You are currently viewing სუდანში კოპტი ბერი გაიტაცეს

სუდანში კოპტი ბერი გაიტაცეს

 გასულ კვირას, სუდანის – სამხრეთ დარფურის შტატის ქალაქი ნიალადან რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა კოპტური ეკლესიის ბერი – გაბრიელ ალ-ანტონი გაიტაცა. თავდამსხმელებმა სასტიკად სცემეს მისი თანმხლები ორი პირი, ხოლო თავად ბერი – ჯიპის ტიპის ავტომობილში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ადგილი, საიდანაც ბერი გაბრიელ ალ-ანტონი იქნა გატაცებული, ატაშის ლტოლვილთა ბანაკთან ახლოს მდებარეობს.

წყარო: blagovest-info.ru