You are currently viewing „რწმენის რაობა“

„რწმენის რაობა“

Download article eBook


კატეხიზისი – დოგმატური ღვთისმეტყველების შესავალი

 

შესავალი

 მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების სამყარო შეიძლება უშველებელ, ბრძნულად ორგანიზებულ და მდიდრულად მოკაზმულ ნაგებობას შევადაროთ. წინამდებარე მასალაში საუბარი იქნება ამ ნაგებობისძირითადი მზიდი კონსტრუქციებისდა მათიგამაერთეანებელი კვანძებისშესახებ; ვეცდებით გავერკვეთნაგებობისერთიანობის ძირითად პრინციპებში და ამ გზითმკითხველს, საღვთისმეტყველო სივრცეში მეტნაკლებათ ორიენტირების საშუალება მივცეთ.

თავი I

მართლმადიდებლური კატეხიზისი

 სიტყვაკატეხიზისიბერძნული ზმნა κατηχέω-დან მომდინარეობს დავინმესთან საუბარს“, „ზეპირ დარიგებას“, „სწავლებას“, „გამოქვეყნებას“, „გახმოვანებას“, „განცხადებასგულისხმობს. სწორედ ეს შინაარსი იგულისხმება ახალ აღთქმაში, როდესაც წმინდა ლუკა, თავისი სახარების დასაწყისში ქრისტიანული რწმენის შესახებ მიმართავს და ეუბნებაღირსეულო თეოფილე“ „რათა შეიცნო იმ მოძღვრების უმცდარობა, რაც გისწავლია (κατηχήθης)“ (ლუკ. 1:4).

ალექსანდრიელი იუდეველი აპოლოსი, რომელიც საქადაგებლად ეფესოში ჩამოვიდა ზედმიწევნით რომ იცნობდა უფლის გზას, გულმხურვალედ ქადაგებდა და მართებულად ასწავლიდა (ήν κατηχουμένος) იესოს ამბავს (საქმ. 18:25).

დასაწყისშიკატეხიზისადიწოდებოდა ქრისტიანული რწმენის საფუძვლების ზეპირი სწავლება. მოგვიანებით ამ სიტყვის გამოყენება წერილობით მითითებებზეც გავრცელდა. ამგვარად გადაიქცაკატეხიზისიქრისტიანული სარწმუნოებრივი მოძღვრების ამსახველი ლიტერატურის სახელწოდებად.
ვრცელი ქრისტიანული კატეხიზისისმიხედვით, „მართლმადიდებლური კატეხიზისი არის ქრისტიანული რწმენის მართლმადიდებლური მოძღვრება, რომელიც ყოველ ქრისტიანს ღვთის სადიდებლად და სულის გამოსახსნელად ექადაგება“.

 

რწმენის რაობა

 ) უწინარეს ყოვლისა რწმენა გულისხმობს ცალკეული, ისეთი მდომარეობების ჭეშმარიტებაში დარწმუნებულობას, რომლებიც ლოგიკურად და ექსპერიმენტულად შეუძლებელია იქნეს დამტკიცებული.

ქრისტიანულ რელიგიაში რწმენა, უწინარეს ყოვლისა ღვთის და სულიერი სამყაროს არსებობას და ღმერთის მიერ განცხადებული აღთქმების აღსრულებას გულისხმობს. მოციქული პავლე ასე განმარტავს რწმენის რაობას ხოლო რწმენა არის უეჭველობა იმისა, რასაც მოველით, და წვდომა უხილავისა (ებრ. 11:1).
ვრცელი ქრისტიანული კატეხიზისისმიხედვით, ეს ნიშნავსუხილავის ხილულის მსგავს უეჭველობას, ხოლო სასურველისა და მოსალოდნელის ნამდვილობას“.
სწორედ ასეთი რწმენაა რელიგიური ცხოვრების საფუძველი, რწმენის გარეშე კი შეუძლებელია ესათნოვო ღმერთს, რადგან ვინც მას უახლოვდება, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და სანაცვლოს მიაგებს მის მაძიებელთ (ებრ. 11:6).

