You are currently viewing სლოვენიამ ერთსქესიანთა ქორწინების უფლება გააუქმა…

სლოვენიამ ერთსქესიანთა ქორწინების უფლება გააუქმა…

Download article eBook

  სლოვენია ჩატარდა ეროვნული რეფერენდუმი, სადაც უმრავლესობა (63.12 %)  ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოვიდა. ამ კანონის მომხრეებმა შეძლეს მხოლოდ 38.88 %-ის მოპოვება.

ხმის მიცემაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა მხოლოდ 36 %-მა, თუმცა რეფერენდუმს რომ კანონიერი ძალა ჰქონოდა ამისათვის საჭირო მინიმუმს 20 % წარმოადგენდა.

რეფერენდუმით წყდებოდა საკითხი – ,,უნდა შევიდეს ძალაში თუ ანულირებულ უნდა იქნას კანონი, რომელიც სლოვაკეთის პარლამენტმა 2015 წლის მარტში მიიღო“. შეგახსენებთ, რომ ეს კანონი ერთსქესიან წყვილებს ქორწინებისა და შვილების აყვანის უფლებას აძლევდა.

ეროვნული გამოკითხვის ინიციატორი იყო მემარჯვენე კონსერვატიული ოპოზიცია და კათოლიკური ეკლესია. ისინი განსაკუთრებულ წინააღმდეგობას გამოხატავდნენ ერთსქესიანი წყვილებისთვის შვილადაყვანის უფლების მიცემის თაობაზე.

„ჩვენ წინააღმდეგნი ვართ კანონისა, რომელიც ლახავს ბავშვის უპირველეს უფლებას – ჰყავდეს დედა და მამა“.

მიუხედავად იმისა, რომ კანონი სლოვაკეთის პარლამენტის მიერ, ხმათა უმრავლესობით იქნა მიღებული, ხალხის გადაწყვეტილებით ახლა უნდა გაუქმდეს!