„ათონის წმინდა მთის ზოგრაფის მონასტრის წერილი ათონის წმინდა მთის კინოტს, წმინდა და დიდ კრებასთან დაკავშირებით“
ათონის წმინდა მთის პატივცემულ წმინდა კინოტს
მოგესალმებით უფლისმიერი ძმური სიყვარულით.
მივიღეთ თქვენს მიერ გავრცელებული ტექსტები დიდი წმინდა სინოდის დღის წესრიგის შესახებ და განვიხილეთ ისინი დიდი ყურადღებით. ჩვენს მიერ ხელმოწერილი აღნიშნული წერილით გვსურს გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრებები და მღელვარება, ზემოთ აღნიშნულ ტექსტებთან დაკავშირებით.
პირველ რიგში, ვაღიარებთ რომ სრულიად ვეთანხმებით ჩვენი მცხოვანი პატრირქის (იგულისხმება მს. პატრიარქი ბართლომე. მთარგმნ.) სამოტივაციო წერილში გამოთქმულ მოლოდინსა და იმედს „ერთი წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის კრებსითი სისტემის მოქმედების შესახებ როგორც კანონიკური გადმოცემების და მარადიული ეკლესიური საქმის ავთენტურ გამოხატულებას“.
მაგრამ მიუხედავად ამისა ვხედავთ რომ ხდება აღნიშნული სასურველი კრებითობის მკვეთრი შეზღუდვა და დაბრკოლება თავად სინოდის მოქმედების ორგანიზაციის რეგულირებასთან დაკავშირებით. გათვალისწინებულია რა ყველა ადგილობრივი ეკლესიისათვის მხოლოდ ერთი ხმა და არსებითად არ დაიშვება ცვლილებების შეტანა პროსინოდალურად მიღებულ გადაწყვეტილებებში, ის რაც ხდება არის მხოლოდ ერთობლივი უარყოფა ნებისმიერი ადგილობრივი ეკლესიის მიერ შემოთავაზებულ ტექსტებისა.
ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, რომელთაც კავშირი აქვთ დიდ წმინდა სინოდთან, ამ ბოლოს ბევრმა მღვდელმთვარმა, სასულიერო პირმა და ღვთისმეტყველმა გამოთქვა ანალიტიკური მოსაზრებები. ჩვენ ამჟამად შევჯერდებით ზოგადი შინაარსის რამოდენიმე შენიშვნაზე, რათა მივაბყროთ თქვენი ყურადღება, სრულიად ეკლესიის სასიკეთოდ, ათონის მთის კინოტის მიერ საკითხის საერთო განხილვის საჭიროებაზე.
ყველა ტექსტიდან ყველაზე მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, საკითხს „მართმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობები დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“. როგორც, ეკლესიის ართობის გამოხატულება, საჭიროა რომ ყოველივე რაც მასში არის ნაგულისხმები იყოს ჩამოყალიბებული მთელი სიცხადითა და სიზუსტით, ისე როგორც მისაღებია ეკლესიის არსებობის მთელ პერიოდში ყველა მართმადიდებელი ეკლესიისათვის. მაგრამ შეიმჩნევა ფორმულირებისა და ტერმინოლოგიის მკვეთრი ცალმხრივობა. ეს ცალმხრივობა მიზნობრიობის არსებობის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ტექსტების შემდგენლების მთელი მცდელობა მიმართულია ეგრეთწოდებულ სხვა „ეკლესიებისა და აღმსარებლობის“ „შვებისაკენ“, ანუ ერთი და ერთადერთი ეკლესიის მიღმა მყოფთათვის. ეს, რა თქმა უნდა, იწვევს გაურკვეველ ტერმინოლოგიურ დაბნეულობას და საფუძვლიანად განსხვავდება მართმადიდებელი ეკლესიის ორი ათას წლიანი ხაზისაგან და მისი ოფიცილური შეკრებებისაგან რომლის მიზანიც იყო ჭეშმარიტებისა და სიცრუის გარჩევა, და მის წიაღში გონიერი საწმყსოს დაცვა სხვადასხვა ერესებისაგან. ხოლო აქ სიტყვა „ეკლესია“ არეულია სხვადასხვა ქრისტიანულ საზოგადოებებში, რომელთაც აღნიშნულ ტექსტში ასევე ეწოდებათ „ეკლესია“.
