You are currently viewing სერბეთის ეკლესია კრებას ესწრება და თავის პირობებს აყენებს

სერბეთის ეკლესია კრებას ესწრება და თავის პირობებს აყენებს

Download article eBook

  სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გაფართოებული კრების დადგენილება
15  ივნისი, 2016 წელი 

15 ივნისს, ბელგრადში, სერბეთის საპატრიარქოს რეზიდენციაში, პატრიარქ ირინეოსის თავმჯდომარეობით გაიმართა წმინდა სინოდის გაფართოებული სხდომა. მონაწილეებმა იმსჯელეს მომავალ დიდ კრებასთან დაკავშირებულ მოვლენებზე და წარმოადგინეს შემდეგი მიმართვა:

„ძმური სიყვარულით, პასუხისმგებლობითა და იმედით ვემზადებით წმინდა და დიდი კრებაში მონაწილეობისთვის, რომელიც, ღვთის წყალობით, გაიმართება კრეტაზე, მართლმადიდებლურ აკადემიაში, 2016 წლის 17-დან 26 ივნისის ჩათვლით. სერბეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა 15 ივნისს, ბელგრადში გამართულ გაფართოებულ კრებაზე, იმ მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განვითარდა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომის შემდეგ, მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება

 უპირველეს ყოვლისა, გვესმის რა კრების უდიდესი მნიშვნელობა, გვსურს, ეკლესიის აღშენების სულისკვეთებით, ხელი შევუწყოთ, რომ ამ დიდმა და წმინდა კრებამაც გაამართლოს ის სახელი, რაც გააჩნდა იმ კრებებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში.
 ამასთან, ჩვენი ეკლესია მოითხოვს, რომ არა მხოლოდ სერბეთის ეკლესიის პრობლემები და საკითხები იქნას განხილული, არამედ იმ ადგილობრივი ეკლესიებისაც, რომლებმაც უარი თქვეს კრებაში მონაწილეობაზე. ამიტომ, წმინდა და დიდი კრება უნდა გაგრძელდეს იქამდე, სანამ ყველა საკითხი არ იქნება განხილული და ის არ შეიძლება იყოს წინასწარ მომზადებული და შედგენილი რეგლამენტების მძევალი. მხოლოდ სრული კონსენსუსის შემდეგ შეიძლება ჩაითვალოს ეს კრება წმინდა და დიდ კრებად. ამიტომ, ჩვენი ეკლესია დაჟინებით მოითხოვს, რომ კუნძულ კრეტაზე გამართული კრება იყოს დასაწყისი ერთიანი პროცესისა და საკითხები გადაწყდეს მსოფლიო კრებების სულისკვეთებით და ტრადიციით. იმ შემთხვევაში, თუ კრებაში მონაწილე ეკლესიები, კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს მეთაურობით შეუვალნი იქნებიან იმ პოზიციში, თითქოს, კრებაზე არ მყოფი ეკლესიები, არასერიოზული მიზეზების გამო უცხადებენ ბოიკოტს კრების მუშაობას და უარს იტყვიან, გაითვალისწინონ ყველა ის საკითხი, პრობლემა თუ უთანხმოება, სერბეთის ეკლესიის წარმომადგენლობა, სამწუხაროდ, იძულებული იქნება დატოვოს ეს კრება და, შესაბამისად, შეუერთდეს კრებაზე არ დამსწრე ეკლესიებს.

წარმოდგენილი პოზიცია წარმოადგენს, 2016 წლის მაისში ჩატარებული სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა კარების გადაწყვეტილებების ცხოვრაბაში ეტაპობრივ დანერგვას.

ჩვენი საეკლესიო და სამოძღვრო პასუხისმგებლობითა და სულიწმინდის განმანათლებელი მოქმედების იმედით ვაფიქსირებთ ამ პოზიციას.

სერბეთის პატრიარქი ირინეოსი,
წმინდა სინოდის თავმჯდომარე“.

  P.s. დღევანდელი მდგომარეობით მართლმადიდებელთა წმინდა და დიდ კრებაში კრეტაზე, 16-27 ივნისს მონაწილეობას იღებს 10 მართლმადიდებელი ეკლესია, ესენია:კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის, სერბეთის, რუმინეთის, კვიპროსის,
საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთის, ჩეხეთის მიწებისა და სლოვაკეთის ეკლესია.
 კრებაში მონაწილეობას არ იღებს და მის გადადებას ითხოვს 4 მართლმადიდებელი ეკლესია, ესენია:

 თარგმნა: ალექსანდრე აღლაძემ
წყარო: pravoslavie.ru 

img1