჯდეს უნდა აღვადგინოთ კეთილმეზობლური ურთიერთობები რუსეთსა და საქართველოს შორის, და ეს უნდა გაკეთდეს საჩქაროდ, იმიტომ, რომ დრო ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს.
მე მოგიწოდებთ ყველას ღვთის კურთხევით, და მსურს რომ ჩვენ ყველა ვიცავდეთ ჩვენი ქვეყნების სულიერ და კულტურულ ფასეულობებს. მე ასევე მსურს, რომ ყველას ესმოდეს თავისი პასუხისმგებლობა თავისი ერის წინაშე, უპირველეს ყოვლისა ღვთის წინაშე და მერე თავისი ერის წინაშე. ის ახალი ხედვები, რომლებიც ხშირად ჩნდება ერებში, ჩვენს ერებში, უცხოა ჩვენი სულისათვის. ის ახალი, მოჩვენებითი ხედვები… მათ უნდა ვუფრთხილდეთ. უნდა დავიცვათ საკუთარი ტრადიციები, კეთილი ტრადიციები.