16 ივნისს, უკრაინის უმაღლესმა რადამ კონსტანტინეპოლის პატრაირქს ოფოციალური წერილით მიმართვა, სადაც სთხოვს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭოს. დადგენილების შესაბამის პროექტს ხუთშაბათს, პლენარულ სხდომაზე ხმა მისცა 245მა დეპუტატმა.
უკრაინის პარლამენტიპატრიარქ ბართოლომეს მოუწოდებს, რომ კრებამ, რომელიც მსოფლიო პატრიარქის მოწვევით ტარდება კუნძლ კრეტაზე, განიხილოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხი. ბათილად სცნოს 1686 წლის დადგენილება, „რომელიც მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკის დარღვევით შემუშავდა“, რომლის თანახმადაც, კიევის სამიტროპოლოტო მიერთებულ იქნა მოსკოვის საპატრიარქოსთან და „უკრაინის ეკლესიას მისცეს თავისი კანონიერი ადგილი მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის“ – აღნიშნულია წერილში.
წერილში უკრაინის პარლამენტი კონსტანტინეპოლის ეკლესიას მოიხსენიებს როგორ უკრაინის დედა ეკლესიას და იმედოვნებს, რომ ამ გადაწყვეტილებით უფრო გაღრმავდება ამ ორ ეკლესიას შორის ურთიერთობა.
„თქვენო უწმინდესობა ვიმედოვნებთ, რომ როგორც ჩვენი დედა ეკლესიის წინამძღოლი და როგორც მსოფლიო ეკლესიის მეთაური, გამოიყენოთ ყველა კანონიკური უფლება და ჩვენს უძველეს ეკლესიას მიანიჭოთ ავტოკეფალია..“ შეგახსენებთ, რომ წმინდა და დიდ კრებაზე უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
p.s. მოსკოვის საპატრიარქო, უკრაინის რადას მიმართვას მსოფლიო პატრიარქისადმი, მკვეთრი კრიტიკით ეხმაურება
თარგმნა მაია ნარიმანიძემ
წყარო: pravmir.ru