კრებსითობის სისტემის შესახებ მოსაზრების ჩამოყალიბებისას გამიზნული ცალმხრივობა, რომელიც მოისაზრება როგორც მხოლოდ მღვდელმთავრების სინოდური ქმედება (და არასრულყოფილად, როგორც უკვე ავღვიშნეთ ზევით), მაშინ როცა მთელი ეკლესიის ისტორიაში კრებსითობა გამოიხატებოდა მთელი მისი ერთიანობით. იგივე ცალმხრივობა შეინიშნება ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შეფასებისას, რაზედაც წარსულში გამოხატულ იქნა უამრავი დასაბუთებული კრიტიკული მოსაზრებები, და მათ შორის ათონის მთის მამების მხრიდან. ეს ტექსტი თითქოს წარმოადგენს იმის მცდელობას, რომ მიანიჭონ პანორთოდოქსული ავტორიტეტი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს სკანდალურ განცხადებებს, და თანაც ისე, რომ არ ხდება არავითარი წინასწარის სინოდალური პროცედურის დაცვა იმ საკითხების განხილვისას რომელიც ეკლესიის სხეულს ეხება.
ცალმხრივია ასევე მართმადიდებელი ეკლესიისსა და დანარჩენი ქრისტიანული აღმსარებლობების ორმხრივი დიალოგის შეფასება, როდესაც ერთობლივად არის აღიარებული (ისევე როგორც უამრავი დიალოგში მონაწილეთა მიერ) ამ დიალოგების სრული კრახი. დიალოგების საფუძველად უდევს „უძველესი ეკლესიისა და შვიდი წმინდა სინოდის რწმენა და ტრადიციები“ თუმცა მართმადიდებელი ეკლესიის შემდგომი ისტორია არის დეფიციტური; და ეს პირდაპირ არის განცხადებული ფრაზით „ქრისტიანთა დაკარგული ერთიანობა“ (პარაგრაფი. 5[1] )!
მთელი ეს ცალმხრიობა გვირგვინდება თეორიით „რომლითაც იგმობა ეკლესიის ერთიანობის ნებისმიერი სახის დაყოფა, პირებად ან ჯგუფებად, ვითომდა ჭეშმარიტი მართმადიდებლობის დაცვის მიზნით“. აღნიშნულ პარაგრაფში (22-ე[2]) მისი კრებსითობის ვიწრო გაგებით ხდება ეკლესიის მთლიანი ორგანიზმის სრული უგლვებელყოფა მის საკრებო მსახურებაში.
თავიდანვე ჰეტეროდოქსთა მიმართ ამგვარი გადაჭარბებული გახსნილობის გამო რეგულარულად იმატებს სხვადასხვა ზილოტურ განშტოებებსა და დაჯგუფებებში გადასულთა რიცხვი. მაგრამ ყოვლად დასაოცრად არც მათი მხრიდან არ ხდება მათთან ამგვარი დიალოგის არავითარი მცდელობა (გამოვიყენებ რა აღნშნული ტექსტის მე-4[3] პარაგრაფის ტექსტს) რომლებიც ასე „ახლოს“ არიან ეკლესიასთან და მთელი ძალები მიმართულია „შორეულთა“ მიამართ დიალოგისაკენ.
მოგახსენებთ რა ყოველივე ამას მოკლედ, ვთვლით, რომ მთელი ეკლესიისათვის ამგვარ კრიზისულ მომენტში აუცილებელია, წმინდა მთის წმინდა ორგანო იდღეს როგორც ყოველთვის გარემოებების სიმაღლეზე იდგეს და ერთობლივი ხმით წვლილი შეიტანოს აღნიშნული ცალმხრივობების განსაქარვებლად იმ ტექსტებში, რომლებიც ემსახურებიან უმაღლეს პანორთოდოქსალურ ინსტიტუტს, რათა გათვალისწინებული იქნას ეკლესიის პოზიცია მთელი მისის სისრულით და თავიდან ავირიდოთ ახალი განხეთქილებები მის შიგნით.
ვიმედოვნებთ რა, რომ მოახდენთ დადებით რეაგირებას, გემშვიდობებით უფლისმიერი ძმური სიყარულით.
ზოგრაფის წმინდა მონასტრის იღუმენი
არქიმანდრიტი ამბროსი, ქრისტესმიერ ძმებთან ერთად.
20 აპრილი 2016 წელი
წყარო: www.scribd.com