You are currently viewing წყნარ ოკეანეში 239 ფილიპინელი მოინათლა

წყნარ ოკეანეში 239 ფილიპინელი მოინათლა


 
წყნარ ოკეანეში ერდროულად 239 ფილიპინელი მოინათლა. ანგლიპაიანური ეკლესიის (ფილიპინების დამოუკიდებელი კათოლიკური ეკლესია) მრევლი სრული შემადგენლობით მოექცა მართლმადიდებლობაზე. მართლმადიდებელმა მოძღვრებმა ოკეანის წყალში ყოფილი კათოლიკე ეპისკოპოსები, ოთხი მღვდელი და მათი მრევლი მონათლეს.na42 ექს-ეპისკოპოსმა ესტებან ვალმერმა მიიღო მართლმადიდებლური სახელი სტეფანე, მისი კოლეგა როხელიო რინგორი კი ახლა უკვე გიორგია, ხოლო მღვდლები ელიზერ დელფინი, დიოსკორო ბერგადო, ჯონ კოლიადო და რენატო ბუნიელი იწოდნენ ელიაზარად, ალექსად, ტიმოფეით და რომანად. ხუთი მონათლული აპირებს ჩაირიცხოს ერთ -ერთ მართლმადიდებლურ სემინარიაში რუსეთის ტერიტორიაზე.
 
 
ასობრივი ნათლობა აღასრულეს მღვდლებმა გიორგი მაქსიმოვმა და კირილ შკარბულმა. ნათლობის საიდუმლოს წინ უძღოდა ორწლიანი კეტეხიზაცია. მამების ღვაწლით ეს მრევლი მეოთხე სამრევლოა ფილიპინების რუსულ ეკლესიაში, მისი ზეციური მფარველი იქნება იოანე ნათლისმცემელი.
უახლოეს პერიოდში მასობრივი ნათლობა მოსალოდნელია კიდევ 29 ფილიპინურ თემში.

დღეგრძელობა და სულის სიმხნევე ჩვენს, ახლადმონათლულ ქრისტესმიერ დებსა და ძმებს!

წყარო