სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.
შეხვედრაზე პატრიარქმა და აზრებაიჯანის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის უერთიერთობები და პრობლემები განიხილეს. კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე:
,, ძვირფასო სტუმრებო გულითადად მოგესალმებით საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის, პირადად ჩემი და წმინდა სინოდის სახელით. გახარებულები ვართ საქართველოში თქვენი ჩამობრძანებით. ჩვენი ურთიერთობები საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ახლო ურთიერთობა გვქონდა მამათქვენთან. გვახსოვს შეხვედრები ბაქოში, თქვენი სითბო და სტუმართ-მასპინძლობა
უნდა ითქვას, რომ ურთიერთობა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, სამაგალითოა სხვებისთვის. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ კავკასიაში. თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილება, ამიტომაც ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ხალხები მშვიდობიანად იცხოვრებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოში, ჩვენს რელიგიებს შორისაც კარგი ურთიერთობაა. ამიერეკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარესთან ნამდვილად ძმური კავშირი გვაერთიანებს. აზერბაიჯანსა და საქართველოს ახლო ურთიერთობები აქვთ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ჩვენ ვიცავდით კავკასიისა და ჩვენი ქვეყნების ავტორიტეტს. მუსულმანები ჩვენთან იმაზე ცუდად არ ცხოვრობენ ვიდრე თქვენთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოში 300-ზე მეტი მეჩეთია და მინდა ვთქვა, რომ ქრისტიანების მდგომარეობა აზერბაიჯანში უნდა გაუთანაბრდეს მას.
მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის ჩვენი წარმომადგენლებისადმი, თუმცა არის ჩვენს შორის საკითხები, რომლებიც უნდა მოგვარდეს, მაგ: რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას თავისი ეპისკოპოსი ჰყავს აზერბაიჯანში, სასურველი იქნებოდა, რომ საქართველოსაც ჰყოლოდა თავისი წარმომადგენელი თქვენს ქვეყანაში
ძალიან მნიშვნელოვანია დავიდ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკითხი, რომლის ნაწილიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარეობს, საჭიროა ამ საკითხის გადაწყვეტაც. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნოთ კავკასიაში, მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის. ძალიან შეწუხებულები ვართ, რომ აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დარღვეულია და ვიმედოვნებთ, რომ ის მალე აღდგება.
ჩვენ კიდევ ერთხელ გულითადად მოგესალმებით და ვისურვებდით მშვიდობას ჩვენს ქვეყნებსა და მთელ კავკასიაში. მადლობას გიხდით, რომ აზრბაიჯანული კომპანია ,,სოკარი” ყველა რელიგიის წარმომადგენელს საქართველოში გაზს უფასოდ აწვდის.
ჩვენ ძალიან მოხარულები ვიქნებით, თუ ჩვენი ურთიერთიბა ახალ იმპულსებს შეიძენს და დარწმუნებული ვარ ასეც იქნება. კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის.
,,მთელი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, წმინდა სინოდის და ჩემი სახელით მინდა მოგესალმოთ. ჩვენი ურთიერთობები დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, მე ძალიან მჭიდრო კავშირები მქონდა თქვენს მამასთან. მახსოვს თქვენი სითბო და სტუმართმოყვარეობა. ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის მაგალითია სხვებისთვის. ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ კავკასიაში მშვიდობა შევინარჩუნოთ. ჩვენს რელიგიებს შორის ურთიერთობაც ძალიან კარგია. მუსლიმები ჩვენთან კარგად ცხოვრობენ, ყოველ შემთხვევაში, იმაზე უარესად არა, ვიდრე თქვენთან. უნდა ვთქვა, რომ 300-ზე მეტი მეჩეთია საქართველოში, ამიტომ ალბათ აზერბაიჯანში ქრისტიანებიც უნდა დაგვეწიონ… აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი:
,, მოხარული ვარ თქვენთან კვლავ შეხვედრის შესაძლებლობა მომეცა. ვიხსნებდით ჩვენს შეხვედრას ბაქოში. იმ საუბრებს, რომელიც ჩვენ გვქონდა და მინდა გითხრათ, რომ აზრბაიჯანში თქვენ ძალიან დიდ პატივს გცემენ და უყვარხართ. მთელი თქვენი მოღვაწეობა იქითკენ არის მიმართული, რომ კავკასიაში იყოს მშვიდობა, მოგვარდეს რეგიონში არსებული კონფლიქტები და მსოფლიოში ყველანაირი ურთიერთობა ურთიერთპატივისცემაზე, უერთიერთგაგებასა და სიყვარულზე იყოს დაფუძნებული. მინდა გამოვხატო გულითადი პატივისცემა თქვენ მიმართ, მთელი აზერბაიჯანელი ხალხის სახელით.
ქვეყნბს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. საქართველო არის მრავალეთნიკური, მრავალკულტურული და მრავაკონფესიური ქვეყანა, მაგალითი იმისა, რომ შეიძლება ერთ სივრცეში მშვიდობიანი თანაარსებობა“.
საქართველოს საპატრიარქო
6 ნოემბერი 2015 წელი