) რწმენად იწოდება თავად რწმენის საგანიც, ანუ ის უშუალო სწავლება, რომლის ნამდვილობაშიც ადამიანი დარწმუნებულია. ამ მნიშვნელობით იყენებს მოციქული პავლე სიტყვას რწმენა, როდესაც საუბრობს ადამიანებზე, რომლებმაც უარყვეს უწინდელი რწმენა (1 ტიმ. 5:12) და ისინიც ვინცრწმენაში უმეცარნიარიან (2 ტიმ. 3:8). ამ თვალსაზრისით შეიძლება საუბარი ქრისტიანულ, მუსულმანურ, იუდეურ და სხვა რწმენაზეც.
) ბიბლიური ღმერთი აბსტრაქტული პირი არ არის, ის ცოცხალი, ისეთი თავისუფალიმოაზროვნე პიროვნებაა, რომელთანაც ადამიანს შეიძლება უშუალო ურთიერთობა ჰქონდეს და შინაგანი რწმენით მას საბოლოოდ დაუკავშირდეს. რწმენა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ღვთის მადლი, რწმენის საშუალებით მკვიდრობს ჩვენს გულებში იესო ქრისტე (ეფ. 3:17). ქრისტიანს თავისი რწმენის საწყისშივე პიროვნება სწამს და არა რაიმე დოქტრინა, ამიტომ ქრისტიანს არ შეუძლია მხოლოდ ქრისტიანული სწავლების ფორმალური აღიარებით შემოიფარგლოს. XX საუკუნის ცნობილი ღვთისმეტყველის ვლადიმერ ლოსკის სიტყვებით, რომ ვთქვათ, „რწმენა ფსიქოლოგიურ მდგომარეობად არ უნდა მივიჩნიოთ“, ეს არის ღმერთსა და ადამიანს შორის შინაგანად ობიექტური, ონტოლოგიური კავშირი“ (ანუ ყოფითი ურთიერთობა . .).

სუბიექტური თვალსაზრისით ასეთი რწმენა, უწინარეს ყოვლისა, როგორც ნდობა, ანუ რასაც ღმერთი თავისი სიტყვით გვამცნობს ყველაფერი იმის ჭეშმარიტებად აღიარებაში და ღმერთის მთელი შესაქმისადმი მინდობაში ვლინდება.

ერწმუნა აბრაამი ღმერთს, და შეერაცხა მას სიმართლედ (რომ. 4:3).
აბრაამის სიმართლეში ის იგულისხმება, რომ მან ღმერთის არსებობა უბრალოდ კი არ აღიარაამაში აბრაამი მანამდეც იყო დარწმუნებული, არამედ მისი სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ ის მიენდო და თავისი ნება სრულად დაუქვემდებარა უფალს.

ღმერთს მინდობა, მისი ნებისა და მცნებების აღსრულება, ადამიანში ღვთის ერთგულების სურვილს ბადებს. სულიერი განვითარების საწყის დონეზე ღვთის ნების ერთგულება შეიძლება სასჯელის შიშით ან გარკვეული ჯილდოს დამსახურების სურვილით იყოს გამოწვეული. თუმცაღა ადამიანში არც შიშს, არც ანგარებას არ შეუძლია გამოიწვიოს მაღალი ზნეობრივობისადმი ერთგულება და ამიტომ ასეთი მიზნები შეუსაბამოა ქრისტიანობაში სრულყოფისათვის. ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა (კოლ. 3:14).

ღმერთი სიყვარულია (1 იოან. 4:8; 16), ღმერთის რწმენასიყვარულს აძლიერებს და ადამიანი ძლიერი სიყვარულით ერწყმის ღმერთსსიყვარულს, ხოლო სიყვარული ბადებს მის მიმართ ერთგულებას, ვინც გიყვარს. უფალი ბრძანებს:
თუ გიყვარვართ, დაიცავით ჩემი მცნებანი (იოან. 14:15);

ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას (იოან. 14:23);
ამასვე გულისხმობს მოციქული პავლე როდესაც ახსენებს რწმენას, რომელიც მოქმედებს სიყვარულით (გალ. 5:6).

) ამრიგად, ქრისტიანული რწმენა არ შეიძლება განიხილებოდეს, არც როგორც მხოლოდ ჭეშმარიტი სწავლება, არც როგორც სულიერი მდგომარეობა და არც მხოლოდ ადამიანის პირადი ურთიერთობა ღმერთთან. შეიძლება ითქვას, რომ რწმენა არის გარკვეული ცხოვრების წესი. ერთი მხრივ, მისი შინაარსი მიმართულია ღმერთთან ურთიერთობისკენ და განღმრთობისკენ, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც აუცილებლად მიიჩნევს ღვთის ნების აღსრულებას და პიროვნული ცხოვრების იმ ღვთაებრივი გეგმის შესაბამისობამდე მოყვანას, რაც უფლის მიერ ადამიანთან მიმართებაში თავიდანვე იყო დადგენილი. დეკანოზი ოლეგ დავიდენკოვი
თარგმნა როლანდ-რომილე ჩხეიძემ

თავი II – „ყოველი ქრისტიანისათვის ქრისტიანული სწავლების ცოდნის აუცილებლობის შესახებ“
თავი III –  „ღვთაებრივი გამოცხადების შესახებ:
ნაწილი Iღვთის შემეცნების გზები“
ნაწილი ΙΙ – „ წმინდა გარდამოცემა და წმინდა წერილი “